რაც ამერიკაში ვარ, ვალენტინობის დღეს სულ ქარი, ყინვა, სუსხი, ჭყაპია და თუ არ თოვს,გადაუღებელად წვიმს. გასაგებია, რატომაც - ზამთარი თავის მოსაჭმელ დროს დროებითასვირინგებს. ამგვარ არაპერმანენტულ "მაკიაჟს" ტატუაჟი ჰქვია. მისი ფანი საბრალო მაიკლჯექსონი იყო. წელიწადის მაინცდამაინც ცივ დროს სიყვარულის "დანიშვნას" არაადეკვატურგადაწყვეტილებად აღვიქვამ და, აი, რატომ: ეს დღე ზაფხულში, ანდა, როგორც მინიმუმ,აპრილის ბოლოს - მაისში მაინც უნდა აღინიშნებოდეს, იმიტომ რომ ბუნების დეპრესიული დროდა გაზაფხულის დასაწყისი თავისი გრძელსახელოებიანი ტანსაცმლითა და გაბერილიქურთუკებით სვირინგზე (ამჯერად ტატუაჟზე, პირსინგსა და სკარიფიკაციაზე არ ვისაუბრებ),როგორც სიყვარულის ისტორიულ-სოციალური, ფერწერულ-ლინგვისტური ანალიზისსასარგებლო კატეგორიაზე დაკვირვების საშუალებას არ იძლევა და იგი, მზის სხივისნაკლებობის გამო, სამყაროსთან კომუნიკაციის თეორიებში მცირედი ინოვაციის შეტანისთვისარც ისე პროდუქტიული სეზონია. გაზაფხულს კიდევ არა უშავს - ჰომრონები კარადისსიღრმეში ქურთუკების მომავალი ცივი სეზონისთვის შენახვასთან ერთად ხალისდებიან.ზაფხულში სხვისი კანის მხატვრობის გენდერული სათვალეებით დაზვერვას, განსაკუთრებითთუ ადამიანი ფერად ტატუში სრულად ზის - არაფერი სჯობს, თუ პირსინგი ნახატსსაგრძნობლად არ ფარავს და დამზერის პროცესში ხელს არ გიშლის. გინდ MOMA -ს(თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი) ესტუმრე და გინდ "ესთეტური სიამოვნება" მანჰეტენზემოსეირნე წელზევით შიშველი, შორტებში გამოწყობილი სვირინგოსანის სასხეულო სავიზიტობარათით მიიღე. იმ განხვავებით, რომ ეს უკანასკნელი თუ გინდა ისე შეაფასო, როგორცკულტუროლოგმა, ობიექტს მთელი დღე უნდა სდიო, პარალელურად მთავარი და დეტალიჩამწერზე ან ქაღალდზე ჩაინიშნო, სურათი-ვიდეო გადაუღო, თანაც ისე, რომ არ შეგნიშნოს,თორემ "მეცნიერული" დაკვირვების პროცესის შესახებ საუბარი პოლიციის განყოფილებაშიმოგიწევს, სადაც ადვოკატის გარეშე მთლად კარგად ვერ გაგიგებენ. რასაკვირველია, ტატუსადამიანი სწორედ იმიტომაც იკეთებს, რომ "ვუაერისტის" ფოკუსში მოხვდეს, მაგრამდაკვირვების ობიექტი იმ დღეს მოდელად ყოფნის სურვილით შესაძლოა, სულაც არ იწვოდეს.ინტრევიუს აღების მცდელობა კი რამდენჯერმე უშედეგოდ დამისრულდა და განმეორებითაღარ მიცდია. ამ ჯერზე "პარტიზანულ" მეთოდს დავჯერდი. რასაკვირველია, წლის ცხელპერიოდში კვლევის ჩატარებას არაფერი გიშლის: კიდეც დავაკვირდი, ჩავინიშნე (გადაღებისიდეა იმთავითვე უკუვაგდე), გამოვიკითხე, მაგრამ სულ სხვაა, როცა თემის "სურნელი" ჰაერშიტრიალებს ანუ როცა სწორედ სიყვარულის დღეს მოსიყვარულე ხალხს: სვირინგიან კაცსა დაუსვირინგო ქალს (ასეთები, ჩემი მოკრძალებული დაკვირვებით, მხოლოდ ყოფილისოციალისტური ბანაკიდან არიან) ან სვირინგიან ქალსა და უსვირინგო კაცს (ასეთებიც უკვეიშვიათობაა), ან სვირინგის მოთაყვანე ჰეტეროებს, ტრანს, ბი და ჰომო მოსიყვარულეებს(სვირინგიანებს თუ უსვირინგოებს) აკვირდები. აღმოვაჩინე, რომ ისინი საუბრის დროსერთმანეთს თვალებში კი არ უყურებენ, არამედ ათასჯერ შეთვალიერებულ, საკუთარ ანვიზავის ტატუს ესაუბრებიან და მზერითა თუ ხელით ამხნევებენ, ეფერებიან, ამაყობენ,უჯავრდებიან. . .
წელს ამერიკაში 15 თებერვალი აქაური კალენდრის მცოცავი გრაფიკით პრეზიდენტის დღე იყოდა ამიტომ იგი ოფიციალურად დასვენების დღედ იწოდება. სახელმწიფო დღესასწაულები კი,როგორც წესი, დიდ SALE -ებს "ემთხვევა". აი, 14 თებერვალი კი ვალენტინობის მყარი დღეა, არცოცავს და ამიტომ იმ დღეს არც ისე დიდი ფასდაკლებებია, რადგან მთავრობა არ გასვენებს დაამიტომ ნიუ-იორკის ქუჩებიც ამ "არამომხმარებლური" დღის გამო არაპიკის საათებშიშედარებით ცარიელია. საერთოდ, სიტყვა "ცარიელი" ამერიკაში ძალიან ფარდობითი ტერმინიადა იგივეს სულაც არ ნიშნავს, რასაც - ჩემს სამშობლოში. გიკვირს, როცა იგებ, რომ თუჰოლივუდის დედა კალიფორნია გაკოტრებულ შტატად ცხადდება, მაშ იქაურ "მადამ ტიუსოსმუზეუმში" საპრეზიდენტო დღესასწაულისთვის ოვალური კაბინეტისა და ბარაკ ობამასფიგურის დადგმაზე 300 000 დოლარს რატომ ხარჯავენ? სტატისტიკით ხომ ამ წყეულირეცესიის დროს სამუზეუმო და სასტუმროს ბიზნესმა ვერაფრით გაიხარა, ხოლო ბარაკსმედიის წყალობით ისედაც 24 საათის განმავლობაში უყურებს ამერიკა და თანაც "ლაივში".რატომ არ დაელოდნენ უკეთეს დროებას? პრეზიდენტის დღე ხომ გაისადაც იქნება. ამ წელს კიჯერ სიყვარულის დღე იყო და მერე - პრეზიდენტის. პრეზიდენტი კიდევ სამი წელი იქნებათავის სავარძელში, აი, სიყვარული კი მის მიმართ საოცრად არასტაბილური აღმოჩნდა. ლამისიმდენივე, რამდენიც მას არჩევამდე მხარს უჭერდა, ახლა მის ხილვას მომავალ საპრეზიდენტოვადისთვის არ მიესალმება. არც 2010-ში და არც მანამდე მანჰეტენზე არც შეყვარებულებისმწყობრი აღლუმი იყო და არც შუშის "გული" დაეშვა ციდან, ძველი და ახალი წლების გამყრელბრჭყვიალა ბურთისდარად. ისე, წელს თაიმს-სქვერზე, ვალენტინობის დღის წინა ღამესყინულის გულების ინსტალაცია დადგეს, რომელიც, სავალენტინოდ გამოსული ხალხისწინაშე, წყლის ცრემლების ღაპაღუპით ნელ-ნელა და საოცრად ელეგანტურად დადნა.
რაც შეეხება სვირინგებს: ჰოლივუდელების, როკ-ენ-როლელებისა და სპორტსმენების ტატუებიისედაც საჯაროა. ამიტომ სპეციალურად დავინტერესდი სახელმწოფო ქმრებისა და ცოლებისისტორიული "ბოდი არტის" შესახებ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი პოლიტიკურ-სვირინგულიინტერესი ვერ დავიკმაყოფილე: ვეძებე, გავიკითხ-გამოვიკითხე, მაგრამ ვერსად ვიპოვეაკადემიური კი არა პოპულარული ნაშრომიც კი პრეზიდენტების, ვიცეების, პირველი ლედებისადა პოლიტიკური ელიტის ტოპ-პერსონების სასვირინგო გატაცებების შესახებ. არადა, როგორისაინტერესო თემა იქნებოდა მათ სახელმწიფო მნიშვნელობის სხეულზე დატანილილოგო-სლოგანების კრიტიკა - ანალიზი? ნეტავ, "ზედ" ამერიკული კონსტიტუციის თუამერიკული ოცნების პუნქტ-თეზისები ხომ არ იქნებოდა ამოტვიფრული? პოლიტიკას თავი რომდავანებოთ, რად ღირს თუმდაც იმის წარმოსახვა, თუ რა სახის სილუეტებს დაიხატავდნენადამი და ევა? არა მგონია, გველი და ვაშლი მათი საფეტიშო ფლორა და ფაუნა გამხდარიყო,ხოლო დროის დიდი აცდენის გამო ბიბლიის პირველი ადამიანების კანზე ვერც ჯეიმს ჰუკს -ინგლისურ ენაში სიტყვა "ტატუს" დამამკვიდრებელს ვიხილავდით. რადგანაც არც"სვირინგომანიის", "სვირინგოფილიის", "სვირინგოფობიის" (თუმცა ტატუდამოკიდებულება,ისევე როგორც სხვა მენტალური დარღვევა, ვფიქრობ, ფსიქიატრიის სფეროსაც განეკუთვნება)სპეციალისტი გახლავართ, სიღრმისეულად ვერც დასავლური და ზოგადად ცივილიზაციის პრედა პოსტმოდერნული საზოგადოების სვირინგულ თავისებურებებში ვერკვევი, ხოლო ათასგვარტატუ ჟურნალებსა და History Channel -ის გადაცემებს სპეციალურად ავარიდე თვალი, რათასამუშაო მასალა არაცივილიზებული აბორიგენივით ხალასად აღმექვა. ამიტომ ზომიერიირონიისა და მეგაპოლისის საველე პირობებში სასიყვარულო ნახატებს არა სპეციალისტის,არამედ დილენტანტის თვალით დავაკვირდი და ჩემთვის არც ისე მოულოდნელი რამაღმოვაჩინე. 9-მილიონიან და უფრო მეტ ვიზიტორიან ნიუ-იორკში გველების, დრაკონების,იეროგლიფების, იან-ინის, ჩონჩხების, ანგელოზების, მოტოციკლების, მათრახების,კრიმინალური, სადო-მაზოხისტური სექსის, მილიტარული, პაციფისტური, სასპორტო,კოსმოსის, რელიგიური სიმბოლიკის (ბუდა, ქრისტე, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჯვრები(ნატა ჩვენს დედაეკლესიას რა აზრი აქვს ამასთან დაკავშირებით?), ღვთისმშობელი მარტო დაჩვილითურთ, "საიდუმლო სერობა" და სხვ.), ჩეგევარას, სალმან რუშდის, ჯოკონდას,ტარანტინოს, ჯიმი ჰენდრიქსის პორტრეტის, სხვადასხვა შრიფტით ამოტვიფრულიაფორიზმების, ჩემთვის უცნობი თარიღების, საკრავი ინსტრუმენტების, 11 სექტემბერსაფეთქებული "ტყუპების", ცხოველებისა და მცენარეების და სხვა სახის "ბოდი არტის"სოციოკულტურულ აღწერას არ შევუდგები. ისიც შევამჩნიე, რომ ორივე სქესის "target" ჯგუფისწევრებს სხეულზე გამოჩენილი მამაკაცების გამოხატვა უფრო ეხალისებოდათ, ვიდრე,მაგალითად, ქალების. ერთხელ მაჰათმა განდის ტატუ გადახოტრილ თავზე დავლანდე -ინდოეთის გამათავისუფლებელი და არაძალადობრივი წინააღმდეგობის სულისჩამდგმელიძალიან უცნაურად გამოიყურებოდა სქელკისერა კაცის მოძრავ კეფაზე. სამწუხაროდ, დედატერეზას ვერსად მივაგენი. ალბათ, ჩემი კვლევის მცირემასშტაბურობის გამო. რახანსაქართველოს ტატურეალობას მოწყვეტილი ვარ, დიდი მადლიერებით მივიღებდი ცნობას,თამარ დედოფლის, დავით აღმაშენებლისა და სხვათა ტატუს შემჩნევისა და საერთოდ,ქართული სვირინგის სოციოდინამიკის შესახებ. აქვე დავძენ, რომ ნიუ-იორკში XXI საუკუნისმესვირიგეებში ჯერჯერობით ვებ-გვერდების მისამართებს, "ფეისბუკებისა" და სხვასოციალური ქსელების ტატუპიარს არ შევხვედრივარ. შევჩერდები მხოლოდ გულებსა დავარდებზე (ტვინს სიყვარულის გამოსახატავად არავინ ასვირინგებს), როგორც სიყვარულისყველაზე მარტივ და ბანალურ ეკრანიზაციებზე. აღმოვაჩინე, რომ სვირინგი რომ სვირინგია,ისიც კი შეიცავს თავის "უნიკალურ" ანდროცენტრულობას. დიდი მცდელობის მიუხედავად,ალბათ, ჩემი სვირინგოსტერეოტიპული აზროვნებისა და სვირინგოფანტაზიის მწვავედეფიციტის გამო სვირინგულ პოეტიკაში რომანტიკულ-სიურრეალისტური ვერაფერიაღმოვაჩინე. სახესა და სხეულის სხვა ნაწილებზე დასვირინგებული პაწაწინა ვარსკვალვების,გულების, საკოცნელად გამზადებული ტუჩებისა და "როლინგების" გადმოგდებული წითელიენის გარდა. შეიძლება ხელს ისიც მიშლის, რომ "ნახატების" დათვალიერებისას ვერ ვიშორებ იმ"დისკომფორტის" მიახლოებით წარმოდგენას, რომელსაც ეს ადამიანები დასვირინგებისასმოთმინებითა და კბილების კრაჭუნით უძლებდნენ. სხვათა შორის, სვირინგობანას ერთხელსიყვარული და "სოციალური ევოლუციის" განცდა კი არა, სიძულვილი და სასამართლოპროცესი მოჰყვა. ამას წინათ ერთი კვირის განმავლობაში CNN -ი ავარსკვლავებულ თინეიჯერგოგონას უჩვენებდა, რომელსაც სახის ერთი ნაწილი ზეციური, ოღონდ შავი ფერისმანათობლებით ჰქონდა მოხატული. აღმოჩნდა, რომ მას სახეზე კოსმოსური ხომალდისდახმარების გარეშე მიუწვდომელი კაბადონის სრულად გადმოტანა სულაც არ ნდომებია,მეტატუირესთვის მხოლოდ ერთი, ჰა, ჰა, ორი ვარსკვლავი შეუკვეთავს, მერე კი ჩასძინებია (?!),ის კი თავისი საქმის ისეთი ფანატი აღმოჩნდა, რომ "მადა ჭამაში მოდის" დარად, ბავშვისსახეზე ვარსკვლავთა ჯარი გამოუხატავს. როცა გოგონას შეყვარებულმა ამგვარი ციურიკორელაცია იხილა, საბრალო საერთოდ მიატოვა, მშობლები კი "მხატვარს" სასამართლოშიუჩივიან და ვარსკვლავების მოშორებისათვის საჭირო პლასტიკური ოპერაციის თანხას სთხოვენ. . .
