Tuesday, September 13, 2011

დასავლეთისა და სხვა ფრონტებზე დიდი ცვლილებების გარეშე...




ლოგიკური დამთხვევაა, ალბათ, მაისის თვეში ჯერ წიგნის გამო შეხლა-შემოხლა რომ“გაიმართა”, მერე კი - წიგნის ქართული ფესტივალი. ფესტივალიც იმ მღელვარე დღეს რომგახსნილიყო, 2010 წლის 4 მაისი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ, გროტესკულთარიღად, ფარსად გადაიქცეოდა, როგორც “ულისეს” გმირების ერთი დღის “ცნობიერებისნაკადი”. მორალური პანიკა, რომელიც საქართველოში გამუდმებით ახლავს თითქმის ყველა“არაქართულ” მოვლენას, მოძრაობას (მათ შორის, ფემინისტურს), არაორდინალურ ტექსტს,ინტერპრეტაციას თუ იდეას საზოგადოების რაციონალური და ირაციონალური შიშებისერთგვარ ნაზავად გადაიქცევა ხოლმე. იგი პოპულარული, ასე ვთქვათ, ფოლკლორულიშფოთისა და ვნებათა კრისტალიზატორია. შიში იმისა, რომ “არატრადიციული” აზრი, მიდგომა,ორიენტაცია, ხელოვნება, ტაბუს ახსნა, დემითოლოგიზაცია ტრადიციას, მორალს, ეთიკას,წეს-ჩვეულებას, არსებულ ღირებულებათა იერარქიას (მათ შორის ძალაუფლებრივს),არქეტიპულ ხატებს, სტატუსს, სუბორდინაციას, ნორმალურობის, სტაბილურობის, წესრიგისლოკალური გაგების იდეალურ კონსტრუქტს და კიდევ რამდენიმე “საზოგადოებრივ სიკეთეს”,მათ შორის, ეკლესიის ქარიზმას, შეარყევს. ჩვეულებისამებრ, თუ ვინმეს ემუქრებიან ანუგანსაცხდელშია ე.ი. იგი თავდაცვით პოზიციაში უნდა ჩადგეს და აქედან გამოდინარე,თავდაცვითი ომის დროს, მითუმეტეს თუ ძალები არათანაბარია, ანდა ამგვარი ეჭვი, ილუზიაუკვე არსეობს, ყველა ხერხი “ლეგიტიმურია”. სწორედ ამ რიგიდანაა ერთგვარი “კონცეფცია”,რომ დღეს საქართველოში მართლმადიდებლობას ემუქრებიან. თუმცაღა ამ შიშისდასაბუთებული ახსნა ვერა და ვერ ხერხდება. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში სამი“მომწესრიგებელი” – მართლმადიდებელი ეკლესია, ჯარი და პოლიცია – ავტორიტეტთარეიტინგში პირველ სამეულში მოხვდა. თუ ძალოვანი სტრუქტურა, ასე ვთქვათ,გადასახადების გადამხდელების ფულით მოქმედი საჯარო, საყოველთაო-საზოგადოებრივისარგებელ - მონაპოვარია, აღმოჩნდა, რომ ეკლესიაც, რომელიც ასევე ბიუჯეტიდან ფინანსდება,ისიც საჯარო, საყოველთაო საზოგადოებრივი სარგებელ - მონაპოვარია, ოღონდ იმ შემთხვევაში,თუ იგი ერთმნიშვნელოვნად მართლმადიდებელ “ანუ” შესაბამისად - ქართულ ეკლესიადმოიაზრება. თუ პირველის შესახებ კრიტიკა-მსჯელობა დაშვებულია, მეორე – ხელშეუხებელია,უფრო სწორედ - სიტყვაშეუხებელი. არადა, რაც უფრო ღია და შემწყნარებლურია სეკულარულისაზოგადოება, მით უფრო ნაკლები “წმინდა ძროხა” ჰყავს მას.

