Monday, September 19, 2011

(მე, როგორც ამ წამის არყოფნა...)


მეროგორც ამ წამის არყოფნა
ყოფნაში - შენში.
ზღვრისკენ მიმავალი
აგვისტოსავით სავსედ.
ერთ მოქმედებად ამოღაღანებული.
საყვირის გადატეხილ ყელში
დანთქმულ მიამიტ შანთში
ჩაკირულ ხიწვიან რძეში
ადუღებულ მატყუარა ჟანგში
ცვარდაკრული ასპიტის ენით
ორად გასალტული
ჩემი წუთის ამოწვერილი
ალალ ბედები.
ალალები - ძვლები.
ბედები კი რბილები.
ამრეცებისალბუნები.
უეჟვნო იოგების საცეცების
დაკარგული ლაციცის სიმწრით
დაგემოვნებელი ენის თლილი
დვრილების ბაგა-ბუგი
სექ სექ სექ სექ
ტემ ბეეეერი - .
სულგრძელი.
საქანცესასრული.
ჩიყვიანმა მონაზვნებმა დამიჭირეს.
თებერვლის ნაკიანითარსი
საპნით მომბანეს პირი.
გულმკერდჩავარდნილებმა.
დახოკილიმჭლემეჭეჭიანი ხელებით
კანი გამომიშრესდამფოთლეს.
დამკოჟრეს ყველგანსადაც დამამწიფდი.
მერე წვირტლიანმკბენარებიან
წათხეს მასხურებდნენ.
შეგილოცავთო.
ძილქუშის პურისმტე გახდებიო.
ძუძუმტე? - წავეტიტინე.
წამიღუვლეს აღკვეცილად.
ძვირად გამოვესყიდე.
წკლატუნით
ყველა ჩემი თვე წაიღეს.
მორჩილებთანბითუმად.
იგრიკაც.
მომავალი სამუადამო
მილულვის დღეებიც.
აგვისტოს გარდა.
განა უბიდან,
ძელმიწურში ნაპოვნი უკუღმა ნეტარების,
ჟამიანი თამასუქების ამოღრანტული,
მწუთხე საბუდარი - ჯიბეებიდან
გაუვარდათ ჩემი მერვე თვე.
ის კუუუუ პა.
ვეღარ მისასტიკეს.
აგვისტომ დაუფუფქათ
მოგუდული ჯვალო.
ამოუწვათ.

დეკემბერი, 2003

No comments:

Post a Comment