Monday, September 12, 2011

ვერცხლისფერი ენდი და არაფერი






ციკლიდან „ შვიდი და მეტი მიზეზი, თუ რატომ მიყვარს ნიუ–იორკი“




რომ შევხედე, მაშინვე წარმოვიდგინე ნიუ–იორკის პაპანაქება სიცხესა და გაუსაძლის ტენიანუჰაერობაში როგორ დადნება მისი ვერცხლისფერი ფუტურო ფიგურა. როგორ ჩამოიღვენთებაკვარცხლბეკიდან, როგორც გაცოცდება ახლომდებარე მეტროსკენ მიწისქვეშეთშიაბრჭყვიალებული გველივით ფსევდობრინჯაოს დამდნარ ლავად და როგორ ჩაიკიბებს.გავიფიქრე: ესეც შენ, ენდი, ძმაო, ესეც შენ შენი ძვირფასი „დიდების 15 წუთი“. „იუნიონსქვერში“ კისერზე 1960 – იანი წლების „პოლაროიდის“ ფოტოაპარატჩამოკიდებული,ჰალსტუხიანი ენდი უორჰოლი დადგეს (სკულპტორი – რობ პრუიტი). მივედი, დავაკაკუნე მის„ოქსფორდებზე“ და ფეხებზე. ხმა ჩემს შინაგან განწყობას ასე კონგრუენტულად არასოდესდამთხვევია. ამა წლის გაწბილების განწყობის. ეს გაწბილებაც როგორი პოპარტულიგამოვიდა. გაზაფხულურ – პოსტმოდენისტული. გაწბილება, როგორც პოსტმოდერნი.იფიქრებდა ვინმე? ყოველ შემთხვევაში, მე –არა. კაკუნი გავახმოვანე: ენდი –ტუკ, ენდი –ტუკ, ტუკ, ტუკ . . .