საქართველოს სასვირინგო ხელოვნება მხოლოდ პრიმიტიული, მწვანე ინიციალებითა და ამეკოლოგიური ფერის გულის კონტურში გარჭობილი ასევე მწვანე ისრით მახსოვს. "ზეკებსა" და"მაგარ ბიჭებს" თავიანთი სხეულისა ტატუენა ჰქონდათ, რომლის წაკითხვა მხოლოდ"რჩეულებს" შეეძლოთ. სსრკ-ის არსებობის დროს, როცა წიგნის გამოწერა რუსეთიდან ძალიანადვილი იყო, ჩამომივიდა კიდეც "ქურდული ენის ლექსიკონი", სადაც კრიმინალურისვირინგების ფარული შინაარსი ზედმიწევნით კარგად იყო გაშიფრული. რადგანაც ყველაზეკრიმინოგენულ უბანში გავიზარდე, მინდოდა მცოდნოდა - ბოლოს და ბოლოს ვინ ვინ იყო.წიგნი ძალიან დამეხმარა. მაგრამ სამხატვრო სვირინგის სუბკულტურა სულ სხვა ხილია.ამერიკულმა, მაგრამ არა ადრე ჟურნალებში (მახსოვს იაპონიის შესახებ დიდ წიგნ - ალბომშიპირველად ვიხილე სრულად დასვირინგებული კაცის სხეული, რომელმაც რომელიღაც მუზეუმსსიცოცხლეშივე მიჰყიდა თავისი კანი, ანუ რომ მოკვდებოდა, კანს გააძრობდნენ და მუზეუმისკედელზე ჩარჩოში ჩამოკიდებდნენ) ნანახმა, არამედ კანზე სასვირინგო-საპირსინგოხელოვნებამ კულტურულ შოკში კი ჩამაგდო, მაგრამ შოკიდან საკმაოდ მალე გამოვედი დამოსიარულე "სარეკლამო ბანერებს" ახლა ოლიმპიური სიმშვიდით ვუყურებ. გამოგიტყდებით,რომ სკარიფიკაციის (სკალპელით, გავარვარებული მეტალითა და კიდევ სხვა ხერხითდეკორატიული ნაჭდევის დადება) შემთხვევებს ჯერ ვერ შევხვდი (ვიცი, რომ პოპ მომღერალმასილიმ სახე სპეციალურად დაინაწიბურა) და თანაც ამ საკითხში გარკვევა საკმაოდ ბევრსირთულეს უკავშირდება, რადგანაც ნაიარევის აუთენტურობაში დასარწმუნებლად მხოლოდვიზუალური კონტაქტი არ კმარა, საჭიროა - ტაქტილურიც. აქ უცნობი ადამიანის სახეზე(სხეულის სხვა ნაწილებზე მიჩერების ჩვევისადმი შედარებით "ტოლერანტული"დამოკიდებულებაა) დიდი ხნით კი არა, ერთი წუთით მიშტერება მარტო ცუდ ტონად კი არა,კრიმინალული მუხლის აკიდების საბაბიც შეიძლება გახდეს, მით უმეტეს - შეხება. აი,ჩაღრმავებული ინტერვიუს გაკეთების საშუალება კი, სამწუხაროდ, ჯერ არაფრით მომეცა.ამიტომაც სხეულის ტატუთი გაკონტროლების თუ უკონტროლობის კოდექსის შესახებმხოლოდ განყენებულად შემიძლია ვისაუბრო. სასვირინგო სალონებში, რომელიც ბლომადაანიუ-იორკის ჩინურ კვარტალში, კერძოდ, "კანალ სთრითზე", ასე ადვილად ამ ინტიმურარტპროცესს არავინ დაგასწრებს. ამჟამად "ტატუს" დადების გულახდილი ოსტატებისმოძიების პროცესში ვარ, რადგან ჩემს მოკრძალებულ კითხვაზე სასხეულო მხატვრობითგართობის საბაბის შესახებ ისეთი პასუხების კოლექცია, როგორიცაა - "მაგარია!", "მომწონს!!", "იმას მოსწონს!!!", "შენ რატომ არ გაქვს?!", "შენი საქმე არაა!!!!" - გენდერული რეფლექსიისთვისაშკარად საკმარისი არაა. ბავშვობაში ჩემს სკოლაში ჩემზე ერთი წლით უმცროსი ყმაწვილისწავლობდა, რომელმაც ფილმ-სერიალის "ანჟელიკას" "ილუზიონში" გამოსვლის შემდეგ ჟოფრეიდე პეირაკივით სახე და სხვა ადგილები დანით თუ სამართებლით დაიჭრა ანუ "დაიშრამა",რათა უფრო სექსაპილურ-ჟოფრეული ყოფილიყი. თანაც ეს ამბავი სქესობრივი მომწიფებისპერიოდში მოუვიდა, ანდა, სავარაუდოდ, სხეულზე ჩატარებული მანიპულაცია სულაცთინეიჯერული პროტესტის ნიშანი იყო. ეს ანჟელიკას ოფიციალური ქმარივით მდიდარს რომვერ გახდიდა, ცხადზე ცხადი იყო. თუმცა ვინ იცის? იგი სკოლის დამთავრების შემდეგმხედველობიდან დავკარგე. ზოგიერთ გოგონას, ეტყობა ანჟელიკად იდენტიფიცირებულებს,ამგვარი ექსტრიმი ძალიანაც მოეწონა. მე კი მეათე კლასის დამთავრებამდე მის დანახვაზეგუნება მიფუჭდებოდა, რადგანაც თვითგამოხატვის უფლების პატივისცემის მიუხედავად,თვითდაზიანებას, სხვისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებას, ხელოვნურ სისხლნაჟღენთებს,სისხლმდენ ნაკვეთ, ნასერ, ნაჩხვლეტ, ცეცხლსასროლ გამჭოლ-გაუმჭოლ ჭრილობებს, არც ახლადა არც მაშინ არანაირად მივესალმებოდი.
შარშან, ზაფხულის სამი ცხელი თვის განმავლობაში, ორდინარული ადამიანების სხეულთაგანშეკრებილ სვირინგებს რუტინულად ვაკვირდებოდი. კვლევის ობიექტთა სიიდან ბუნებრივადამოვარდნენ ორთოდოქსი ებრაელები და ზოგიერთი აღმოსავლური სამყაროსწარმომადგენლები, ასევე ძალიან შავი აფრო-ამერიკელები. არც რასისტი ვარ და არცქსენოფობი. უბრალოდ, მათი ტანსაცმელი და კანის ფერი სასხეულო ბრენდებზე დაკვირვებისანუ მუშაობის პირობებს არ მიქმნიდა. მერე შეგროვილი ემპირიული მასალა როგორადაც არვატრიალე, მაგრამ სტატუსებისა და მნიშვნელობის მიხედვით ვერაფრით დავაწყვე. ალბათ,ჩემი წინასწარგანწყობილი გენდერული სტრატიფიკაციის გამო. კვლევა ასეთივე ბალანსისდაცვით "ჩავიხატე": 52 მესვირინგე - 26 ქალი და 26 კაცი. აღმოჩნდა, რომ ქალთა სვირინგებიმამაკაცებისგან განსხვავებით თავისი ნარატივით ნაკლებადაგრესიულ-ჩონჩხურ-ცეცხლოვან-ბატალური იყო, თუმცა ცეცხლი აქა-იქ მაინც ენთო, მაგრამარა ისეთი, როგორიც - მამაკაცებთან, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით წითლადგიზგიზებდა, თუმცა მაინც პაპა კარლოს ბუხრის ხელოვნური ალის ენების ასოციაციასტოვებდა. ალბათ, მხატვრის არასაკმარისი ოსტატობის გამო. მხოლოდ ორ ქალს ეხატა ბეჭისძვლის ტერიტორიასა და მკლავზე მამაკაცის სახე. ვერავის მივამსგავსე: ვერც ბრედ პიტსა დავერც ბარაკ ობამას. სხეულის სხვა ნაწილები, მათ შორის, აპოლონის "ღირსების" ხაზგასმანამდვილად არ შემინიშნავს. ჩემი ბლიცდაკვირვებით, ქალები მაინც ტოვებდნენ უსვირინგოსაარსებო არეს და ამით მამაკაცებისაგან საკმოდ განსხვავდებოდნენ: კოჭზე შემორტყმულივარდებიანი ჯაჭვი, მკერდზე და კეფაზე სხვადასხვა ფერის პატარა ვარსკვლავები, მზე, გულები,ჯვრები, ღუზები, ქოლგები, ჩიტები, მწერები, ფისუნიები, პაციფისტების რგოლები, ინიციალებიდა ჰა, ჰა, ნაწყვეტები ბიბლიიდან ან All You Need Is Love -იდან. ერთს მხარზე გაცვეთილიეგზისტენციალური კითხვა To Be Or Not To Be - სტაფილოსფრად ამოეტვიფრა. Be გამორჩეულიდიდი ასოებით ჰქონდა და წითელ-ყვითელი გულები ჩაეხატა. ერთის კისერთან დიდი ასოებითThe Bell Jar ეწერა (ნეტავ სილვია პლათის ხათრით?) და ცოტა ქვემოთ პატარა "ფუჟერიც" ეხატა,თავად სასმელიანი ბოთლი კი ვერსად დავლანდე, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტსუპარდონოდ ორჯერ დავარტყი წრე. ასევე შემხვდა "მეცხრე ტალღა" და "ტომი და ჯერი".გულდასაწყვეტია, რომ ნაკლებად - "კონცეპტუალური" სიუჟეტები. ჩემს პერსონალურრეიტინგში ყველაზე ორიგინალური კი გახლდათ ქალი, რომლის ცალ წვივს, მგონი მარცხენას,უკნიდან სიგრძეზე ამშვენებდა You, You, You, You, You, You . .. ზუსტად ვერ დავთვალე -რამდენი You იყო. ამ თვლის გამო კი მეორე წვივს სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე დაამიტომ იგი ისტორიას ვერ შემოვუნახე. თანაც You-ს ასეთი გაფეტიშების მიზეზს მთლადკარგად ვერ ჩავწვდი: ეს იმის მიმანიშნებელი იყო, რომ ეს ქალი მემარცხენეა და მემარჯვენეებსუპირისპირდება (ინტუიციით ვხვდები ცენტრისტს You სად უნდა ჰქონდეს), ამ You-ს გამოაფეხზე რომ დგას და ვერტიკალურად დაიარება თუ სულაც ის (ისინი) ფეხებზე გვარიანადჰკიდია? ასევე არ ვიცი თუ რა ეხატა მას სხეულის სხვა ადგილებში და ეხატა კი საერთოდ? "ობიექტი" ნიუ-იორკის ხალხის მუდმივმოძრავ მასაში მოულოდნელად გაუჩინარდა. ესეც შენსაველე კვლევითი ლაბორატორიის ხარვეზები და შედეგად - ემპირიული მასალის თეთრილაქები.
