ვერასოდეს დაინახავ ჩემს ასიმეტრიას
რადგან მარჯვენაზე მხოლოდ
ერთით მეტი წამწამი მაქვს.
არასოდეს დაგითვლია
ისინი...
არც ჩემი ჩრდილის შხეფები.
არც ჩემი სუნთქვის საბადებელი.
და შენ ერთით მეტი ხელიც რომ გქონდეს
იმ ხელითაც თვალს არ აიხელდი,
რადგან წამწამებს
არ ითვლი.
ითვლი სხვათა სხეულებს.
სიდიდეს.
რიგითობას.
მუყაოს ქუჩის
ნათურებს,
ქვაში ფლოქვით ჩაჭედილ
ლურსმნებს
და ზედ მოქანავე ხურდებს.
მე კი მინდა, რომ შენი შობა და ვინახო.
მერე კი სიბრმავის ეპიდემია
შენთან ერთად მოკვდეს.
და იქნება იგი
სიმეტრიული.
რადგან
საამდღეოს
ერთად
ჩავქრებით.
მე და შენ.
ერთ სიბრმავეში.
შენ იქ ჩემს
წამწამებს დაითვლი.
მე კი – სხვათა სხეულებს.
2004
No comments:
Post a Comment