ამას წინათ ილიას უნივერსიტეტის წინ “პერფომირებულმა” ვნებათა ღელვამ საქართველოშიყველაზე ძლიერი მორალური პანიკის შეტევების მოწმე გაგვხადა. ნაკლბადმნიშვნელოვანი,არაეპოქალური მოვლენა - წიგნის პრეზენტაცია ლამის ქვეყნის ცხოვრების მთავარ “ნიუსად”იქცა, ამ ისტორიის “პროვოკატორი” გმირები კი “იქით”, “იმათთან” მდგომ ერთგვარ სახალხოეშმაკებად თუ ეშმაკუნებად, ჭინკებად გადაიქცნენ; “აქეთ”, “ჩვენთან” მდგომნი კი მორალისსარანგებად, ანტიეშმაკებად თუ ენტიეშმაკუნებად, ანტიჭინკებად ანუ ჭეშმარიტმართლმადიდებლებად, ჭეშმარიტ ჰომოსაპიენსებად, ჭეშმარიტ ქართველებად და კიდევ სხვასახის ჭეშმარიტებებად. ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ ცხადად გვაჩვენა, თუ რა ადვილიასაქართველოში ეპატაჟური “აურის” შექმნა და რა ძნელი დასაკუთრებული, “სამუდამოდგარანტირებული” ადგილიდან უკვე დადგენილი, ჩაცემენტებული, როლური მოდელების,მათივე “აურებითურთ”, ადგილიდან დაძვრა. ზეგროტესკულ - ზეკიჩურია, როცა ისტერიკაშიჩავარდნილი მართლმადიდებელი კომკავშირელი მარიამის წილხვედრ ქვეყანაში“ღვთისმშობლის შემგინებელს” დედას რამდენჯერმე ხმამაღლა თავად უგინებს და მერე“საქართველოს გაუმარჯოს!” დასჭექს, რასაც სხვები უნისონში მხარს უბამენ. ამავე დროსქართველის სამეტყველო რეპერტუარში არა მარტო სხვისი, არამედ საკუთარი მშობლის გინებისინცესტური “ეპიზოდი” ლამის “პოპ – ჰიტ - პარადული”, “ჰიპ-ჰოპური” ჟანრი გახდა.ურამორწმუნეთა “მორალური ჯვაროსნული სვლა”, ერთის მხრივ, “ეროვნული იდენტობისშესანარჩუნებლად” და, მეორეს მხრივ, “ლიბერალ-ატლანტიკური დიქტატურის ექსპანსიის”საწინააღმდეგოდ თავისი მთელი ეტრიბუტიკითა და მოწოდებებით, რაშიც მედია, ბუნებრივია,უყოყმანოდ ერთვება, თანაც ხშირად ჰიპერბოლურად, ქართული საზოგადოებისთვის არახალიმოვლენაა. პრინციპი მარტივია: არაა აზრი, არაა პრობლემა. არაა ტექსტი, შესაბამისად – არცპრობლემაა. არაა ადამიანი, პრობლემაც არაა – ეს პრინციპი მეინსტრიმული აღარაა, მაგრამმაინც: ნაბიჯი განზე, ზევით, ქვევით ღალატის ტოლფასია. საბჭოთა კავშირის არსებობის დროსისტორიის სახელმძღვანელოები და პედაგოგები გვასწავლიდნენ, რომ “ჯვაროსნული ომები”ამორალური და პრიმიტიული იყო. დღეს მამაოთა ქადაგებაში კანტი-კუნტად, მაგრამ მაინც (საკუთარი ყურით მომისმენია), უცხოს, განსახვავებულის მიმართ კოლექტიური, ალბათ,იგულისხმება სამრევლო “დარაზმვის” აუცილებლობის ხან ღია და ხანაც ფარული მოწოდებებიგაისმის. როგორც ჩვენი უახლოესი ისტორია გვიჩვენებს რელიგიური იმპულსების გაღვივება და“კოლექტიური მგრძნობელობის” აჟიტაცია რთულ და მიუღწეველ საქმეს სულაც არწარმოადგენს. ამის ნათელი მაგალითია, საქართველოში ბაპტისტური რელიგიურილიტარატურისა და “ბაპტისტების ბიბლიის” აუტოდაფეს უნიკლაური პრეცენდენტი, ასევერელიგიურ ექსტრემისტთა მიერ შეთხზული ობსკურანტული მითი, რომ ბიბლია ბაპტისტურიან იეღოვური შეიძლება იყოს და შესაბამისად – სატანისტური. მაგრამ ბიბლია ბიბლიაა. ეს,ალბათ, პირველი შემთხვევა იყო, როცა კანონიკურ ტექსტს საქართველოში ჯვარმოღერებული“მღვდლის” კურთხევით ცეცხლი წაუკიდეს.