სხეულის "მოწყობის" ამგვარი ესკიზური მეთოდი მამაკაცების ტერიტორიაზე უცნაურექსტრემალურ, დრამატულ, კარნავალურ და მეტად ფანტასმაგორულ-დემონურ სახეს იღებს.ნახატები უფრო ნოეს-კიდობანური, მასშტაბური, ფერადი, ხანდახან ფარაჯანოვის"სინემა-ფოტოებით", "კარიბის ზღვის მეკობრეებისა" და მესამე მსოფლიო ომის საბრძოლოსულისკვეთებით, ბოსხურ-ეროტიული, საპირისპირო სქესის სილუეტების პიკანტურადგილებზე სტილიზებული იყო, რასაც ვერ ვიტყვი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებზე,რომლებზეც (ამ კონტექსტში სიტყვით "რომელთანაც" ვერ ვარტიკულირებ), უფრო წყნარი და"ჰუმანური" სიუჟეტები გვხვდება. 26 მამაკაცთაგან 70 პროცენტს აქცენტი ქალისრეპროდუქციულ "ნაწილებზე" გაემახვილებინა. თანაც ეს "ტილოები" რატომღაც - ქვედაკიდურებზე იყო დატანილი. ნეტავი, იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც You-ებიან ქალს?ნიუ-იორკის ზაფხულის აბსოლუტურად აუტანელი ტენიანობისა და უჟანგბადობის გამოლამის საცურაო კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცების სვირინგები სტრიპტიზბარისმოსიარულე რეკლამას უფრო ჰგავს, ვიდრე ზღვის ნუდისტური სანაპიროს საინფორმაციობუკლეტს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ "სასოწარკვეთილი", მაგრამ არა მოკრძალებულისულის გამოძახილი "ლარისუ ივანნუ ხაჩუ!" კარგავს თავის საბჭოურ სპეციფიკას,კუთხურობას და მუდმივმოქმედ საერთაშორისო სლოგანად იქცევა. . . ქალთა რეპრეზენტაციისამგვარი ინტერპრეტაციის გადამკიდე "ფლეიბოის" "ქავერ გერლებიც" კი მონაზვნებადმომეჩვენა: პროფილსა და ანფასში მკერდგაღეღილი, პირში ერთ და ორაზროვნადსიგარეტგარჭობილი ქალები, როგორც წესი, ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ეტყობა, მათიმატარებლები ერთი და იგივე ტატუ სალონის კლიენტები არიან. ერთს, მე მგონი, "კამა-სუტრას"ეპიზოდიც ჰქონდა გაპერმანენტებული. ქალის ტიპაჟი ანჯელინა ჯოლის სტილშია,აუცილებლად სქელტუჩიანი. ესეც დროის ქრონოლოგიის კონგრუენტული ანარეკლი, რადგანგრეტა გარბო და მერილინ მონრო არსად შემხვედრია. ამგვარი სამხატვრო ტილოები ექსპრესიისვულგარულ ანაქრონიზმებს უფრო ჰგავდა, ვიდრე თვითდამკვიდრების სურვილს. არადასხეულზე ქალის ამგვარად გადიზაინება დიდი ხანია შოკიმომგვრელი გამოწვევაა აღარაა.მთელი ამ გალერეიდან დამამახსოვრდა თავგადახოტრილი, "ჯეჯგვი" მამაკაცისნატურალიზმი: ქალის თვალები მამაკაცის კერტების ადგილას, ქალის მკერდი ოდნავ ქვემოთ,ხოლო ჭიპზე - ქალის "ფუნქციური" სამკუთხედი. ალბათ, ბარძაყ-წვივებ-ტერფები პატრონისშარვალში "მიედინებოდა". ვთვლი, რომ გვარიანად გამიმართლა, რადგანაც ამდაგვარეგზემპლარს სპეციფიკურ ჟურნალებშიც კი ვერ შეხვდები. ნათქვამია, ვინც ეძიებს, ის ჰპოვებსო.მამაკაცი მუცლის პრესის არსებობით დიდად ვერ დაიკვეხნიდა, ამიტომ "მისი ქალი" უფროპლასტიკური ქირურგის ოცნებას ჰგავდა, ვიდრე - ჰოლივუდზე მეოცნებე "სტარლეტკას".მამაკაცის სხეულის ამ ღია "ტექსტებში" საოსკარო ფავორიტიც ავირჩიე. ისიც არა ნახატის,არამედ ექსპრესიული "სფიჩის" გამო. ეს გახლდათ მეტროს ვაგონში მჯდომი, საშუალო ასაკისმთვლემარე მამაკაცის ლოკალურ-გლობალური ლაკონური სლოგანი. მას მხარსა და წინამხარზეეკლიანი წითელი ვარდებით დახლართული საკმაოდ დიდი ასოებით (სულაც შეიძლებაარაპერმანენტული პასაჟი) დატატუირებული FUCK YOU დაეგვირისტებინა. ჩემი ნება რომყოფილიყო, კონტრაპუნქტად იმ ქალს "დავახვედრებდი", რომელიც თავის წვივზე You, You, You-ების "სარტრისეულ" მნიშვნელობას ატარებდა . . . . ოღონდ ზურგშექცევით, რადგან,როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მას თავისი You - ები წვივის უკანა მხარეს ჰქონდადატექსტმესიჯებული.
***
შარშან საყოველთაო სიყვარულის 14 თებერვალს ნიუ-ჯერსის ჩრდილოეთის ერთ-ერთი პატარაქალაქის კოხტა და სადღესასწაულოდ მოციმციმე გულებით მორთულ მაღაზიასთან ჩემიმეგობარი, 31 წლის ნათია სცემეს, თანაც პარალელურად პოლონურ-ინგლისურად გინებისმრავალსართულიანი წესიც აუგეს. ნათია მანქანიდან გადმოათრიეს, თმებით ითრიეს. არა, იგიასე არც ქმარს და არც ბოროტ ყაჩაღს არ გაუმეტებია. ნათიასაც არაფერი დაუშავებია,უბრალოდ, ქმრის საყვარელმა სცემა. . . . ნათიას თბილისიდან ვიცნობ - წყნარი,გაწონასწორებული, სათნო ადამიანი იყო. 8 წელიწადია ამერიკაშია, ჩამოვიდა, რომსამშობლოში სამი შვილი, და, დისშვილები, ძმა, ძმისშვილები, ქმარი, მისიანები ერჩინა დაკიდევ ნაცნობ-უცნობებსაც დახმარებოდა. . . 5 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა, მამამ სხვაითხოვა და ამიტომ მზრუნველმა ნათესავებმა ნათია ადრე ჩააბარეს პატრონს, ანუ გაათხოვეს. 4 წლის წინათ საკმაო სოლიდური პროცენტიანი ვალის საფასურად საქართველოში თავისმეუღლეს, 40 წლის ნუგზარს ამერიკული ვიზა გაუკეთა, ჩამოიყვანა, ერთად ვიმუშავებთ,შემეხიდებაო, შევეხიდებიო . . . ნუგზარი ჩამოვიდა, მაგრამ არალეგალი მამაკაცისთვისსამსახური ადრეც რთული საშოვნელი იყო, მით უმეტეს - ახლა. თანაც თუ ადამიანი აზიზია,ყველა სამსახურს არ კადრულობს, ამიტომაც უმუშევრობის დრო უსასრულოდ იწელება.სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თვითმფრინავის ტრაპიდანვე მისთვის აშშ-ის სახელმწიფოდეპარტამენტში მუშაობა არავის შეუთავაზებია. ნათიამ ბინა იქირავა, შემხიდებელს ძველიმანქანა უყიდა, თავად მარაზმატიკ მოხუცებთან "ჩაჯდა", კანონიერ გულისწორს მხოლოდგამოსასვლელ დღეს, თვეში ერთხელ ხედავდა და მის დასაქმებას იმედიანად ელოდა. ლოდინისაკმაოდ დიდხანს მოუხდა და იგი მდორედ უიმედობაში გადაეზარდა. ნუგზარსაკლიმატიზაციის პერიოდი გაუხანგრძლივდა, მერე აღმოაჩინა, რომ აქაურობა მის შინაგანმოდუსს არ შეესაბამებოდა, ამერიკას წამდაუწუმ შეუკურთხებდა ხოლმე: არ მოეწონა, მოხუცამერიკელს "ის ადგილი" როგორ ვუწმინდოო, მეათე სართულზე როიალის თრაქვა სადშემიძლიაო, ტუალეტები სუპერმარკეტ Shop- Rite-ში როგორ ვწმინდოო, ვიღაც ოხერს ბუჩქებიროგორ გავუსხლაო, ეს ამერიკა რა ყოფილაო, ნოსტალგიას რა ვუყოო; ქალო, სად ჩამომიყვანეო,მოსდგა და მოსდგა ნათიას და ამ ზემოაღწერილი მიზეზების გამო, ამაყ და ქრონიკულდეპრესიაში ჩავარდა. ნათიამ, აბა მე რა გითხარიო, განა, იმას შეგპირდიო, რომ ბილ გეითსისთანაშემწე ვარ და მას შენზეც ვთხოვ, რაიმე გამოგიძებნოსო. რა, ოჯახად ჩვენი შვილები არითვლებიანო? მაინც არ მუშაობ, შვილებთან მაინც დაბრუნდი, ამერიკა ისედაც არ მოგწონს, ა,ბილეთის ფული და წადიო, ძალიან ძვირი მიჯდები, თანაც შენი ჩამოყვანის ვალიგასასტუმრებელი მაქვსო. ნუგზარი კი ნათიას უცნაურად "შეშინებას" შეუდგა, უშენოდმოვკვდებიო, შენი დედა მტყ-ნო . . . საბრალო ქალს საქართველოში სარჩენი ხალხი ისედაცეყოფოდა, ახლა ახლადგამომცხვარი "ამერიკელი" ქმრის სმა-ჭამა, ბინის ქირის, მობილურისხარჯი, ხოლო თავისთვის - უკვე ძვირიანი ტრანკვილიზატორების შეძენაც დაემატა. ნათიანევროზსა და დეპრესიასთან ბრძოლას მონდომებით შეუდგა. შემოსავალი, რაც 4 წლის წინათჰქონდა, იმაზე ნაკლები აქვს. იმ მოხუცების შვილებმა განუცხადეს: ამ მიზერულ ხელფასს თუარ დათანხმდები, დედ-მამას "მოხუცებულთა სახლში" ჩავაბარებთო და სადაც გინდა, იქწაბრძანდიო. ნათიას ჯოჯოხეთზე მეტად უმუშევრობის ეშინოდა და ამიტომ დათანხმდა.