ენდისთან ვიღაც მაღალი, ტელეფონზე სწრაფად და ხმამაღლამოლაპარაკე ქალი მოქანდა,ჩემდაგვარად დაუკაკუნა და ისევ გაქანდა. თითქოს ვალი მოიხადა. მერე ორი მოხუციმამაკაცი; მერე შეყვარებული ქალ– ვაჟი. ატყდა კაკუნი. რა წამხედურა ხალხია ესძეგლთმთვალიერებელნი და საერთოდ დამთვალიერებელნი. აი, მაგალითად, ავიღოთმუზუემი. ყველა მიდი – მოდის, სურათებსა და სკულპტურებს შორიდან და ახლოდანათვალიერებს, მაგრამ საკმარისია, სურათის გვერდით მიმაგრებულ „ანოტაციასთან“ სახეახლოს მივიტანო, რათა „შედევრის“, თუ რაც ჰქვია, მისი შექმნის ისტორიის მოკლე შინაარსშიგავერკვე, მაშინვე, როგორც მინიმუმი, ჩემს კეფაზე ხუთი ადამიანის სუნთქვას ვგრძნობ.მაინც და მაინც მაშინ მოუნდებათ ნარატივით დაინტერესება. ეს შეყვარებულები კიდევ, ხანენდის წვივებზე აკაკუნებენ, თან ერთმანეთს კოცნიან, ღლაბუცობენ და თან სიცილითკვდებიან. ახალგაზრდობა, სიყვარული, გაზაფხული, ჰორმონები. აჰა, გავიფიქრე, ესეც„დიდების 15 კაკუნი“. ახლა ისე ვარ, ენდი, ძმაო, უცებ ხელი რომ აამოძრავო და ჩემს თავზეცდააკაკუნო, ალბათ, ისევ ასეთ ხმას გამოვცემ, როგორსაც– შენი ფეხები და თავი. ანუ ისეთს,როგორსაც – მუყაოს ცარიელი ყუთი. ენდის შარვალს ვაკვირდები. ვიხსენებ, რომუნიფორმები უყვარდა და მხოლოდ მისი სწამდა. რწმენა სახელად „უნიფორმა“. არ იკითხავთ,რატომ? იმიტომ, რომ თვლიდა, თუ ცარიელი ადგილი ხარ, ტანსაცმელიც ვერ შესძლებსშენგან რაიმეს შექმნას. ამიტომ სჯობს, ატარო ერთი და იგივე სამოსი და ადამიანებს შენშიშენ უყვარდე, ვიდრე ის, რაც შენგან ტანსაცმელმა შეიძლება შექმნას. პირადად მე არასოდესგამჩენია სურვილი, დამეკაკუნებინა „იდეოლოგიაზე“. არც მაშინ, როცა სამშობლოს ქალაქებიდა რაიონული ცენტრები ლენინ–სტალინის ქვის თანაპარტიელებით იყო სავსე. ენდიიდეოლოგიაა, რადგან „ნორმალურია ის, რაც პოპულარულიაო“. ასე ფიქრობდა. ან სულაც არფიქრობდა ასე, მაგრამ თამაშობდა. აი, მესმის იდეოლოგია. საინტერესოა, ნეტა, საკულტო ფიგურააო, გალაკატიონზე ან ჭაბუკიანზე თუ ითქმის? აი, ენდიზე კი ნამდვილად ითქმის. ენდის ქანდაკებას დიდი „Medium Brown Bag” დააკავებინეს. მაგრამ ყავისფერი კი არა,არამედ ისეთივე ვერცხლისფერია, როგორც მისი თავი. ეს ჩანთა მაღაზია Bloomingdale’s -isსაბრენდო ქაღალდის ჩანთის გადამღერებაა. შიგნით, ალბათ, მისი ცნობილი ჩამწერი და„სელებრითებისგან“ აღებული უკვე გაშიფრული ინტრევიუები უდევს. გამახსენდა,რამდენჯერმე თვალი მოვკარი რომელიღაც სავაჭრო ქსელის „საშოპინგო“ ქაღალდის ჩანთას,რომელზეც ეწერა: „მე ვარ განათლებული მომხმარებელი“. რით არაა საენდიუორჰოლე?მაგალითად, შემიძლია Campbell’s სუფის კონსერვების რიგების მსგავსად ეს „განათლებული“ჩანთები მწყობრად მივალაგო და აუდიოეფექტიც ჩავრთო – ქაღალდის ჭმუჭვნის ანდაფხრეწის ხმა. ან თავისუფლების მწვანე ქანდაკების მაგივრად ენდის ეს ვერცხლისფერიფუტურო დავდგა. მარჯვენაში ბოტოქსის ტუბით, მარცხენაში – რომელიმე ტაბლოიდით,მაგალითად, სახელად “OK”. ჰო, ასეთი „თავისუფლების“ ინსტალაციის ორგანიზებას ჩემიმოკრძალებული ძალებით ნამდვილად ვერ შევძლებ.