მას მერე, რაც ბრიტანელმა სოციოლოგმა სტენლი კოენმა, რომელიც ახალგზარდულმოძრაობებს აკვირდებოდა, ტერმინი “მორალური პანიკა” შემოიღო, დასავლეთში ამსიტყვათშეთანხმების სხვადსახვა ინტერპრეტაცია ფართედ დამკვიდრდა, მაგრამ არა –საქართველოში. ამ მხრივ განსაკუთრებულად თვალშისაცემია ერთგვარი კონტრაპუნქტი,რომელიც არა მარტო მიდგომათა განსხვავებულობას, არამედ დროსა და სივრცეშისაზოგადოების განვითარების ისტორიულ, მსოფლმხედველობით სტატუს-კვოს საკმაოდცხადად და მკაცრად ახასიათებს და მორალურ პანიკას სხვადასხვა წარმომავლობას უქმნის. ესგანსაკუთრებით კამათის, დებატის, დიალოგის დროს შეიმჩნევა. აშშ-ში, როცა ადამიანიგრძნობს, რომ მისი სიტყვის ან გამოხატვის უფლებას აკრიტიკებენ ან ზღუდავენ, იგი ამბობს: “ეს ამერიკაა”. ინტონაცია ვარიაბელურია. ამით ყველაფერია ნათქვამი. არაა საჭიროკონსტიტუციის მუხლების, დათქმების, გაეროს ადამიანის უფლებების დეკლარაციისპარაგრაფ-პუნქტების ანდა ბრძენკაცის ნააზრევის ციტირება. “ეს ამერიკაა”, მორჩა დაგათავდა. საქართველოში ანალოგიურ სიტუაციაში ნათქვამი “ეს საქართველოა” (ასევეინტონაციათა ვარიაბელურიბით) აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსის მატარებელია.იგი იმთავითვე კონსტიტუციის თუ საერთაშორისო კონვენციებით, პაქტებით მინიჭებულუფლებებსა და მოვალეობებს სულაც არ ნიშნავს. არამედ - ყველაფერს, ამათ გარდა. ამასთანდაკავშირებით ორი შემთხვევა მახსენდება. ერთ-ერთ პოპულარულ ამერიკულტელეგადაცემაში მოწვეული სპეციალისტი (როგორც ჩვენთან იტყოდნენ, პროფესორი) მამაკაციგრაფიკული, გადიდებული თვალსაჩინოებების ფონზე ქალის ანორგაზმიის მიზეზებზე, მისგანგამოწვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და თერაპიაზე დეტალიზირებულად დაპროფესიონალურად საუბრობდა. გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ცნობილმა მსახიობმა ქალმაარტისტულად დაიმორცხვა – პასუხად კი კოლეგისგან, ყოველგვარი ირონიის გარეშე, მიიღო: “ეს ამერიკაა”. ორიოდე წლის წინ რუსული რადიოს ჟურნალისტი ქართველ პოლიტოლოგსწაგებულ ომთან და კიდევ სხვა საკითხებთან დაკავშირებით კომენტარს სთხოვდა, რაზეცრესპონდენტმა, ფაქტობრივად, ნიშნის მოგებით, ასე უპასუხა: “ეს საქართველოა. აქ მორალიუმაღლესი ღირებულებაა და არავის ეპატიება ამორალურობაო” (ალბათ, იგულისხმებოდა ისიც,რომ ომის წაგება ამორალური ქმედებაა). ამ ზედაპირული შედარებით, ქართული ტრადიციულიდისკურსიდან შემდეგი “მორალური” დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი. ამერიკა და არამარტო ის - ამორალურია, საქართველო – მორალური. ქართველი პოლიტილოგის სიტყვებს თუკიდევ ოდნავ “ავუხირდებით”, “მოგვეჩვენება”, რომ რუსეთიც ამორალურია, ოღონდ ზოგიერთისაზრით, მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც არამართლმადიდებელია ანუ არაერთმორწმუნე.