ქმარს ხან უხდიდა შუქისა და გაზის საფასურს, ხანაც - ვერა. ნუგზარი ბობოქრობდა, ნათიატიროდა; ნათია ბობოქრობდა, ნუგზარი იგინებოდა. საქართველოში კი ოჯახში ბობოქრობასრატომღაც მოუმატეს, თანაც ცალ-ცალკე და კოლექტიურად: იგინებოდნენ, მათ შორისწამხედურა არასრულწლოვნებიც, თანაც "უცნაურად" სწორედ მაშინ, როცა დედა ამერიკიდანფულს დროზე ვერ აგზავნიდა. ოჯახის წევრებისთვის ამერიკაში უმუშევრობა არგუმენტადკატეგორიულად არ მიიღებოდა. ნათიამ - ასე სული უპატრონოდ და უღმერთოდ გამძვრებაო,ისევ უნდა ვიმარჯვოო და ამიტომ ნუგზარის უკან, ლეგალურ სამშობლოში გამგზავრებისგეგმების დაწყობა დაიწყო და მეც გამანდო. ნუგზარი კი ამას გრძნობდა და ცოლისსულისკვეთებას მისთვის მისაღები ყველა მეთოდით დემონსტრაციულად გმობდა: ეუბნებოდა, -ნათი, დაფიქრდიო, აბა, მარტო როგორ დაგტოვოო, ხომ მოგენატრები-მომენატრებიო, ასეოჯახი არ დაგვენგრესო, შვილებს ორივე მშობელი ხომ უნდათო, კაცი ვარ, ბოლოს და ბოლოს,იმას ხომ ვერ წავიჭრიო, ტვინი დაატანე, ქალოო, რას მიქარავო, შენ გიჟი ხომ არა ხარო, შენიდედა მტყ-ნო!!! და თანაც არა მამა-პაპურადო. . . ბოლოსკენ "აკრეშენდოებდა" სულით"მელანქოლიკი" კაცი. ნათია ტიროდა, აბა, მე თუ წავიჭერ-ამოვიქოლე, შენზე ნაკლები ვარო?ისედაც თვეში ერთხელ ვხედავთ ერთმანეთს, ოჯახისთვის ყველაფერი დავთმე, შენ თუ გაქვსლიბიდო, მეც - არანაკლებიო! ქალო, შენ რა ბოზივით ლაპარაკობო, ე, მანდ რაიმეს ხომ არეშმაკობდიო, რაც ამერიკაში წამოხვედი, სულ შეიცვალეო! მერე ნათიამ ნელ-ნელა ნუგზარისგინებაც დაიწყო, თანაც საერთაშორისო ენის "დიალექტზე" და, მგონი, გაუსწრო კიდეც. შენქალი ხარ და მე კაციო, არგუმენტირებდა ნუგზარი, განსხვავებას ვერ ხედავო, შენი დედაერთხელ და სამუდამოდ მტყ-ნო! მკვდარ დედას ნუ მიტრიალებ საფლავშიო, შენი დედა, მამა,ყველა წინაპარი უკლებლივო და ყველა შენი ახლანდელი და დასაგეგმიმამიდაშვილ-ბიძაშვილი მტყ-ნო, არ ეპუებოდა ნათია. თვეში 29-30 დღე ნათიას ბალანსზემჯდომი ორი ტელეფონი ცხარე და უცენზურო კამათის მოწმე გახლდათ, თუმცა მერე, ნათიასგამოსავლელი დღის მოახლოებისკენ ხმაში "პიანო" ნოტებიც ისმოდა. ერთი სიტყვით, თვეშიერთი დღე ქართული ვალენტინობა ჰქონდათ ანუ მოკლე დროით შერიგდებოდნენ. ამ"დაუსრულებელი რომანისთვის" ერთ დროს ქმარს ჩაბარებული ქალიშვილობა, სამი საერთოშვილი და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა დიდი, "გაბოლდებული" და სამუდამოდდასვირინგებული თვითკმარი არგუმენტი აღმოჩნდა. ჰოდა, მორიგი შერიგება 2009 წლის 14თებერვალს დაემთხვა. ნუგზარი ცოლისთვის ცოლის მიერვე ნაყიდი მანქანით, საწვავით, არვიცი, პრეზიდენტის თუ შობის დღის "სეილზე" ნაყიდი შარვალ-კოსტუმით, ნათიას მიერჯიბეში, "შეუმჩნევლად ჩაკუჭული" ფულით სუვენირების მაღაზიას "სიურპრიზის" საყიდლადმიადგა: საღამო "რომანტიკული" პიცერიითა და თანხვედრილი ლიბიდოს დაკმაყოფილებითდასრულებას მოასწავებდა. ოდნავ გახალისებული ნათია მანქანაში ქმარს ელოდებოდა,რომელიღაც FM -ზე My Funny Valentines უსმენდა, თან ღიღინებდა, როცა მის მხარეს, მინაზეუცნობმა ქალბატონმა დაუკაკუნა: ნათიამაც კარი ღიმილით გააღო, უცებ თვალებს შუაძლიერი დარტყმა იგრძნო და ძირს, თოვლში, მანქანის ბორბლებთან აღმოჩნდა. უცნობი ქალიუმოწყალოდ სცემდა და თან რაღაცას გაჰკიოდა. გააშველეს, წამოაყენეს, თოვლი ჩამოფერთხეს,თმები გაუსწორეს, ბაფთიანი საჩუქრითა და ყვავილებით ხელში გამოვარდნილი ნუგზარისდაჟინებული თხოვნით პოლიციას არავინ გამოუძახა, შეიძლება კიდეც გამოუძახეს, მაგრამრადგანაც სამივენი არალეგალები გახლდნენ და ამის გამო პოლიციის ცეცხლზე მეტადეშინოდათ, მდედრობითი სქესის მოძალადეცა და მსხვერპლიც მამრობითი სქესისგამზავებლის შეთავაზებით უცებ შეთქმულებივით მანქანაში ჩახტნენ და დანაშაულისადგილს კოსმოსური სიჩქარით გაერიდნენ. საქმე (დეტალებითა და წარმოთქმული ტყ-ტყ-ებისრაოდენობის დაკონკრეტებით თავს არ შეგაწყენთ) მანქანაშივე გაირკვა, უფრო სწორედ -გაირჩა. ნუგზარის მიერ ნაყიდი საჩუქარი კი, მგონი, დღემდე ავტომობილის სალონში აგდია. 14თებერვალი ვისღა ახსოვდა, ალბათ, არც მარტისთვის "ქალების" დღეები - სამი და რვა მარტი -და არც მამაკაცის საერთაშორისო დღე - 19 ნოემბერი. საქმე ის ყოფილა, რომ ნუგზარმა ღრმადეპრესიისგან განკურნება ტაქტიკურად, მაგრამ არა სტრატეგიულად დაიწყო: შემხიდებელსდრო ტყუილად არ დაუკარგავს, ინგლისურისა და მით უმეტეს, პოლონურის არცოდნამ,ეტყობა მის "მჭერმეტყველებას" უფრო მეტი შიკი და მაგნიტიზმი შესძინა (არ ვიცი აქვს თუ არამას რაიმე სექსაპილური სვირინგი), ჰოდა, ცოლის მიერ "გადმოგდებული" ჯიბის ფულისდასახარჯად ნიუ-ჯერსის ერთ-ერთი ქალაქის მაღაზიებს ზვერავდა. ვარშაველი ქალბატონიცამ დროს გაუცვნია. ქალიც მოხიბლულა, კაციც მოხიბლულა, თანაც ნუგზარს დაუმატებია:მარტოსული ვარო, სიყვარული და სითბო მენატრებაო, უპატრონო და მიუსაფარი ბეღურა ვარო,თანაც უცოლოო, მანქანაში მძინავსო, ვერ ვიბან, ვერ ვჭამ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებითთავისუფლებით ვერ ვტკბებიო. ჰოდა, ამ ქალსაც კუპიდონის ისარზე მოფრენილი ქართველიშეუკედლებია. ნუგზარი მხოლოდ ხანდახან შეირბენდა იმ ნაქირავებ "კონსპირაციულ" ბინაში,ნათია სიმწრით რომ ინარჩუნებდა. შეირბენდა, ისე, ფორმალურად, ყოველი შემთხვევისთვის.აბა, ნუგზარი-ალფონსი ცოლს სიმართლეს ხომ არ გაუმხელდა ანდა ანას კანონიერი უღლისარსებობის შესახებ ხომ არ "დაუმესიჯებდა"? ქართველი ცოლის გამოსასვლელ დღეს კი,ნუგზარი ამჯერად პოლონელ ანას, რომელიც ნათიას მიერ გაღებულ ჯიბის ფულთანშედარებით უფრო გულუხვი ქალი აღმოჩნდა, ღალატობდა, ოღონდ მხოლოდ თვეში ერთხელანუ სულ რაღაც 24-საათიან კანონიერ "მორიგეობას" უბრუნდებოდა. ანას კი ერთდღიანისამსახურის უეცარი და იღბლიანი გამოჩენის შესახებ უამბობდა. ჰოდა, იმ საყოველთაოსიყვარულის 14 თებერვალს ანას თავისი გულისსწორის მანქანაც დაუნახავს, შიგ მჯომიგამოპრანჭული უცნობი ქალიც, რომელიც კარგ გუნებაზე მყოფის შთაბეჭდილებას ტოვებდა.შემდგომ კი ის ეჭვიანობის სცენა გათამაშდა, ზემოთ რომ მოგითხრეთ. რქებდადგმული ანამუშტი-კრივის მოყვარული აღმოჩნდა, ნათია კი მხოლოდ გინებაში დასპეცდა. ასევეგასათვალისწინებელია თავდასხმის მოულოდნელობის ფაქტორიც. იმ სცენარის შესახებ,რომელიც იმ ღამეს, იმ მანქანაში გათამაშდა, ვეჭვობ, ნათია სრულ სიმართლეს ამბობდეს და,ალბათ, ჯერჯერობით დუმილის უფლებას ინარჩუნებს. კარგად მესმის, რომ საკითხი მარტოჩინელების სილამაზის იაფიან სალონში 10 დოლარად საგანგებოდ სიყვარულის დღისთვისდალაგებული ვარცხნილობის "დანგრევაში" არაა. ნათია 15 თებერვალს სამსახურებრივმწყობრში უნივერსალური ჯარისკაცივით ჩადგა, სახეზე სისხლნაჟღენთებიც თანდათანყინულის მეშვეობით გაეწოვა. ნათიას "არაჯარისკაცობის" ალტერნატივა არა აქვს. სამაგიეროდ,მისმა წლევანდელმა ვალენტინობის დღემ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ჰო, კიდევ ერთი მცირე,ოღონდ ნათიასთვის მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ფინანსურ ჟურნალ "Forbes"-ისფურცლებზე ვერანაირად მოხვდება. ნათია ცოტა ხნით ადრე ქმრის აშშ-ში ჩამოყვანის ვალსძლივს "მორჩა" და კიდევ: ნათიას შემოსავალმა შარშან ვალენტინობის დღის სწორს ბინისქირის ტოლფასი თანხით მოიმატა, ხოლო მანქანა "მისი" ბებია-ბაბუის სახლის ეზოში დგას.ინდივიდუალური სატრანსპორტო საშუალება ნათიას არ სჭირდება, არც ეყიდება, უსაწვავოდკი იგი ადგილიდან არ იძვრის. ამ მანქანის სალონში გამართული "წმინდა ვალენტინობის"დასასრულის შესახებ კი, როცა საჭიროდ ჩათვლის, მაშინ მიამბობს.
