მსოფლიოს დედაქალაქის ერთ–ერთ ცნობილ Club Bonafide-ში უკვე მეორედ ქართველი ჯაზ მომღერლისა და მისი ბენდის კონცერტი გაიმართა. ნუცა (ნუცი) ნებიერიძე ნიუ იორკის New School –ში სწავლობს და პარალელურად დიდი ვაშლის ქალაქის ჯაზ კლუბის სცენაზეც მღერის. იმ დღეს “ბონაფაიდში” ცნობილ კომპოზიციებთან ერთად ქართული სიმღერის – „ქარი კვლავ არხევს“ – ჯაზური ინტერპრეტაციაც შემოგვთავაზა. ამ მუსიკალურ ტერიტორიაზე კი ნუცი ძალიან მარტივად აღმოჩნდა. კლუბის ხელმძღვანელობას წერილი, რეზიუმე და ჩანაწერები გაუგზავნა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო და კონცერტიც დაიგეგმა. პირველი კონცერტის მოწონების შედეგად ქართველ მომღერალს კლუბმა სცენა უკვე თავად შესთავაზა. ახლო მომავალში მომღერალს კიდევ რამდენიმე ასეთივე კონცერტი აქვს დაგეგმილი. ასევე აპირებს ბოსტონში ჩავიდეს და Berklee-ს სტუდიაში თავისი სიმღერები ჩაწეროს. 27 აპრილს კი ლეგენდარულ Birdland –ში დიდ კონცერტს გეგმავს, რომელსაც ნუცი ნებიერიძე თითქმის ერთი წელია ელოდება, იქ იგი თავისი კვინტეტითა დ საკუთარი მუსიკით წარსდგება, ზაფხულისთვის კი მის მარშრუტში საქართველოცაა.
ნუცი ნებიერიძე Club Bonafide-ში
მხატვრების ოჯახში დაბადებულ ნუცის ხატვა განსაკუთრებით უყვარდა და ბავშვობიდან თავის მომავალს ხელოვნებას უკავშირებდა. მან თბილისის სამხატვრო აკადემიაში სრული დაფინანსებით ჩააბარა, შემდგომ კინოს სახვითი ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა და იმ წლებიდან, როგორც თავად ამბობს, რამდენიმე ნამუშევარი, პროექტი და ბევრი განუხორციელებელი იდეა შემორჩა. კინო მისი დიდი ინტერესი და სიყვარული გახდა, მაგრამ მაშინდელი სტუდენტური, ცხოვრებისეული, პირადი თუ გარე რეალობების გამო ამ სფეროში ასათვისებელი თუ გასაკეთებელი ბევრი რამ გამოტოვა, რაზეც დღესაც გული წყდება. სინანული მაშინ უმძაფრდება, როცა არტისტული პროექტების იდეები უჩნდება და იმის გამო, რომ ჯერ ამისთვის არ სცალია, იქვე მიუჩენს ხოლმე ადგილს თავის „მიტოვებულ იდეათა უზარმაზარ არქივში“. თუმცა, იმედს არ კარგავს, რომ ოდესმე ხატვასა და გადაღებას დაიწყებს, თანაც ინტენსიურად. დღეს კი ნუცი ისეთი ლეგენდარული ჯაზმუსიკოსების პედაგოგებისა და სასცენო პარტნიორების მოსწავლეა, როგორებიც არიან: რიჩარდ ჰარპერი, ელიზაბეთ ლოჰიმგერი და არუნ ლუთრა.
“მხატვრობა, როგორც პროფესია მივატოვე, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ჩემი, როგორც არტისტის ხედვას და აღქმის უნარს სწორედ ის აღზრდა, გენები და მხატვრული გარემო განაპირობებდა, რისთვისაც მადლიერი ვარ და რაც, თავისთავად, შემოქმედებით მუსიკალურ აზროვნებაში მეხმარება.
ბავშვობის ოცნება ავიხდინე და კონსერვატორიაში ჩავაბარე ჯაზ–ვოკალის ფაკულტეტზე, ისევ სრული დაფინანსებით. აქედან დაიწყო ჩემი აქტიური მუსიკალური ცხოვრება, სწავლა და დაუღალავი შრომა. კონსერვატორია ძლიერი შთაგონებით, საოცარი პედაგოგებითა და თანაკურსელებით – მეგობრებით, უამრავი ინფორმაციით, გამოცდილებით, სირთულეებითა და წარჩინებით დავამთავრე. ეს ხანა ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებულ პერიოდად დარჩება” – მიყვება ნუცა.
ჯაზი როგორ “გაიცანით“?
