Monday, September 19, 2011

(ანგელოზები ჯარად ამწყობრდნენ...)


ანგელოზები ჯარად ამწყობრდნენ.
დარდწაუღებელნი.
თაფლიანობას ამწარებულნი.
ერთნაირად დაკენკილი ფრთებით.
უფრჩხილებო იარა ტერფებზე
აღმა - ჩაღმა გვალვიანი ძარღვებით.
დამდნარი მუცლის ჯიბეში
ჩამონაჟონი ქვისცარცა ქვირითით
ცის მიწას დანარცხებულნი.
თვალგაჩერებულად გაისრული
ყინულის ცხიმიანი ჰერალდიკით.
კით
ჰერალდი.
ვერ ვიცანი.
ვერცერთიარცერთი.
ერთი
არცვერც.
მოუძღოდათ
ორთოდიდი ორთო
დოქსი.
აბჯრიანი წვერცამეტა.
ამალითრეზინისცხვირა ამრიდებით.
დაჩვრეტილი გასამტყუნრებით.
მხრებზე - პირლულა დიდი საშლელები.
კონტრადიდი კონტრა
ცეპტივები.
მუხანათად არაწუწურაქები.
წამიშალეს თვალებირომ დამენახა.
დამიტოვეს ენა.
წამიშალეს ენარომ მეთქვა.
დამიტოვეს სასა.
წარკვეთილიდიდი წარკვეთილი
სასო.
წამიშალეს სასარომ მიმკროდა.
დამიტოვეს ყურები.
წამიშალეს ყურებირომ მსმენოდა.
დამიტოვეს ნაოჭები.
ოჭები
ნა.
ჭებივით.
წამიშალეს ჭებირომ დამელია.
დამიტოვეს ხელები.
წამიშალეს ხელებირომ შეგხებოდი.
ნაოჭასხმულსაც.
დამიტოვეს ცა.
მესამე და ნახევარი.
მეშვიდეს ვერ წვდებოდნენ.
წაუშალეს გარინდულმა სუსხებმა.
წამიშალეს ცადამიტოვეს ღარი.
ბრბოსთან საზღვარივით
უსალბუნოდ ზეზე ღრმა.
ღარში ყინულის კუბურებიანი წყალი ჩამისხეს.
ცივიდიდი ცივი.
დიდცივი.
ვი
ცი.
ბეღურა ჩამიგდეს წყალში.
წაუშალეს ჟღურტული.
დარიშხნით.
შხანი
დარი.
წამიშალეს შხამი სინანული.
დაძონძესრომ მენანა.
ნანა
მე.
წამიშალეს სისხლირომ მრავალწერტილწვეთები
შლამს არ მიფერებოდნენარ დამჭკნარიყვნენ.
რომ სისხამ დილას მეცინცხალა.
წამიშალეს ვაიმერომ მეგენაცვალა.
წამიშალეს შენდობარომ არ მეწყალწყალა.
წამიშალეს მოკარნახერომ სარკეში ჩამეხედა.
წამიშალეს საათირომ მეწუთისოფლა.
წამიშალეს  ვნებარომ მევნო.
წამიშალეს გონირომ მეგონა.
გონა
მე.
წამიშალეს გოგონობარომ მედოდონა.
დონა
დო
წამიშალეს გულირომ მეგულა.
რომ არ წასულიყო.
იყო
წასული.
წამიშალეს გზარომ მებეწვისხიდა.
სიყალბე ვერ წამიშალეს.
არ იყო.
წამიშალეს მიწაქანცგაცლილთა ნაქსოვი.
რომ მეცოცხლა.
თან სპილენძის ალის - კბილი ჩამომკიდეს,
რომ მერე - ვეღარ.
ალი
ლუია.
ლუია
ალი.
ის მოასულიერესგაასულიერეს.
ბეღურა.   
ალი
ლუია.
ლუია
ალი.

მარტი, 2004

No comments:

Post a Comment