***
გაზეთმა The Washington Post მასშტაბური სოციოლოგიური გამოკითხვის (18-დან 64 წლისასაკის 60 000 ადამიანი) შედეგები გამოაქვეყნა: ყველაზე დეპრესიული მომვლელისა და ძიძისპროფესია აღმოჩნდა; მეორე ადგილზე საზკვების სისტემის, ხოლო მესამეზე - სოციალური დაჯანდაცვის სხვა სფეროთა წარმომადგენლების საქმიანობა გავიდა. 2009 წლის მიწურულსჟურნალმა Forbes გლობალური ტრენდების ანალიზი გაგვაცნო და მომავალი 10 წლის ყველაზესაჭირო პროფესიებად ჭკვიანი ჯარისკაცობა და მესასთუმლეობა დაასახელა. ალბათ, ესუკანასკნელი ომსა და ტერაქტებში საზრიანი თუ არც ისე საზრიანი, ფიზიკურად თუფსიქიკურად დაჭრილი მებრძოლების მოვლასაც მოიცავს, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია.ფინანსურ გამოცემას ამაზე არაფერი უწერია. [pagebreak}
***
45 წლის გიული, 12 წელია, ამერიკაშია. პროფესიით არქიტექტორმა, ინგლისურის უცოდინარმაოკეანისგადაღმა "კარიერა" ჯერ ძიძად, მერე კი მოხუცის მომვლელად განაგრძო: შეურცხყოფა,ქუჩაში გაგდება, შიმშილი. . . 4 დღე ნიუ-იორკის მეტროს თბილ ვაგონებში ცხოვრობდა. მაგრამისევ გულმოწყალე ქართველების გამოისობით, ოდესღაც სახლების დამპროექტებელი,ნიუ-იორკის ბომჟების თემს მაინც არ შეემატა. სანამ ნაცნობ-უცნობი ხალხი დატრიალდებოდადა რაიმე სახის სამსახურის ძებნას დაიწყებდა, ჩვენი სრულწლოვანი "ოლივერ ტვისტი" ჩუმადნაცნობის ნაცნობმა "თავისი" მოხუცის ავტოფარეხში შეიკედლა. გიულის 2 ძაღლთან დაძაღლებთან უცნაურად დამეგობრებულ ორ კატასთან ერთად ეძინა, ცხოველის ბეწვებისგანატეხილ ალერგიულ ცემინებას კი დიდი ბალიშით ახშობდა. უკაცრავად ნატურალისტურიდეტალისთვის, მაგრამ ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს ტუალეტში კი არა, რომელიც სახლისპატრონების საძინებლის პირდაპირ იყო, არამედ ცელოფნის პარკებში იკმაყოფილებდა და მერეღამე, როცა ამისთვის შესაფერისი დრო დადგებოდა, გარეთ, სანაგვეში ჰყრიდა. ცხოველებიპირველ სამ დღეს ნერვიულად ყეფდნენ-კნაოდნენ, პატრონების გაკვირვებასაც იწვევდნენ,მაგრამ მერე გიულის დაუმეგობრდნენ და "ზოოკლუბში" სტუმართმოყვარულად მიიღეს.გულმოწყალე ქართველ მასპინძელს კი საკვები ცხოველებისთვის ღიად და გიულისთვისფარულად მიჰქონდა. როცა ქალს სამსახური გამოუჩნდა, იგი ძაღლის ხუხულას ყოველგვარისინანულის გარეშე დაემშვიდობა (შესაძლებელია დროებითაც), სახლის პატრონები კიმადლობისა და დამშვიდობების გარეშე დატოვა. იმათ კი უკვირდათ, უმცროსი ძმები ასესანანულით რატომ ყმუიანო, განსაკუთღებით ღამღამობითო. სამაგიეროდ, გიულიმსაქართველოში ოჯახი დააპურა, ორ შვილს ასწავლა, ბინები უყიდა, გაურემონტა, ქმარსდაბადების დღეზე სანატრელი "ტოიოტა" უსახსოვრა და ანტალიაში გაუშვა. საყველპუროინგლისურზე მეტიც ისწავლა და თავის სამსახურში დილაობით "ოჯახში" მოსულ ცინცხალ"ნიუ-იორკ თაიმსსაც" პირველი ეცნობოდა. შარშან უფროს ბიჭს ქორწილი გადაუხადა,თაფლობის თვეს ვენეციაში გაუშვა. სურათები რომ ჩამოუვიდა, იმ დღეს პირველად თავისცხოვრებაში ჯერ ასთმური შეტევა, მერე კი ისტერიული გულყრა დაემართა. უფროსი შვილი 10წლის ასაკში დატოვა, ახლა სურათზე 22 წლის "ვირი" თავის თანაკურსელ გოგონას ეხუტებოდა. . . საქორწინო კაბა რძალს თავად შეურჩია და ამერიკიდან გაუგზავნა. . . იფიქრა, შვილიშვილისსურათი რომ ჩამომივა, კიდევ ერთ კრუნჩხვას ვერ გავუძლებო, არავისთვის არაფერი უთქვამს,მოხვია თავის ორ ჩემოდანს ხელი (მეტი არც შეუმატებია), სიურპრიზისგან თავისიანებისგახარებულ სახეებს წინასწარ აგემოვნებდა და ამ განცდით თბილისში გადაფრინდა, თანაცთვითმფრინავის ილუმინატორიდან ამერიკას სამუდამოდ, უსიტყვოდ ემშვიდობებოდა.საკუთარი სახლის კარი "გაბერილმა", რვა თვის ფეხმძიმე ქალმა გაუღო. გიულიმ მასში ვერცთავისი რძალი იცნო (მომავალი შვილიშვილის შესახებ არაფერი აცნობეს), ვერც ნათესავი დავერც მეზობელი. მოსალოგინებლად გამზადებული ქალი მისი ქმრის "ცოლი" აღმოჩნდა. . .თურმე ყველამ ყველაფერი იცოდა, შვილების ჩათვლით, მაგრამ ოჯახური ტაქტიკა დუმილსმოითხოვდა: სიმართლე რომ ვუთხრათ, ამის გამო ამერიკელი "როკფელერი" არ გაგვინაწყენდეს,ფულის გამოგზავნა არ შეწყვიტოსო ანდა მთლად უარესი - ფეხი არ დაკრას და საქმისგასარჩევად თავზე არ დაგვადგესო. ყველამ - იმ მეგობრებმაც კი, რომელთა შვილებს სწავლისფულს უხდიდა, მწარე სიმართლე, პოლიშინელის საიდუმლო არ გაუმხილეს. ბოლო 20 წლისგანმავლობაში უმუშევარმა კაცმა ახალი მეუღლე გიულის ხარჯზე მოიყვანა: ყველაფერიწესისამებრ იყო: ნიშნობის სამკაულები, პატარა სუფრა, საქორწინო მოგზაურობაც ანტალიაში;ოფიციალური მმაჩის ბიუროსა და ჯვრისწერის გარდა. . . შვილები, ეტყობა, წინააღმდეგნი არიყვნენ, დედას ახალი დედმამიშვილი საქორწინო ასაკამდე ერჩინა. გიულის ეს არ აკმარეს დასაყვედურიც განუცხადეს: თუ თბილისში დაბრუნებას აპირებდი, წინასწარ რატომ არგვაცნობეო?! . . .
***
37 წლის ანა 12 წელია ამერიკაში. სავარდო და სამაისო ქუთაისის ცენტრიდან დაშორებულკორპუსში მეათე სართულზე ოროთახიან ბინაში ერთად ვერაფრით თავსდებოდნენ: ანას დედა,მამა, მამიდა, ქმარი და სამი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა დაბადების თვე - აგვისტო"უცნაურად" კონსტანტური გახდა. საქმე ისაა, რომ ზაფხულისა და შემოდგომისდადგომისთანავე ქმრის ნათესავები სოფლიდან ხილისა და სხვა ჭირნახულის გასაყიდადქალაქს პორცია-პორციობით აკითხავდნენ და ანას სამზითვო ბინაში ჩერდებოდნენ. აბა,სასტუმროში ხომ არ დაიდებდნენ დროებით ბინას, როცა ახლობელს თავშესაფარი "გოროდში"ჰქონდა? ასე რომ, ანასა და მისი გულისსწორი დავითისთვის, ამერიკულ ვალენტინობისთებერვლის დღეს ვინ ჩივის, შეწყვეტილი თაფლობის თვე მხოლოდ ნათესავ-ნაცნობების უკან,სოფელში გამგზავრების შემდეგ, სექტემბერში გრძელდებოდა. ამიტომაც ბავშვები ნოემბრიდანზუსტად მეცხრე თვეს ჩნდებოდნენ. ოჯახი ახლო და შორებელი, მადლიერი ხალხის შემდეგსეზონამდე დამშვიდობების ფონზე ნატურით დატოვებული პროდუქტით - ხილითა დაჩურჩხელებით - მხოლოდ ერთ კვირას ძლებდა. მერე კი იწყებოდა ამ არსებობის არაარსებობისპირობებში ფიზიკური გადარჩენისთვის გამომფიტავი ბრძოლა. დილა ანასგან ოჯახის წევრებისმიერ ჯიბისა და სხვა სახარჯი ფულის მოთხოვნით იწყებოდა. ანამ რაღაც უნდა მოვიმოქმედოოდა ამხანაგის რჩევით აშშ-ის ვიზის აღების ნიუანსებში გარკვევა დაიწყო: ბინა "ჩადო", ცოტაფული ისესხა და "დიდ აბრეშუმის გზას" - ოღონდ ამერიკისკენ მიმავალს - დაადგა.ჯოჯოხეთის ყველა წრისა და სპირალების გავლის შემდეგ თბილისში შავი კარკასი იყიდა(ქუთაისის ბინა გაყიდა), დედის სახელზე გააფორმა; ხოლო მეორე, დიდუბეში ნაყიდი, ქმრისსახელზე გააფორმა - გაარემონტა, მოაწყო, ყველას უპატრონა, ქმარს მანქანა უყიდა და შავიკარკასის გათეთრებაზე, მოწყობაზე დაიწყო ზრუნვა და თან ბჭობდა: ერთში ვიცხოვრებთ,მეორეს - გავაქირავებთო, ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის ხელს რაღა შეგვიშლისო?ღმერთის სიცილმა კი ძალიან შეუსაბამო დროს მოუსწრო: 5 წლის წინ, ახალი წლის ღამეს, 31დეკემბერს ანას ამერიკაში აკივლებულმა და ატირებულმა დედამისმა დაურეკა. დავითსცოლისიანები თავისივე შვილებთან ერთად გარეთ გამოუყრია და ხიზნები, იმ დროს, მთელიმსოფლიო საახალწლოდ რომ შამპანურებით ბათქა-ბუთქობდა, ანას მეგობარს მეფეხურად დათოვლის ბაბუასდარად კი არა, თავშესაფრისთვის მიადგნენ. თურმე ქმარს ბინა 70 000დოლარად გაუყიდია. . . ანამ არ აპატია, ამერიკიდან საქართველოში ადვოკატი აიყვანა,თაღლითი კაცი დაიჭირეს და ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვეს. დავით ბატონმა სადღამაქვსო, ნაწილი მომპარესო და ნაწილი ვისაც ვასესხე, ის კაცი ჩემზე უფრო დიდი თაღლითიაღმოჩნდა და რა ვქნაო!? ფულის უკან ანუ ცოლ-შვილისთვის დაბრუნებას ციხეში ჩაჯდომაამჯობინა. ამბობენ 3 თუ 5 წელი მოიხადაო, თუმცა ამ დროს "თავისი" დოლარები კარგადდააბანდა, საკნიდან გამოვიდა, ცოლიც ითხოვაო, ახალ ბედს ეწიაო. . . ანა კი დღემდეამერიკაშია და შავად დარჩენილი კარკასის გათეთრებითა და გაევრორემონტებითაადაკავებული . . .
