ლოკოკინა კაცრიელ სამუხლუხოში
წინათგრძნობად მეზმანა.
ჭინჭრის ტყეში მიკარგული.
გამყოლდაკარგული.
მომყოლის მომლოდინე.
მოსალოგინებელი.
დასუსხული, ბრტყელტერფიანი.
მოკუნტული, ვერმოსულიერებული.
ოქროს სიშიშვლეზე, ოქროს წყალზე,
ოქროს ოტარიდზე, ოქროს ყურძენზე,
ოქროს შუშაზე, ოქროს სარეცელზე,
ოქროს ღამის პერანგზე მობუტბუტე.
მაგრამ შავი პურის ნასვრეტების მლოკავი.
ორი სახლით.
ერთი - ჩემში. ცხრათვიან გაჯირჯვებად.
მეორე - ჩემზე. კრისტალკედლებიან ნიჟარად.
სახურავი - ლეგა ნაწნავშემოვლებული.
კიბე - ბაწარაღებით გაბაწრული.
ნიჟარას წარმართულად ვიხსნიდი.
მიწაზე ვტოვებდი. ოქროს ფერისკენ მივცოცავდი.
მაგრამ სახლი - მეორე უმალ მეძახდა.
ნუშის ცისტა - ნამცეცივით
მტკნარი, უენო, უმწეო.
ვერ ვშორდებოდი. დროში ვიბლანდებოდი.
სიმძიმის უძალობაში ჩემს ნიჟარას ვეძურწებოდი.
ერთხელ მდუმარედ დამიძახა
“შიგნიდან ოქროს სარკმელი გავხდი-ო.”
გავეშურე.
მაგრამ მისი ფარდის ჩარაზვა დამვიწყებია.
გულღიად, გულაღმა დამრჩენია.
ნისკარტებს კი დრო უხელთიათ.
სახლაკში ვერცხლისწყლის ბურთულები
თაგვის შაქრად ჩაუყრიათ.
არ დაიწრიტა. ამიტომ გაგუდულა.
ის ხომ ბგერებსა და ბურთულებს ვერ ცნობდა.
მხოლოდ იტევდა.
ამიტომაც არ უწინათუგრძვნია.
წინათგრძნობად მეზმანა.
ჭინჭრის ტყეში მიკარგული.
გამყოლდაკარგული.
მომყოლის მომლოდინე.
მოსალოგინებელი.
დასუსხული, ბრტყელტერფიანი.
მოკუნტული, ვერმოსულიერებული.
ოქროს სიშიშვლეზე, ოქროს წყალზე,
ოქროს ოტარიდზე, ოქროს ყურძენზე,
ოქროს შუშაზე, ოქროს სარეცელზე,
ოქროს ღამის პერანგზე მობუტბუტე.
მაგრამ შავი პურის ნასვრეტების მლოკავი.
ორი სახლით.
ერთი - ჩემში. ცხრათვიან გაჯირჯვებად.
მეორე - ჩემზე. კრისტალკედლებიან ნიჟარად.
სახურავი - ლეგა ნაწნავშემოვლებული.
კიბე - ბაწარაღებით გაბაწრული.
ნიჟარას წარმართულად ვიხსნიდი.
მიწაზე ვტოვებდი. ოქროს ფერისკენ მივცოცავდი.
მაგრამ სახლი - მეორე უმალ მეძახდა.
ნუშის ცისტა - ნამცეცივით
მტკნარი, უენო, უმწეო.
ვერ ვშორდებოდი. დროში ვიბლანდებოდი.
სიმძიმის უძალობაში ჩემს ნიჟარას ვეძურწებოდი.
ერთხელ მდუმარედ დამიძახა
“შიგნიდან ოქროს სარკმელი გავხდი-ო.”
გავეშურე.
მაგრამ მისი ფარდის ჩარაზვა დამვიწყებია.
გულღიად, გულაღმა დამრჩენია.
ნისკარტებს კი დრო უხელთიათ.
სახლაკში ვერცხლისწყლის ბურთულები
თაგვის შაქრად ჩაუყრიათ.
არ დაიწრიტა. ამიტომ გაგუდულა.
ის ხომ ბგერებსა და ბურთულებს ვერ ცნობდა.
მხოლოდ იტევდა.
ამიტომაც არ უწინათუგრძვნია.
დეკემბერი, 2003
No comments:
Post a Comment