ენდი, ძმაო, ამას წინათ შენი „ლიზ ტეილორის პორტრეტი“ 29 მილიონად გაიყიდა. ამვერცხლისფერ სამოსში კი მილიონერს სულაც არ ჰგავხარ. წესით, რაღაც იაფფასიანისაშინელებათა ფილმის გმირს უნდა მიგამსგავსო. შავ როლინგში, შავ ტყავის ქურთუკში, შავშემოტკეცილ შარვალში და, საერთოდ, სადაა შენი სხვადასხვა ფერის თვალები? მარცხენაშიშავი ლინზა, მარჯვენაში –ცისფერი. თუ პირიქით. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? ახლაგაყინული ვერცხლისფერი თვალებით იყურები. დამერწმუნე, შენს ლამის შვიდსაათიანფილმს „სიზმარი“ დღეს ჩემ გარდა არავინ ნახავს. ამ ძეგლით გამხდარ, ნადიეტარ, ბალზაკისასაკს კარგა ხანს გადაცილებულ ნევროტიკ, თმაგადასლიპინებულ, ნაჰაშიშარ ტურისტსჰგავხარ, „დიდი ვაშლის“ ქალაქში სულ მუდამ გაკვირვებული სახით რომ დადის და თვალებსმარცხნივ და მარჯვნივ აცეცებს. ოღონდ ულინზოებს. „იუნიონ სქვერზე“ ასეთები ბევრია. მათშორის შენი შორეული წინაპრების სამშობლოდან. სლოვაკეთიდან. სლოვაკეთში ნამყოფი არავარ, მაგრამ ჩეხეთში – კი. როგორ მიყვარს პრაღა. არაპოსტმოდენისტულად. ნეტავ, ენდი, მაგკვარცხლბეკიდან რომ „ჩამოგხსნიან“, პრაღაში სადმე არ დაგდგამენ? აი, მაგალითად,ვაცლავის მოედანზე, ან რომელიღაც „ულიჩკაზე“. ერთხელ, დიდი ხნის წინათ, წინასაშობაოპრაღაში მე და ჩემს მეგობარს ვაცლავ ჰაველი, რომელიც მაშინ კრეზიდენტი იყო, ამ„ულიჩკაზე“ მოსეირნე შეგვხვდა. დენდი – პალტო ეცვა, დიდი ძაღლით. ხალხი უცებ შექუჩდადა კედლებს აეკრა. დაცვის გარეშე იყო. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავლანდეთ. ახლა უცებწარმოვიდგინე, 58 წლისთვის რომ გადაგებიჯებინა, როგორ შეხვდებოდით ერთმანეთს შენ დავაცლავი. ორი დაბერებული ქარიზმა. უფრო მეტიც, ვიდრე საკუთარი თავი. მითი. რატომღაცმგონია, რომ ამ შეხვედრის დროს ძაღლი ისეთ საშინელ წკმუტუნს მორთავდა, რომ ჰაველისულ სირბილ–სირბილით გაგეცლებოდა. შენ კი ხილული დაცვით იქნებოდი. კონტაქტი თქვენშორის არ შედგებოდა. თანაც რატომღაც მგონია, რომ ვაცლავი ვერ გიცნობდა, რადგანაც შენსახეს აუცილებლად დაიბოტოქსებდი. აი, ჰაველი თავის ნაოჭებს არავითარ შემთხვევაში არწაშლის. მთელი ცხოვრება შენს საკუთარ ცხვირ–პირს ათვალიერებდი, სანამ მუწუკებისგანმარტო კომლექსები კი არა, ლეგენდები არ ააგე. ფსიქიატრები ამას დისმორფოფობიასვუძახით. გაუთავებელ წუწუნს საკუთარ გარეგნობაზე და სილამაზე/ულამაზობაზე. ჰოდა,გიხაროდენ. დადგა ადამიანის სხეულის ტოტალური პოპ – არტი. ქალის სხეულის. პირადადმე უკვე სილიკონის ველის ხსენებაზე მარტო კალიფორნიის კომპიუტერული სამფლობელოებიკი არ მახსენდება, არამედ ყველაზე პოსტმოდენისტული, რაც კი რამ შეიძლებაგამოეგონებინათ. ქალის გამსილიკონებელ–გამიმპლანტებელი. ამგვარი ველები უკვე ქალისსხეულშია. სილიკონი, იმპლანტი, როგორც იდეოლოგია. მიკვირს, რატომ არაა სილიკონის„კონსტრუქციები“, მაგალითად, MoMA-ში (თანამედროვე ხელოვნების მუზუემი). ქმრები დასაყვარლები სილიკონს მომგებიანად ინვესტირებენ თავიანთ ცოლებსა და საყვარლებში. ეგ კიარა, ამერიკაში 8 მაისს დედების დღესასწაული იყო და იმ დღეს მედიით პლასტიკოსებმა(ქირურგებმა ანუ) ყურები წაიღეს შემტევი „ხვეწნა – მუდარით“: მოიყვანეთ ახლანდელი/მომავალი დედები და ფასდაკლებით, განა, გავარემონეტებთო? არა. გაგირემონტებთო. აქცხვირს წავაჭრით, იქ ბარძაყს, მკერდში კი უახლოესი ტექნოლოგიის „მედუზას“ შევუყვანთო.ნებისმიერი ზომისო. ჰო, კიდევ. ენდი, გვარიანად გაგიმართლა, ჩემს სამშობლოში რომ არდაიბადე. ისე, შენი გემოვნების ამბავი რომ ვიცი, სადაც „მაკდლონალდსი“ არაა, იქ არც კიწახვიდოდი. თბილისი შენს დროს არ მაკდონალდსობდა. ისიც გაითვალისწინე,საქართველოში მაშინვე ინტელიგენციის „კლასს“ მიგაკუთვნებდნენ და აუცილებლადმოგთხოვდნენ რაიმე ინტელექტუალურ – პოლიტიკურ გმირობას. ვინ იცის, ქრომის ასეთფუტუროს კი არა, ნამდვილ რკინა – ბეტონის ძეგლსაც კი დაიმსახურებდი და გამორჩეულადსუფთა ჰაერზე „გაშენებულ“ საფლავსაც. რა კარგია, რომ ეს შენი ძეგლი დროებითია.ოქტომბერში გაქრები. უკვე ვხედავ, როგორ გადაგიყვანენ ჰოროზონტალურ მდგომარეობაშიდა სატვირთო მანქანაში ჩაგდებენ . . .