***
ირინა 42-ის იყო, ნიუ-იორკის კენედის სახელობის აეროპორტში რომ დაეშვა. გაცრეცილიქურთუკით, უკბილო პირით, კაპიკ-კაპიკ, უფრო სწორედ თეთრ-თეთრ თუ ცენტ-ცენტაკრებილი 500 დოლარითა და შეშინებული თვალებით. 49 წლის ასაკამდე "სტახანოველივით"იმუშავა. 8 წელი ერთ "ოფისში" ანუ ერთ ოჯახში! - არალეგალის ამგვარი სამუშაო სტაჟიგინესის რეკორდის ტოლფასია. თუმცა არცაა გასაკვირი. მოხუცებს "მავნე ჩვევა" აქვთ -წამდაუწუმ კვდებიან. ბავშვების ძიძობის ხელობა კი სტაბილურობით გამოირჩევა: თუმცაერთიათად დამღლელი და საპასუხისმგებლოა. ამ ხნის განმავლობაში ორ ბავშვს ისე უვლიდა,საკუთარისთვის არ მოუვლია, მგონი. . . შეუყვარდა პატარები, ისინიც სიყვარულითპასუხობდნენ: დაბადების დღეზე პლუშის დათუნიებსა და კურდღლებს ჩუქნიდნენ. მერეროცა გაუშინაურდნენ, ირინას ძიძობის გარდა დიდი სახლის დალაგება, ძაღლის გასეირნება,საცურაო აუზის გაწმენდა და კერძების მომზადებაც დაავალეს. როცა ბავშვების დედასტყუპები შეეძინა, ხელფასი არ მოუმატეს, უბრალოდ, "ხელის წასაკრავად" პატარების 87 წლისბებო დაახმარეს. დამხმარე იქით მოსავლელი იყო. მაგრამ ირინას ხმა არ ამოუღია. ძალიანიღლებოდა, მაგრამ მიზანი ღირდა ამად. საქართველოში დარჩენილი ქმრის 40 000-იანი ვალისნაწილ-ნაწილ გადახდას ძლივს მორჩა და ახლა მის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპიიწყებოდა - ბინის კარკასის შეძენა - თანაც ვაკეში! "ბარემ" აქ ვარო! თვიდან თვემდე ხანიატაკის, ხანაც რკინის კარის, ხანაც სამზარეულოსთვის ხეში ჩასასმელი კარადებისთვის, ხანაცსაძილე გარნიტურისთვის ფულს აგზავნიდა. მერე ქმარს - ბრმა ნაწლავის, ძმას - მენისკის, დას- საშვილოსნოს, ბიძაშვილს - პროსტატის ოპერაცია დაუფინანსა. ისე კი გაუკვირდა, ასეერთბაშად ყველა რამ გახადათ ავადო, მაგრამ ეჭვი არაფერში შეჰპარვია. კომპიუტერიჯადოსნური სკაიპით არ ჰქონდა, რომ "ლაივ" დარწმუნებულიყო თავისი ნავსაყუდელისგალამაზების პროგრესსა თუ ნაოპერაციების ნაწიბურების ნატურალურობაში. ოჯახის წევრებიკი ნაირ-ნაირ სურათებს - სიმწრით ნაშოვნი ფულის საიმედო დაბანდების დოკუმენტაციასგულმოდგინედ უგზავნიდნენ. ირინას უხაროდა, "ცხოვრებაში წინ წავიწიე", ახლა დროა ჩემსთავსაც მივხედოო: იოგასა და სხვა სახის ვარჯიშების წიგნი იყიდა და თავის საძილე ოთახში,სადაც ოთხი ბავშვის ე.წ. "ბეიბი მონიტორები" დაუდგეს (ასეთივე "რადიო" პატარებს თავიანთოთახებშიც ედგათ. ამ სასმენი ინსტრუმენტის საშუალებით ძიძას მთელი ღამე მათი სუნთქვაუნდა გაეკონტროლებინა ანუ, ფაქტობრივად, მთელი ღამე არ უნდა დაეძინა) ფიზიკურგაკაჟებას შეუდგა. ერთ მისთვის არც ისე მშვენიერ, მაგრამ მთელი ამერიკისთვის საყვარელდღეს - მადლიერების დღესასწაულს - ოჯახი სუფრასთან შეიკრიბა, ირინა მის მიერ შებრაწულინდაურსა და სხვა კერძებს აწყობდა და თანაც თავისას ფიქრობდა: როგორ გაალამაზებდასადღესასწაულო მაგიდას თავის ახალ ქართულ სახლში, რა ოხშივარი აუვიდოდა ოდესღაც შავკარკასად წოდებული ფართის სასამზარეულო "ნაჭერს", რომელი კარადიდან გამოიღებდასატყემლესა და რომლიდან - საშაქრეს. ამ ფიქრებში რომ იყო, ყური მოჰკრა, რომ ოჯახისმთავარი წევრები წონასა და ფიზიკური ვარჯიშის ურთიერთმიმართებაზე საუბრობდნენ. ესორდინარული თემა არც გახდებოდა ირინასთვის აგრერიგად მტკივნეული, მით უმეტეს ჭარბწონას არასოდეს უჩიოდა, რომ არა ოჯახის შეზარხოშებული თავკაცის რეპლიკა იმის თაობაზე,რომ "ჩვენს ირინას იოგა ჰყვარებიაო". . . არადა, ქალს ამ ვარჯიშების შესახებ არავისთვისგაუმხელია, არც ინგლისურენოვანი დღიური უწარმოებია, ვინმე ტუტუცს რომ წაეკითხა.გაუკვირდა, საიდან იცით, მე ხომ "ჩემს" საძინებელში ვვარჯიშობო!? სამარისებული სიჩუმეჩამოვარდა. . . ბოლოს ბავშვების დედამ შეიტანა სიცხადე: "ირინა, უნდა გაგვიგოო. გენდობითდა პატივს გცემთო, მაგრამ . . . ყველგან სახლში ფარული ვიდეოკამერა გვაქვსდამონტაჟებული, მათ შორის შენს საძილინებელშიცო. უფრო მშვიდად გვძინავს, როცა ვიცითრომ "ბეიბი მონიტორს" არ თიშავ და ჩვენი შვილების სუნთქვას ღამეც უსმენო, ანუ როცა შენცარ გძინავსო". ირინა უსიტყვოდ ადგა, თავის ოთახში შევიდა და ბარგის ჩალაგება დაიწყო.თუმცა მეორე ჩემოდნის გავსების პროცესში უცებ "გაახსენდა", რომ ამ ცივი და ბნელი ნოემბრისსადღესასწაულო საღამოს წასასვლელი არსად ჰქონდა. . . ამ დროს ბავშვებიც შემოცვივდნენტირილ-ტირილით, მათი დედაც შეიტუზა ბოდიშის მოსახდელად. ირინა დარჩა იმ ოჯახში,თანაც მხოლოდ გარკვეულ პირობებზე, რომელიც თავად "მოთვალთვალეებმა" შესთავაზეს:გამოსასვლელი დღეები ორით გაუზარდეს და ირინას კბილების გასაკეთებელი ფული აჩუქეს.როცა ბავშვების დედას კვლავ დაეტყო, რომ ოჯახს ისევ მიემატებოდა ჩვილი წევრი, ირინამკმარაო! ბილეთი იყიდა და გაკეთებული კბილებითა და საგანგებოდ ნაყიდი ახალი პალტოთისახლში გაემგზავრა. თუმცა ჯობდა არსად წასულიყო. სახლში არც საძინებელი გარნიტურიდახვდა და არც ფანჯრებზე ჩამოკიდებული ბერძნული ფარდები. შენი გამოგზავნილი ფულიარ გვყოფნიდაო - განუცხადეს მისიანებმა. მაშ, სურათები საიდანო, რანაირადო? - შოკის გამოჯერ ჩურჩულებდა ირინა, მერე კი - კიოდა. იმისთვის გიგზავნიდით, დედავ და ცოლო, რომძალიან არ გენერვიულაო. - პასუხობდნენ. - ვისი იყო ეს ფოტოებიო? - უკვე ინდიფერენტულადკითხულობდა ირინა. - საიდანო და, - მიუგო უფროსმა ქალიშვილმა, - ჩემი დაქალის დედაასაბერძნეთში, იმანაც გაარემონტა ვაკის ბინა და იქიდანო, იქ გადავიღეთო -. მტკნარი სიცრუეაღმოჩნდა ოპერაციების სიაც - მენისკის გამოკლებით. ვერავინ აუხსნა, ვერავინ დაუსაბუთა,არავინ აწარმოებდა "საკანცელარიო ჟურნალს" - სად მიდიოდა ირინას აკურატულადგაგზავნილი ფული. პირველი და უკანასკნელი არგუმენტი გახლდათ - თბილისი ძვირიქალაქიაო. . . ჩამოსვლიდან მეათე დღეს ირინა გარდაიცვალა. ჩუმად, ძილში გაიპარა. თავისიავადმყოფობით არავინ შეუწუხებია. დიაგნოზი - ინსულტი. დაუსაფლავებელი არდაუტოვებიათ - ქართულ მიწას ამერიკულ კბილებთან ერთად მიაბარეს, ორმოციც დაწლისთავიც გადაუხადეს. . . და აღდგომას წითელი კვერცხიც გაუგორეს. რასაკვირველია,ირინას "ფონდის" ანგარიშიდან. . .