საბჭოთა კავშირის დანგრევისა და ძველი იდეოლოგიის კვდომის ფონზე პოსტკოლონიალურქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, თითქოსდა შეუმჩნევლად მართლმადიდებლური“უკლონის” ახალია იდეოლოგია გაჩნდა. “სვეცკი საუბრებში” გაზეპირებული ფრაზის“სასოწარკვეთა ცოდვაა” გვერდით არაერთხელ მომისმენია “მოდური” მოძღვრის ყოლისპესტიჟულობის ხაზგასმა “ვამე, ლა საკვალელია!”-ს შეძახილით ანდა ამა თუ იმ მამაოსერთმანეთისთვის რეკომენდირება მისი ინდივიდუალური სამწყემსოს ავტორიტეტიანიწევრების ჩამონათვლით. ეს ის პერიოდია, როცა პარლამენტის სპიკერი ქალბატონიცა დაოპოზიციური პარტიების თავკაცებიც პატრიარქის დაბადების დღეზე საჩუქრების გადამცემთაცოცხალ რიგში ერთად იდგნენ და ტელევიზიის წინაშე მოკრძალებული ღიმილით თავიანთიძღვენის სულიერ ფასეულობაზე საუბრობენ. მაგრამ მოგვიანებით ერთი შეხედვით თითქოსუწყინარმა სნობიზმმა სულ სხვაგვარი არასნობური იერი მიიღო. თავი რომ დავანებოთ ქვეყნის“სელებტითების” აუცილებლად პატრიარქის პირიდან ლოცვა-კურთხევის მიღების დაუწერელ“კანონს”, საქმე უფრო გართულდა: “ეკლესიურად” მცხოვრებნი მამაოს რჩევის გარეშევიტამინების მიღებასაც ვერ ბედავენ, განსაკუთრებით თუ სავიტამინო, უფრო სწორედ,ავიტამინოზური დრო მარხვას ემთხვევა. მაშინ, როცა დასავლეთს ლოკალურ და გლობალურ“სოფელთან” დაკავშირებულ ტრივიალურ პრობლემებთან ერთად ნანოტანსაცმლის დიზაინისნიუნსებიც აინტერესებს, საქართველოში პერმანენტულად მიმდინარე ომებისა და თავსდამტყდარი უბედურებების შემაჯამებელი კითხვა, რომელიც რეიტინგით “ვინ არისდამნაშავე?” და “რა ვაკეთოთ?” –ს აშკარად უსწრებს, იყო და არის ეგზისტენციალური: “გვეშველება? გადავრჩებით?” (ინტონაცია აქ ნაკლებადვარიაბელურია). მავანთათვისბაზალეთის ტბის გამოცანა ამოხსნილია და გადამრჩენელის ვინაობაც მრავლუცნობიანიგანტოლება აღარ გახლავთ.

ბუნებრივია, პოსტსაბჭოურ საზოგადოებაში ტოტალიტარიზმი თავისი ორგანული პროდუქტით– ტოტალიტარული აზროვნებით დღეს მწყობრი იდეოლიგია ვეღარაა, მაგრამ მაინც - იგისამარკო ნიშნად, სასაქონლე ერთეულად კვლავ რჩება, როგორც, მაგალითად, გორის “ბრენდი” -სტალინის ძეგლი, ადგილობრივ ეკლესიაში სტალინის ჩარჩოიანი დიდი პორტრეტისკურთხევის რიტუალით.