ენდი, გამახსენდა მასიმო გარჯიას „ფლეიბოის მემუარები“. ერთხელ მასიმომ თურმე, როგორციქნა, შეაღწია შენს სახლში და თავისი დიდი ხნის ამბიციური სუპეროცნება გადმოგცა –უნდოდა, რომ შენ იგი დაგეხატა: შენი სახლიდან, რასაკვირველია, შოკირებული წამოვიდა.მოკლედ, სხვაგვარად არ შეგიძლია. აბა, უცხოს თანდასწრებით საყვარელ ფავორიტ კაცთანვნებიან ალერსს რომ გააბამ, მერე მასიმოს მის პორტრეტში 100 ათასს მოსთხოვ, მერე კი ამფულის სანაცვლოდ ქალად გამოწყობას შესთავაზებ, რა იქნება? ჰოდა, ეს მიზანსწრაფულიპროვინციელი ყმაწვილი მართლაც გამოეწყო შენს გარდერობში მოკონწიალე ქალისტანსაცმელში, წითელი ტუჩსაცხიც წაისვა. ისე მოგწონებია, რომ საკოცნელადაც გაგიწევია.ჰოდა, მასიმოსგან კაი ლაზათიანი ალიყურიც მიგიღია. დამერწმუნე, ალიყურის მომენტივინმეს რომ ფირზე აღებეჭდა, ეს ფოტო „ლიზ ტეილორზე“ უფრო ძვირად გაიყიდებოდა. თანაცრომელიმე ტაბლოიდი კი არა, თვით New York Times –ი დაბეჭდავდა. განა, ეს არაა შენიმიზანი? საკუთარი თავის შესახებ გაზეთებიდან შეიტყო. ეს როგორ შეგეშალა, ენდი?გლამური ყოველთვის არაა პოსტმოდერნი. აი, გალაწუნება წარსულიცაა, აწმყოც, მოდერნიცადა პოსტმოდერნიც. პოსტმოდერნია „ფეისბუქიც“. ერთგვარი მისტიფიცირებული პოპი თავისი„ექაუნთებით“, „ფეისებით“, „ივენთებითა“ და გაუთავებელი მესიჯებით: შემომხედეთ,გამიზიარეთ, მიმიღეთ, მომიწონეთ, შემიყვარეთ . . . გაიგეთ ჩემზე ფეისბუკიდან,მეხსიერების ძეგლები დამიდგით. არაა აუცილებელი, რომ ბრინჯაოსი იყოს.