ჯაზს პატარაობიდანვე ბიძაჩემი, დიდი ჯაზმელომანი მასმენინებდა. მე ჩემებური ბავშვური აღქმით ამ მუსიკასთან რაღაც გაუცნობიერებელ კავშირს ვგრძნობდი, რასაც მამაჩემი დიდი ენთუზიაზმით აკვირდებოდა და სწორედ მამის ოცნებისა და იმედის წყალობით გავბედე მუსიკას გავყოლოდი. ჯაზის „გაცნობა“ თბილისის კონსერვატორიაში ჩაბარებიდან დავიწყე, არა მარტო სწავლით, არამედ იმ პერიოდში მიღებული ულევი ინფორმაციით, მოსმენით, პრაქტიკითა და გამოცდილებით. საყვარელი ჯაზმუსიკოსი კი იმდენი მყავს, რომ მათი ჩამოთვლა რთული იქნება. უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩემთვის დიდი პატივია, როდესაც ლეგენდარული კომპოზიტორების ნაწარმოებებს ვასრულებ. ცხადია, მე მათი გავლენის ქვეშ ვარ და კიდევ ბევრის შესრულებას ვგეგმავ.
რამდენადაც ვიცი აქაური ბენდი თქვენი პირველი “შვილობილი” არაა.
თბილისში სწავლის პარალელურად სოლისტად კონცერტებზე, კლუბებსა და ბარებში გამოვდიოდი; მყავდა სხვადასხვა ბენდი, ვაკეთებდი სტუდიურ ჩანაწერებს, ვმღეროდი სხვადასხვა ფესტივალზე და დიდ კონცერტებზე; მონაწილეობა მიმიღია სატელევიზიო კონკურსებშიც. ვაგროვებდი გამოცდილებას, ასევე, ვწერდი ჩემს მუსიკას და ვემზადებოდი შემდეგი დიდი ნაბიჯისთვის, რასაც ნიუ იორკი წარმოადგენდა და მისი “ნიუ სქული“, სადაც დიდი მზადებისა და წვალების შემდეგ როგორც იქნა ჩამოვედი. საკმარისი ფინანსების არქონის გამო, შემდეგ კი აშშ–ს ვიზაზე ორჯერ უარის მიღების გამო, ზუსტად სამი წელი ნიუ იორკში ვირტუალურად ვცხოვრობდი. გამოცდები ზედიზედ სამჯერ ჩავაბარე და დაფინანსებაც თანდათანობით გამეზარდა. საბოლოოდ 76-პროცენტიანი დაფინანსების მოპოვებითა და მშობლების დიდი ხელშეწყობით დღეს მსოფლიოს ერთ–ერთ პრესტიჟულ მუსიკალურ უნივერსიტეტში The New School For Jazz And Contemporary Music ვსწავლობ. ძალიან ამაყი და მადლიერი ვარ, რომ ჩემს ოჯახს ჩემი ასე სჯერა და ჩემი ოცნებების ახდენისთვის ყველაფერს აკეთებს. ჩემი ვალი და მიზანი კი ისაა, მშობლებს ეს სათანადოდ დავუფასო და ჩემი და მათი ოცნებები ავასრულო.
ნიუ იორკული ბენდი როგორ შეკრიბეთ?
Club Bonafide-ში გამართულ პირველ კონცერტისთვის აქაური მუსიკოსები შევკრიბე, მათ შორის ერთ–ერთი ქართველიც იყო. ვთვლი, რომ ნამდვილად გამიმართლა და მათთან თანამშრომლობას და მეგობრობას დღესაც ვაგრძელებ. ამავე კლუბში გამართულ მეორე კონცერტზე კი დასარტყამი ინსტრუმენტების გარდა სულ ქართველები ვიყავით და ამიტომაც დავარქვით ჩვენს ერთადერთ ამერიკელ საოცარ დრამერს David “დათო” Jimenez. ჩემს კვინტეტში “ხონძი” (გიორგი ბერიშვილი, საქსოფონი) და “დათო” “ნიუ სქულიდან” არიან; პაპუნა შარიქაძე (ფორტეპიანო) და სოსო გელოვანი (ბასი) კი ბერკლიში სწავლობენ და სპეციალურად ამ კონცერტისთვის ბოსტონიდან ჩამოვიდნენ. ბენდში მართლაც ნამდვილი მარგალიტები შევკრიბე. მათთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი და გამოცდილებაა. ახლო თუ შორეულ მომავალისთვის ჩვენ ერთად კიდევ დიდი გეგმები გვაქვს.
ნიუ იორკი როგორი დაგხვდათ?