***
13 წლის წინ ანუ 2001-ის სექტემბრამდე, როცა აშშ-ში მოხვედრა შედარებით ადვილი იყო,სამხატვროაკადემიადამთავრებულ, 30 წლის თინას თავისუფლების ქანდაკების ქვეყანაშიოფიციალურად არავინ იწვევდა. არც ერთი უნივერსიტეტი და საერთაშორისო ორგანიზაცია.ამიტომ მოქმედება "შუამავალის" მეშვეობით დაიწყო და ასე აღმოჩნდა სანკტ-პეტერბურგში. . . გარკვეული ანაზღაურების საფასურად კი დაჰპირდნენ, რომ რუსეთიდან პირდაპირნიუ-იორკში მოხვდებოდა, მაგრამ თინას ეს ეფემერული რუსი შუამავალი აეროპორტში"რატომღაც" არ დახვდა. ფული აიღო, მაგრამ პირობა არ შეასრულა. პეტრე დიდის ქალაქამდე კიჩავიდა, მაგრამ უკან დაბრუნება აზრადაც არ გაუვლია, რადგანაც ეს შიმშილით სიკვდილისტოლფასი გახლდათ. ამიტომ უკიდეგანო რუსეთში ახლობლის ყვავი-ჩხიკვის მამიდას დაადგათავზე და ერთი თვის თავზე მაინც მოახერხა აღთქმული დასავლეთისკენ გეზის აღება, ოღონდ"მცირედი" კორექტივით. მთლად "დიდი ვაშლის" ქალაქისკენ არა. . . თინა გვატემალაშიაღმოჩნდა, სადაც საემიგრაციო ბანაკში 6 თვე დაჰყო, იქიდან მექსიკაში აღმოჩნდა, სადაცასეთსავე ბანაკში ასევე 6 თვე დაჰყო და მერე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებითტეხასის ციხეშიც ამოჰყო თავი. იქაური სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ჯარიმას - 19ათასს თუ არ გადაიხდიდა, მაშინ მას დაუყოვნებლივ მშობლიურ საქართველოში აბრუნებდნენანუ ადეპორტებდნენ. ამერიკაში თინას ერთადერთი საკონტაქტო პირი საქართველოშიდარჩენილი რიგით პირველი მეუღლის ექსსაყვარელი გახლდათ. ქალმა თავისი ოჯახისდამანგრევლის ამერიკული მისამართი და ტელეფონის ნომერი წინასწარ, ჯერ კიდევ თბილისშიმოიმარაგა. რა ექნა? სხვას არავის იცნობდა, მთელს ამერიკულ დუნიაზე ახლობელ-სულიერი არავინ ჰყავდა. ერთი სიტყვით, ერთ დროს მტრები, ახლა მოყვარეებად გადაიქცნენ. ექსმანაცნობ მეგობრებში მოახერხა თანხის მესამედის 50-50 დოლარობით სასაჩუქროდ მოგროვება,დანარჩენი კი არასასაჩუქროდ უსესხა და ერთი ქართველის არაუანგარო ჩარევით ამხელათანხა თინასაც მიაწოდა. პატიმარმა თავი დაიხსნა და სსრკ-ელი არალეგალების რაოდენობისრეიტინგით მეორე შტატში - ნიუ-ჯერსიში აღმოჩნდა. ინგლისურის ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდა,სამაგიეროდ ესპანურად წყალივით რაკრაკებდა - ციხეში სერვანტესის ენის კარგი პრაქტიკაგაიარა და, როგორც ჩანს, ენების ბუნებრივი, მაგრამ პოტენციურად ღრმად ჩამარხული ნიჭიცგამოუმჟღავნდა. ვალს ნელ-ნელა ისტუმრებდა, პარალელურად კი კანონიერი (მეორე) მეუღლისჩამოყვანაზე ზრუნავდა (ჩვენი პირველი გმირის - ნათიას დარად - შემხიდებლის "ვარიანტში").ორი შვილიდან კაცმა ერთის, 3 წლის გოგონას, თამუნას ჩამოყვანა მოახერხა. ისევ ვალი, ისევ"კაცური დეპრესია", ისევ წუწუნი, ვაი-ვიში და ტყ, ტყ, ტყ. გინებას ხანდახან ცოლის ცემაცმოჰყვებოდა ხოლმე. თინა არალეგალობის გამო პოლიციის გამოძახებიდან თავს მაქსიმალურადიკავებდა, მცირეწლოვან შვილს კი ქართველ მეზობელთან გადაარბენინებდა ხოლმე და როცაკაცის აგრესიული დეპრესიის შეტევა მინელდებოდა, უკან გადმოარბენინებდა. . . თინას ქმარიგურამი ყველაფერ სიკეთესთან ერთად ნემსზეც და ალკოჰოლზეც შეჯდა. მხატვარი ვარო, აქჩემს ხელოვნებას ყურადღებას არავინ აქცევსო, არაფერი მეყიდებაო. თინასაც სამხატვროაკადემია ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ დეპრესიის ფუფუნებას ახლოსაც არ იკარებდა.სახლში დარჩენილი მეორე შვილი, ერთი წლის ვახო, დედ-მამა და ოჯახის აქ ჩამოყვანილი"ნაწილი" უნდა ერჩინა. გურამმა თვითმკვლელობა რამდენჯერმე სცადა, თინას ეცოდებოდა,პირველ სამედიცინო დახმარებას უწევდა და მერე სამსახურში მიდიოდა, სხვა ბავშვისთვისრომ მოევლო. თამუნას კი მაჯაგადახვეულ, ვალიუმმიღებულ მამას უტოვებდა. ერთ-ერთ"უიქენდზე" გურამმა ნამეტანი მოინდომა და დანა მუცელში დაიცა. "ხარაკირის"არასამურაული რიტუალი გურამმა ბავშვის წინაშე ჩაიტარა, თინა უკვე იძულებული იყორისკზე წასულიყო, 911-ის სამსახურს დაურეკა და გურამი საავადმყოფოში გააქანეს.ამერიკაში თუნდაც ერთი წუთით მცირეწლოვნის სახლში თუ სხვაგან უპატრონოდ მიტოვებამშობლისთვის მშობლის უფლების, ბავშვის ჩამორთმევითა და სახელმწიფოსთვის გადაცემითსრულდება. თინამ თავის მეზობელს დაურეკა და აუხსნა - ჩემი კაცი "საპატიო მიზეზის" გამოსაავადმყოფოშია, მე კი შაბათ-კვირის სამსახურში უსიკვდილოდ უნდა გამოვცხადდე და, თუღმერთი გწამს, ბავშვს მიმიხედე, ღმერთი შეგეწევაო, მერე მე ვიცი შენი პატივისცემაო. სანამმოხალისე მეზობელი-ძიძა თავის დანაპირებს შეასრულებდა და პატარა თამუნასმიაკითხავდა, სახლის კარზე "ფაბლიქ სერვისმა", ჩვენებურად რომ ვთქვათ, შუქისა და გაზისმრიცხველის შემმოწმებელმა დააკაკუნა. კარი პატარა ბავშვმა გაუღო. უცნობმა ბიძამ სახლშიუფროსი ვერ აღმოაჩინა და მაშინვე სოციალურ სამსახურში დარეკა - უპატრონო ბავშვი ვნახედა მიხედეთო. იმწამს მოქანდნენ სოციალური სამსახურიდან, ბავშვს ხელი დაავლეს და "სადაცჯერ არს", იქ გააქანეს. სანამ თინამ შვილის "მოტაცების" ამბავი შეიტყო, რვა საათზე მეტიგავიდა. . . მაგრამ გაცილებით მეტი დრო გავიდა მანამ, სანამ დედა თავის შვილს ხელახლანახავდა. სოციალურმა სამსახურმა შუამდგომლობა დააყენა ბავშვის მშობლისთვისჩამორთმევისა და სახელმწიფოს კმაყოფაზე გადაყვანის შესახებ. სავსებით შესაძლებელია,რომ თამუნა გაშვილების ან შვილობილობის წესით სხვა, უფრო მზრუნველი აქაურიმოქალაქეების ხელში აღმოჩენილიყო. დამერწმუნეთ, თეთრკანიან ბავშვს,აფრო-ამერიკელებისგან და მექსიკელებისგან განსხვავებით, აშშ-ში ახალი მშობლების ლოდინიდიდხანს არ უწევთ. სპეციალურმა, თუმცა არასაემიგრაციო სამსახურმა თინას პიროვნებაუჯრედულ დონეზე შეამოწმა: მორალური სახე, მენტალური მდგომარეობა, ნარკოტოკებისა დაალკოჰოლის მიმართ "მგრძნობელობა". თინას ყველა დაუდგა გვერდით, ქართველიცა დაარაქართველიც. მის მეუღლეს კი არაფერი გაუგია, რადგანაც მორიგი დელირიუმის შეტევისდროს საავადმყოფოშივე თვითმკვლელობის მეორე მცდელობა განახორციელა. მეორესართულიდან გადახტა, მაგრამ გადარჩა, მხოლოდ ფეხი მოიტეხა. თინას იმ სამსახურში, სადაცძიძად მუშაობდა, კარგი დახასიათება მისცეს, ადვოკატისთვის ფული შეუგროვეს,გულშემატკივრები სასამართლოს სხდომებსაც ესწრებოდნენ. ერთი თვის თავზე დედას შვილი, როგორც იქნა, "დაუბრუნეს". მაგრამ თინა აღარ თუ ვეღარ იყო. . . მენტალურად: მწვავენევროზი, ანორექსია და სხვადასხვა სახის ფობიები დაეწყო, მათ შორის აგოროფობია (ღიასივრცის შიში) და ატაზაჰორაფობია (დავიწყებისა და იმის შიში, დავიწყებულ იქნას). მას მერედიდი დრო კი გავიდა, მაგრამ თინა თვეში ერთხელ ფსიქიატრს და ფსიქოთერაპევტს მაინცაკითხავს. გურამი კი, როგორც იქნა, თბილისში "გაისტუმრეს": თინამ მისი ნახატები ჯერდაფხრიწა, მერე კი ცეცხლი სახლის ეზოში დემონსტრაციულად წაუკიდა. მათ შორის იმპირველ ნახატსაც, გურამმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ჩუმი სიყვარულის დროს რომმიუძღვნა; იმ სურათსაც, რომელიც მაშინ დახატა, როცა თინა სხვაზე გათხოვდა; მის მიერაკვარელში შესრუებულ ყვავილებსაც, ნატურმორტებსაც და აბსტრაქციებსაც. არც გურამსმოუკლავს თავი თავისი ნამუშევრების უკან, სამშობლოში წაღებისთვის. განქორწინდნენ. ორიწლის შემდეგ თინა ამერიკელზე გათხოვდა, "მწვანე ბარათი" მიიღო, მალე მოქალაქეც გახდება.ცხოვრება "მეტ-ნაკლებად" ააწყო და ახლა მეორე შვილის ჩამოყვანაზე ზრუნვს, მაგრამ -ამაოდ. მის უმცროსს ვაჟს, 14 წლის ზურას არ უნდა არც დედასთან, არც დასთან და არც ახალმამასთან შეხვედრა. არცაა გასაკვირი: ამ ჩამონათვალიდან არავინ ახსოვს, არავის იცნობს დავისთან ჩავიდეს? მისი მშობლები ხომ ბიოლოგიური მშობლების მშობლები არიან. . . მისთვისამერიკელი დედისგან წლების განმავლობაში "გაგზავნილი" სიცოცხლის, სწავლის, გართობისადა თანამედროვე ტანსაცმელში "ჩაშმოტკვის" უფლება ვერაფერი არგუმენტია. . .
***
ოთხი შვილის დედა, პროფესიით ფსიქოლოგი 31 წლის ელენე ამერიკაში 9 წლის წინათჩამოვიდა. არალეგალ ემიგრანტთა ურიცხვ ჯარს ყოველგვარი სიამოვნების გარეშე შეუერთდა,უპრეტენზიოდ, თავაუღებლად მუშაობდა და ფულის სამშობლოში გაგზავნა დაიწყო. რაც მეტსაგზავნიდა, მით უფრო მეტი სჭირდებოდა ოჯახს. შვილები სტუდენტები გახდნენ, მეუღლე არმუშაობდა და არც ეძებდა სამუშაოს, სამშობლოსა და ამერიკაში კი ყველაფერი ძვირდებოდა. . . ელენეს ერთხელ ერთ-ერთ არაპრესტიჟულ "მოხუცებულთა სახლში" მოუწია მომაკვდავისმოვლა. შვილები 99 წლის მოხუცი დედის "სანახავად" მხოლოდ ელენესთვის ხელფასისგადასაცემად მიდიოდნენ. ელენე იყო იმის შვილიც, დედაც, დედმამიშვილიც, ექიმიცა დაექთანიც. სწორედ ელენემ დაუხუჭა უბედურს თვალი . . . თავად დედა გარდაეცვალასამტრედიაში, მაგრამ ვერ წავიდა. ცოცხალსაც და მკვდარსაც პატრონობა ხომ უნდა? გერონტოლოგიურმა სავანემ კი მის უპრეტენზიობას წერილი დაუსვა. ელენემ მიზნად შეძლებული პატრონის პოვნა დაისახა ანუ მილიონერის თუ არა, საშუალო კლასისწარმომადგენელი კაცის, მარჩენალისა და შემხიდებლის პოვნა. ასე უთხრა თავის თავს: ანმოკვდები ან კარგად გათხოვდებიო. სხვა არჩევანი არც ღმერთმა და არც სამშობლომდამიტოვაო. მოხუცის მომვლელად მუშაობის დროს სტუმრად იქ მისულ შვილიშვილსრომელიღაც "დეითინგ", ამერიკულ ვებსაიტზე გაწევრიანება სთხოვა. მერე თავად ლექსიკონისსაშუალებით თავისი მოთხოვნებიც აღწერა: რომ ეძებს ჭკვიანს, ისეთსავეს, როგორიც თავადაა -მარტოსულსა და განათლებულს, კეთილს, იუმორის გრძნობისა და ხელოვნების დამფასებელს,არაძუნწს; ჰპირდება სამუდამო სიყვარულსა და ერთგულებას. სტანდარტული ფორმისშევსებისას აღნიშნა, რომ არის ძალიან მორწმუნე, განქორწინებული, არ სვამს, არ ეწევა, უყვარსკითხვა და თეატრი (თუმცა ბოლოს თეატრში 1990 წელს იყო და ისიც საქართველოში). ორადორი რამ, რაც არასწორად მიუთითა ამ ანკეტაში, იყო: შვილების რაოდენობა (ე მანდ, ციფრმა"ოთხმა" კაცი არ დამიფრთხოსო), ხოლო თავის ავტოესეიში დამხმარე ზმნა Have არასწორკონტექსტში იხმარა. ესეც ინგლისურის არასაკმარისი ცოდნის გამო. თავის საოჯახო სტატუსზეწერისას აღნიშნა, I Have to Merry რაც ნიშნავს, რომ "იგი იძულებულია/ უნდა დაქორწინდეს/დაოჯახდეს", იმის მაგივრად, რომ დაეწერა I Have Married ანუ "მედაქორწინებული/დაოჯახებული ვიყავი". გავიდა ორი თვე და არავინ ეხმიანებოდა.