„იუნიონ სქვერი“ ნიუ–იორკის ყველაზე სოციალურად და კომერციულად აქტიური და, ამავედროს, მშვიდი ადგილია. აქაა „ნიუ–იორკის ფილმის აკადემია“, Barnes and Noble –ის წიგნების მაღაზია, პატარა ბაზრობა და ჩემის აზრით, ყველაზე კარგი ჩინური რესტორანი. აქმდებარეობდა ენდის „ფაბრიკა“. აქ ქმნიდა იგი. ახლა კი ენდი პირდაპირ ბროდვეიზე დგას.გაშეშებული. მთლად მაჰათმა განდის, აბრაამ ლინკოლნისა და ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლებისგვერდით არაა, მაგრამ – ერთ სივრცეში. იქვე ღვთისმშობლის ქანდაკებააცაა. აი, ეს უკვეშენი სფეროდანაა, ენდი. შენ და წმინდა მარიამი. თქვენს ერთად ყოფნაზე მეტიპოსტმოდერნი რაღაა... 

ჰო, კიდევ ერთი რამ. მგონი XX საუკუნის არტისტებიდან პირველი ხარ, ვისაც ამერიკაშიასეთი „ძეგლი“ დაუდგეს. არ მოგწონს, არა? ჰო, გული მიგრძნობდა, რომ არ მოგეწონებოდა.ამგვარ ანტურაჟში წვეულებაზე წამსვლელს არ ჰგავხარ და იმიტომ. აქ, მე_17 ქუჩისგადაკვეთაზე, ასეთი ვერცხლისფერი შარვალ–კოსტუმი რომ არ გცმოდა, შეიძლება„ფეისბუქის“ ერაში აღარავის შეემჩნიე. ყველა „ბლექბერითა“ ან სხვა რამეებით თავის „ფეისს“ათვალიერებს. შეიძლება ისე არა, როგორც შენ – შენს მუწუკებს. ასეც უნდა იყოს, არა?დაბერდი, ენდი. ყველა თავის საქმეზე გარბის. შენ კი, დგახარ. ვიცი, რაც ”მოგეწონებოდა“.არაფრობა. შენ არ ამბობდი?: „არაფერი ყოველთვის სტილია. ყოველთვის კარგი გემოვნებაა.არაფერია იდეალური ბოლო–ბოლო, მას საერთოდ არაფერი ეწინააღმდეგება. არაფერი გღლის,არაფერი იწვევს სექსუალურ სიძულვილს, არაფერი გტკენს გულს. ერთადერთი შემთხვევა,როცა მე მინდა ვიყო რაღაც – ეს არის, როცა ჯერ კიდევ წვეულებაზე არ მივსულვარ, მაგრამვიცი, რომ იქ უნდა წავიდე“.

„იუნიონ სქვერზე“ საღამო ხანს ვერცხლისფერი ენდის პირდაპირ მწვანედ აბიბინებულ,მოშრიალე სკვერთან ოთხკაციანი სამუსიკო ბენდი ხალისიანიად უკრავდა. იქვე კი, ენდი,მეტროდან მოყოლებული შენს ქანდაკებამდე, ვიღაც წვერებიანი, ძონძებში „გამოწყობილი“კაცი პლასტმასის ყუთზე იჯდა და ამ ყუთით უკან – უკან, წრფივად შენსკენ მოძრაობდა.ერთი ხაზის გასწვრივ თეთრი ცარცით მრგვალ სახეებსა და შიგნით „სმაილიკიან“ პირსხატავდა. დავაკვირდი და ყველა პირი მომღიმარი სულაც არ იყო. განწყობა ეცვლებოდათ.რამდენიმე სახის დახატვის შემდეგ მხატვარი თავისი „ფუნჯით“ რომელიმე სახასიათოსახის გასწვრივ ამ სიტყვებს აწერდა: „ეს მე ვარ ახლა. ეს მე ვარ. ეს მე. ეს . . “ 

უცებ რაღაცნაირად დავმშვიდდი, რადგანაც შენი სიტყვები გამახსენდა: „მე ნამდვილად ვიცი,რომ ერთხელ ჩავიხედავ სარკეში და იქ არაფერს დავინახავ“ . . .
netgazeti.ge
18.05.11

No comments:

Post a Comment