ნიუ იორკში ყოფნის მიზეზები ჩემი მიზნები და ოცნებებია, რომლებსაც არ ვღალატობ, მითუმეტეს ამ ქალაქში, რომელიც მუსიკოსისთვის მართლაც იდეალური გარემოა. ჩემი გამოცდილების საფუძველზე აქაურ რეალობას უფრო მძაფრად აღვიქვამ და ეს ქალაქი ხანდახან ისე აღმაფრთოვანებს, რომ ვფიქრობ, ხომ არ მესიზმრება – მეთქი. ნიუ იორკისგან წამოსულ შთაგონებებზე რომ ვისაუბრო, ალბათ, წიგნს დავწერდი. მოკლედ რომ ვთქვა, ეს ის ყოველმხრივ ინსპირაციული გარემოა, რამაც შემაძლებინა საკუთარ თავში ყველაზე მეტი რამ შემეცვალა. ეს გარემოა, სადაც ძალიან ვიწრო და გაჭირვებულ პირობებში მყოფი უფრო მეტს ვხედავ, ვეცნობი და ვზრდი ჩემს თავს, სადაც ინდივიდუალური განვითარებისთვის ასჯერ უფრო სწრაფად და ნაყოფიერად ვმუშაობ; სადაც ყველაზე მეტად შეიძლება გჯეროდეს ოცნებების; სადაც იმდენ ენერგიას ვწვავ, რასაც ვერ წარმოვიდგენდი და რაზეც სულ ვოცნებობდი; სადაც შინაგანი ენერგიისა და ძალების გამომუშავებასა და ბალანსს ვსწავლობ, ულევი ენერგიით თავისთავად ვივსები და ვძლიერდები. რამდენადაც ბევრს ხარჯავ, უფრო მეტად გრძნობ თუ რაოდენ ამოუწურავი ენერგია გქონია ადამიანს. და სადაც მრავალფეროვან კულტურულ გარემოსა და მრავალნაირ ადამიანს შორის შენს კულტურასა და წარმომავლობას ბევრად ნათლად ხედავ, მისი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით.
თქვენი კომპოზიციები ჰარმონიულად აჟღერდა მინგუსის, სტრეიჰორნისა და რაულსის გვერდით …
ეს მუსიკოსები გენიოსები არიან. ჩემი კომპოზიციების წერა დაახლოებით ორი წლის წინათ დავიწყე, რაც თავისთავად მოხდა და ახლაც პირველად მონახაზებს თუ ვუსმენ, ზუსტად იგივეს განვიცდი ხოლმე. ამ მუსიკის შთაგონება კი იყო ჩემი გამოცდილება, უამრავი დაგროვილი ემოცია და განცდები. რა თქმა უნდა, წერისას მუსიკალური „გავლენებიც“ მუშაობს, მაგრამ უმეტესად ეს მუსიკა ცხოვრებისეულ „გავლენებზეა“, ეს კი შემდგომ მუსიკალურ იდეებში ვლინდება. ჩემს ყველა კომპოზიციას კონკრეტული კონცეფცია და ისტორია აქვს და ტექსტებიც შესაბამისად იმ Story-ს და იდეას ემსახურება, რაზეც მუსიკა დაიწერა. ამ კონცერტზე მხოლოდ ორი ჩემი სიმღერა შევასრულე: Lost In Feelings და God In Your Eyes, რომლებზეც დიდი ხანი ვიფიქრე, დავწერე საკმაოდ დიდი ტექსტები არა მარტო ჩემი მუსიკისთვის, არამედ სხვების კომპოზიციებზეც. ზოგადად ჩემთვის ტექსტების წერა საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო გამოწვევა გახდა. მიხარია, რომ გაცოცხლდა ჩემი იდეები და ამას ახალი ეტაპი მოჰყვა. პირველ რიგში, იმას მივხვდი, რომ მუსიკა რამდენიმე შესრულების შემდეგ უფრო კარგად „დაიკვრება“ და სწორედ ასეთ „დაკრულს“ სტუდიაში ჩავწერ. მაქვს რვა კომპოზიცია, რომელზეც ახლა ვმუშაობ და, იმედია, მსმენელს მალე წარვუდგენ.
გამოვცადე თუ რამდენად რთული და საპასუხისმგებლოა საკუთარი კომპოზიციებისა და ტექსტების შესრულება. როდესაც რაიმე კონკრეტულ, ვინმეს კომპოზიციას ასრულებ, იზიარებ და განიცდი ზუსტად იმ კონკრეტულ ამბავს და მუსიკას შენი აღქმით დანახულ რაიმე კონკრეტულ ნაწარმოებს “მოგვითხრობ“. როდესაც საკუთარ კომპოზიციას ასრულებ, მხოლოდ საკუთარ ისტორიას, პირად ამბავს და განცდას ჰყვები ან თუნდაც რაიმე მოვლენაზე ან სხვა ისტორიაზე შენს საკუთარ დაწერილ ინსპირაციას და ამ დროს ახდენ პირად მანიფესტაციას – ეს სულიერ გაშიშვლებას ჰგავს. ხელოვნებაც ხომ სწორედ ამას ემსახურება. კარგი არტისტი და პერფორმერი მაშინ ხარ, როდესაც ამის გადმოცემა გულწრფელად და სწორად შეგიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, მაგრამ იცი, რომ თავისუფლება სწორედ ამგვარად მიიღწევა.

netgazeti.ge
No comments:
Post a Comment