ბუნებრივია, გასათხოვარი ქალის "პროფაილში" ამგვარი იმპერატიული ტონი არავისმოხიბლავდა, უფრო მეტიც - დაააფრთხობდა. ასე იქნებოდა ელენე იაქესავით მარტო, რომ არაისევ მისი საზრიანობა, ინგლისური ენის სპეციალისტვისთვის ეჩვენებინა თავისი "საექსპორტოინტროვერსია". შეუსწორეს და თანაც ზმნის თავისებურებები აუხსნეს. შედეგი სახეზე იყო:სხვადასხვა რასის, ასაკის, აღმსარებლობის, მატერიალური შესაძლებლობებისა და განათლებისმამაკაცებმა დაინტერესება აქტიურად გამოხატეს. ელენემ კი უფრო მეტად დააკონკრეტათავისი მოთხოვნების შკალა და მიუთითა, რომ სურს ქმრად 45-დან 55 წლამდე მამაკაცი, "კავკასიური" რასის, როგორც მინიმუმ, წელიწადში - 0,5 მლნ. დოლარიანი შემოსავლით. სასურველია - ქრისტიანული რწმენის. ჰოდა, გამოჩნდა კიდეც ასეთი ვინმე, სახელად მაიკლი.ელენესა (ლექსიკონის მეშვეიბით) და მაიკლს (ულექსიკონოდ) შორის მიწერ-მოწერა გაჩაღდა.ჰოდა, კაცმა არც აცია და არც აცხელა, ელენეს სამსახურში ანუ მოხუცებულის სახლშიმიაკითხა. ცოტა ხანს ისაუბრეს - ელენემ თავის დამტვრეული ინგლისურით, მაიკლმა -გამართულით. ელენემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ძუნწ და უსაქმურ მამაკაცებსბავშვობიდან ვერ იტანდა. ამ რეფრენმა "საოცარი" შედეგი გამოიღო. შემდეგ პაემანზე სასიძოყვავილებითა და ოქროს საყურეებით მიბრძანდა. ელენემ პაემანი მოხუცებულის სახლისგარეთ პრინციპულდ არ დაუნიშნა, - თუ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, ფული რატომდავკარგოო? გამოსასვლელ დღეს ანუ გაცდენილ საათებს ბოსები არ უნაზღაურებდნენ. თანაცსერიოზული კაცი დიდი მანძილის გამოვლას არ დაზარდებაო. ერთი სიტყვით, 2006 წლის 14თებერვალს მაიკლმა ელენეს მიაკითხა, ბარგის სასწრაფოდ ჩალაგება (სამსახურშიეჩქარებოდა) და მასთან გადაბარგება შესთავაზა. იმ საღამოს მე და ჩემმა ერთმა ნაცნობმაელენესგან უცნაური ტექსტ- მესიჯი მივიღეთ: "მივყვები მაიკლს, არ ვიცი სად, რადგან არ ვიცისად ცხოვრობს. მაგრამ თუ ხვალ შუადღემდე არ შეგეხმინეთ, პოლიციაში დარეკეთ". თუმცასაქმე აქამდე რომ მისულიყო, პოლიციისთვის რა უნდა აგვეხსნა? წესრიგის დამცველებს რაგვარის კაცი, რა ფერის მანქანა და კონკრეტულად სად უნდა ეძებნათ? მე და ჩემმა ნაცნობმა ისღამე თეთრად გავათენეთ. არაფერი ვიცოდით მაიკლის კრიმინალური თუ არაკრიმინალურიწარსულისა და მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. ელენე კი ტელეფონს არ იღებდა.გულისგასახეთქ მოლოდინს წერტილი ისევ ქალის ტექსტმესიჯმა დაუსვა წერტილი: "ცოცხალივარ. ყველაფერი კარგადაა". . . თანაცხოვრების მეხუთე თვეს ელენემ თავის გულისსწორს"საშინელი" საიდუმლო გაუმხილა: "მაიკლ, არ გამიბრაზდე, ორი კი არა ოთხი შვილი მყავსო".მაიკლმა გაიკვირვა, ამას რა მნიშვნელობა ჰქონდაო, აპატია და ერთი წლის თავზე, ზუსტად 14თებერვალს, ვალენტინობის დღეს ისინი ოფიციალურად დაქორწინდნენ. იმ დღეს ნიუ-იორკშიარანორმალური ქარი და წვიმა იყო. . . ელენე კი უზომოდ ბედნიერი და გახარებული. ახარებდაისიც, რომ მალე მწვანე ბარათს აიღებდა და შვილებს ნახავდა. ახლა ელენე ქმართან ერთადსაქართველოსა და ამერიკას შორის ისე დარბის, როგორც ადრე სამტრედიასა და თბილისსშორის ვერ მიდი-მოდიოდა. ქმარი ყველა ახირებას უსრულებს: იტალია, ინდოეთი, ბოტოქსი,ლიპოსაქცია. . . მკერდს ჯერ ხელს ვერ ვახლებო, ჯერ ამგვარ "ინტერვენციას" არ გეგმავს.მაიკლმა არ გინდაო, ისედაც მომწონხარო. . . შვილები ამერიკაში სტუმრად ჩამოდიან, ერთი აქსწავლობს კიდეც. ქმარმა სამშენებლო ბიზნესს საქართველოშიც განვავითარებო, მანამდე კითბილისსა და ბათუმში რამდენიმე სახლი იყიდა. ძალიან მოსწონს საქართველო დამოხუცებულობის გატარებას ცოლის სამშობლოში აპირებს.
არაერთხელ მიკითხავს ელენესთვის: ეს ახლა იცი, რომ მაიკლი "გამოგადგა", კარგადგპატრონობს, მაგრამ გიყვარს კი? 4 წლის წინ, 14 თებერვალს რომ მანქანაში უჯდებოდიაბსოლუტურად უცნობ ადამიანს, ნეტავი რაზე ფიქრობდი? შენი თავი თუ არ შეგეცოდა,შვილები მაინც არ გაგახსენდა-თქო? და აი, რა მიპასუხა: "სიყვარულით გავთხოვდი, ქმარი ჩემიპირველი მამაკაცი იყო, მაგრამ მთელი ცხოვრება მისგან ჩემი "გასაღების" დამადლება და ტყ,ტყ, ტყ მესმოდა. თითქოს შევეგუე კიდეც. მაგრამ უკვე აღარ მინდოდა სიყვარული, მინდოდა -პატივისცემა. აქედან ფულის გაგზავნისა და მისი რჩენის მიუხედავად, მადლობის მაგივრადტელეფონში ისევ ტყ, ტყ, ტყ მესმოდა. მერე აქ ჩამოვედი და ისეთი გრძნობა მქონდა, რომმოვკვდი, რომ ანაზღაურებად ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. ალბათ, იმ დღეებში ქვეცნობიერადსიკვდილი მინდოდა, იმიტომ რომ ვგრძნობდი, მხოლოდ ეს იქნებოდა ჩემი ხსნა. 14 თებერვალსჩემი ბედი უნდა გადაწყვეტილყო: ან მოვმკვდარიყავი ან გადავრჩენილიყავი. ჩემი მაიკლიიდეალური კაცი არაა, მაგრამ Fk, Fk, Fk კი არა, მხოლოდ Honey და Sweetheart მესმის, ჩემსშვილებს თავისი ერთი შვილისგან არ ასხვავებს. . . სხვა რამ კი ჯერჯერობით ცხოვრებისგან არმინდა, რადგან ძალიან დავიღალე. ახლა გათენება და დაღამება მიხარია, სოცოცხლე მიხარია.მაიკლი მიჩიჩინებს - ინგლისურში მოემზადე, სწავლას დაგიფინანსებ და ფსიქოლოგადიმუშავებო, შენი საქმე გექნებაო. მაგრამ ჩემ ასაკში რაღა დროს სწავლაა?.."
***
14 თებერვალს ჩემი სვირინგულ-ლინგვისტური კვლევის დასასრულებლად ნიუ-იორკშიბრუკლინის ყველაზე საბჭოურ უბნებში: "ბრაითონ ბიჩსა" და "კინგს ჰაივეიზე" გავემგზავრე.ჩემს ორ მეგობარსაც მივეცი დავალება - ყურები დაცქვიტეთ და სიყვარულის დღეს ქართულენაზე წარმოთქმული მარგალიტები და ანტიმარგალიტები მომახსენეთ-თქო. მეტროს გაჩერება"ჰაივეიზე" ჩამოვედი და შორიახლოს მაღაზიის Best Buy Perfume ვიტრინაზე სუნამოთაათასგვარი ბრენდების ჩამონათვალი და დიდი ასოებით მიწერილი Sale შევნიშნე. ინტუიციისკარნახით სურნელთა სამყაროში შევედი და ქართველი თუ სხვა ეროვნების შეყვარებულიწყვილების ლოდინში პროდუქციის თვალიერებას გულმოდგინედ შევუდექი. გამყიდელიგოგონები ხან მობილურზე, ხანაც ერთმანეთთან რუსულ- აქცენტიანი ინგლისურითხალისიანად საუბრობდნენ. მათი ბიჭები ჯერჯერობით არსად ჩანდნენ. მაღაზიაში აქაურირუსული რადიოს მაქსიმალურად ხმამაღლა დატრიალებული რეპერტუარი იმაზემეტყველებდა, რომ ეს "ბიზნესი" ჩვენი ჩრდილოეთელი მეზობელი ქვეყნის ყოფილიწარმომადგენლის კუთვნილება იყო. კირკოროვისა და ბასკოვის ვოკალის შემდეგ უცებ"ქართული მუსიკის" დროც დადგა. მაშინვე ვიცანი 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ იურმალაშიგამარჯვებული სლოგან სიმღერის - "სამშობლოს" შემსრულებელი სოსო პავლიაშვილი. იგიამჯერად ჩემთვის უცნობ "შლაგერს" მღეროდა. ტექსტში მრავლად იყო ქალთა სახელები.დაახლოებით ასე: "სვეტა, ნატაშა, ირინა. . . ტოლკო ნე ზაბივაიტე გრუზინა" და მერე ისევ"სვეტა, ანია, ირინა, ალინა" და ა.შ. ამან ცნობილ საბჭოურ მუსკომედიაში "ჩალის ქუდი" ანდრეიმირონოვის მიერ შესრულებული სიმღერა გამახსენა. ოღონდ იქ სხვა ჟღერადობის სახელებიფიგურირებდა. მაგალითად, "ივეტა, ლიზეტა, მიუზეტა, ჟანეტა, ჟორჟეტა . . ." სოსოს ვალერიმელაძე მიაყოლეს. იგი სიმღერაში შეყვარებულისგან თავის ტელეფონზე მოსულ აგრესიულტექსტ - მესიჯს გულისწყრომით აპროტესტებდა. ვალენტინობის დღისთვის ამგვარიშეუსაბამო მუსიკალური აკომპანიმენტისა და სველი ამინდის გამო გუნება-განწყობილებასაბოლოოდ გამიფუჭდებოდა, კიდევ ერთი სიმღერისთვის რომ არ დამეცადა. რადიოშისაკულტო I Got You Babe აჟღერდა. არა, ეს არ იყო 45 წლის წინანდელი პოპ სინგლი, რომელსაცმაშინ ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი თუ შეყვარებულები - შერი და სონი ბონო მღეროდნენ. . . როგორცვიცანი, ეს არც დეივიდ ბოუის და მარიან ფეითფულის წყვილი, არამედ UB 40 და კრისი ჰინდისდუეტი იყო. უნდა გრძნობდე ამ სიმღერის აურას, "დრაივსა" და ინტონაციას სწორედვალენტინობის დღის სიცივესა და სუსხიანობის დროს, რომ "აი გოტ იუ, ბეიბ"მარცვალ-მარცვალ კი არ "დაასპელინგო", არამედ - "აგაჩიუბეიბ", აი ასე გადაბმით, ზარმაციენითა და ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქის გამომხატველი თვალებით წარმოთქვა. მე შენმინდიხარ, მე შენ მიყვარხარ. . . იმ დღეს შეგროვილი ქართული ენის "უხეში" თანხმოვნებისსტოკატოების სტატისტიკური მონაცემებით კი ხასიათს აღარ გაგიფუჭებთ . . .
No comments:
Post a Comment