ამ ძეგლის ქალაქის ცენტრში არსებობას კიდევ ექნებდა სუსტი, მაგრამ რაღაც გამართლება, რომიქ (მოსკოვში “სოლოვეცკის ქვასთან” ყოველწლიურად სტალინური რეპრესიების დროსდაღუპული ადამიანების სახლ-გვარებს საჯაროდ მარცვლავენ), ხმამაღლა, წელიწადში 365 -ჯერ თუ არა – ერთი დღე მაინც წითელი ტერორის მსხვერპლთ მოიხსენიებდნენ, თუნდაც არაისეთი ომახიანი ხმით, როგორითაც რუსთაველის “ვეფხისტყაოსანს” კითხულობენ. ანდა ისე,როგორც ისრაელში იად ვა - შემის კატასტორფის მუზეუმში ფირზე ჩაწერილი ხმა ჰოლოკოსტისდროს დაღუპული ბავშვების სახელ – გვარებს, დაბადებისა და სიკვდილის თარიღებს რომ“ტრანსლირებს”; გორის ეკლესიის გუმბათქვეშ გულაგის მსხვერპლთა სახელ-გვარები ისმოდეს,სულის მოსახსენიებელს კი მათ და არა გულაგის მთავარ მენეჯერს უკითხავნენ. . .

1990 - იანების მეორე ნახევარში არასამათავრობო ორგანიზაციების (სექტორის) ბუმის,კოსმოსური სიჩქარით მომრავლებასთან ერთად, საერთაშორისო ფონდების მიერ აღმოსავლეთევროპითა და ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკებით დაინტერესების პარალელურად ეკლესიაცარასამათავრობო ორგანიზაციის მაგვარ ინსტიტუტს დაემსგავსა, რომელიც სხვაორგანიზებული ერთობის დარად თავისი მიზნებით, წესდებით, გამგეობით, სოციალურ –ეკონომიკურ - პოლიტიკური, მედიური ქსელებითა და კაპიტალით გადარჩენისთვის,სტაბილურობისთვის და გავლენისთვის იბრძვის. ისევე როგორც სხვა რამ, რომელსაც არსებობარკინისფარდაახდილ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ანუ ჩვენებურ ენაზე “ჯუნგლებში”უწევს. მაგრამ “უბრალო მოკვდავი” ენ-ჯი-ოსაგან განსხვავებით, იგი გრანტს ადგილზევე,სახალხო ხაზინიდან იღებს, რაც მას ცნებისგან “არასამთავრობო” იმთავითვე აცილებს.პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში გაჩნდა რამდენიმე სახის კულტივირებული მორალური პანიკა,რომელიც ფორმითა და სიმძაფრით განსხვავებულია, მაგრამ შინაარსით, ფაქტობრივად,ერთმანეთის იდენტურია, იქნება ეს მორალური პანიკა მაჰმადიანი მესხებისრეპატრიაციასთან, “ანტიმართლმადიდებლობის მომძლავრებასთან”, ეკუმენიზმთან,დასავლურობასთან, ნატოსთან, “ჩინელების მომრავლებასთან”, “იეღოველებისგანწალეკვასთან” თუ ისტორიულ გმირთა სახელების ლიტერატურულ სიუჟეტებშიგამოყენებასთან დაკავშირებული თემა, რისი არც ისე დაფარული ჯამური აზრიანტიქართულობად უნდა იკითხებოდეს. რასაკვირველია, არა მთელი საზოგადოებისთვის.