Tuesday, September 18, 2012

სამანტა



როცა პირველად ხედავ, მის გამოწვდილ ხელს დაბნეული უყურებ. ხელი არაბუნებრივად  ბზინავს. უფრო სწორედ – ხელები. ისინი ხორცისფერი პლასტმასისგანაა და თან  მხოლოდ ორი „ცოცხალი“ თითით. ერთი საჩვენებელია და მეორე – ნეკათითი.
სამანტა მეუბნება, რომ  უკვე მიეჩვია ამგვარ მზერასა და საკუთარ  მეტალოპლასტმასებს; რომ, უბრალოდ, მარჯვენა  ფეხის, მარჯვენა ხელის მტევნის სამი თითის და მარცხენა წინამხრის გარეშე დაიბადა.
 – ჩვეულებრივი ვარ – ამბობს. – ვჭამ, ვივარცხნი, მიყვარს, მტკივა...  მყავს მეგობარი მამაკაცი...
 არაფერს ვეუბნები. ამიტომ თავად აგრძელებს...
– როცა მეგობარ მამაკაცს ვახსენებ, ალბათ, ყველას ერთი რამ უტრიალებს თავში. როგორ ვეფერებით ერთმანეთს.  ჰოდა, ვამბობ, რომ – მშვენივრად. დატელებში ჩავღრმავდე? . . .
    ორივეს გულიანად გვეცინება და გულახდილად ვეუბნები, რომ ამის გაფიქრება ვერ მოვასწარი–მეთქი... სამანტა ერთდროულად მარცხენათი მზის სათვალეებს თვალებიდან თმებზე ანაცვლებს და მარჯვენათი  ზურგჩანთას იხსნის.
      სამანტა ოცდაცხრა  წლისაა. როცა იზრდებოდა, ხელოვნურ კიდურებს ზომის შესაბამისად  უცვლიდნენ. ბოლო ათ წელზე მეტია მათი ზომის შეცვლა, ფაქტობრივად, არ დასჭირვებია.   მანქანას  ატარებს და საავადმყოფოში ფიზიკოთერაპევტად მუშაობს. სხვებს   სიარულსა  და  ფიზიკურ  ვარჯიშებს ასწავლის.
– პაციენტებს  უკან ვუდგავარ, დაცემისგან  და ხელ–ფეხის მოტეხვისგან ვაზღვევ ... – მიხსნის სამანტა...

ივნისი 12, 2012

shokoladi.ge


No comments:

Post a Comment