საქართველო არ წარმოადგენს გამონაკლისს. დასავლეთის ისლამიზაციასთან დაკავშირებულიმორალური პანიკა გუშინ არ დაწყებულა, ისევე როგორც არც პანიკა მიგრაციული პროცესებისინტენსიფიკაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ევროპასა და ამერიკაშიც ლამის“ცივილიზაციათა ომად” ნათლავენ; ანდა მორალური პანიკა აბორტების “პრო და კონტრა”მსჯელობისას მისი დაუსრულებელი საპროტესტო მიტინგებითურთ დამემარცხენეობა-მემარჯვენეობის ვექტორებით; ზედმეტ წონასთან დაკავშირებული,ზღვარგადასული, დიეტომანიურ-მედიკამენტოზურ-ქირურგიული ბრძოლა, რომელმაცამერიკაში უკვე არადეკვატური, ლამის ფსიქოზური ფორმა მიიღო. რაც უფრო დიდ პანიკასტეხს მედია, რაც უფრო მეტ დიეტას პროდუცურებს კულინარული ინდუსტრია, ხოლო მედიცინა “ობესიტის” წინააღმდეგ ბრძოლის მეტ საშუალებას წარადგენს, პირველი ლედი კიქმრისა და ქვეყნის ჯამური ქოლესტერინის გამო წუხს, მით უფრო მეტი მსუქანი, დიაბეტითადა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონდე ადამიანი დადის ქვეყნის ქუჩებში დასაავადმყოფოებში წევს. ამერიკაში დიდი ხანია მძვინვარებს პედოფილიასთან დაკავშირებულიმორალური პანიკა და მას სავსებით რაციონალური ახსნაც აქვს, მათ შორის, სტატისტიკურიც.აქ ყველამ იცის, რომ მეზობლის ან სხვისი ბავშვის უწყინარი მოფერება სასამართლო დარბაზშიპედოფილიაში წაყენებული ბრალდებით შეიძლება დასრულდეს. ამგვარ “ქეისებს” ამერიკაშივერც ქართველები გადაურჩნენ. მთავარია, იცოდე ანუ გქონდეს ინფორმაცია, რომ ბავშვთანწათამაშებას, ზედმეტ ყურადღებას არ მიესალმებიან (ასევე უნდა იცოდე, რომ ამერიკაშისრულწლოვანად 21 წლის ადამიანი ითვლება), რომ გრძნობების იმ სახით გამოხატვამ,რომელიც სამშობლოში კომუნიკაციის საზოგადოდ მიღებულ ჩარჩოში ჯდება, ოკეანისგადაღმა, როგორც მინიმუმ, პოლიციის განყოფიელებაში შეიძლება ამოგაყოფინოს თავი, თუმცააქვე ავტომატურ რეჟიმში ირთვება სოციალურ-სამართლებრივი სისტემა, რომელიც “ლინჩისწესის აგებას” იმთავითვე გამორიცხავს. საზოგადოება სახელმწიფოს მეშვეობით ანუსახელმწიფოსთვის გადახდილი ფულით პედოფილებზეც ზრუნავს, სასჯელის მოხდის შემდეგმათ სპეციალურ სარეაბილიტაციო პროგრამაში რთავს. ამას წინათ 100 წლის პედოფილიციხიდან გამოვიდა და სამეთვალყურეო სამსახურებმა და მედიამ ყურები ცქვიტა, მეორეს კი,მაგრამ არც მთლად ასეთ ასაკოვანს, ერთ-ერთი შტატის უდაბნოში სახლიც კი აუშენეს, სადაცმან განმარტოებით უნდა იცხოვროს. თუმცა ამავე დროს მეზობელი სოფლის ბინადარნიკანონის ფარგლებში “არასახარბიელო” ბიოგრაფიის მქონე ახალმოსახლის შესახებ წინასწარგააფრთხილეს.

5 წლის წინათ სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში ერთ ძალიან საინტერესო კონფერენციასსახელწოდებით “სექსუალური უფლებები და მორალური პანიკა” დავესწარი, სადაც მთელიმსოფლიოს მეცნიერები, მკვლევარები საზოგადოების სხვადასხვა სფეროში არა მარტო კოენისმიერ განსაზღვრულის, ასე ვთქვათ, კლასიკური (მედიური) გაგების მორალურ პანიკაზე,არამედ, ყოფით დონზე მისი კონსტრუირების მექანიზმებზეც ყვებოდნენ. იმაზე, თუ როგორააჩართული სახელმწიფო, ოჯახი, მედია, საგანმანათლებლო სისტემა, ეკლესია თუ სხვადასხვასაზოგადოებრივი ინსტიტუტები სექსუალობასთან დაკავშირებული საპანიკო ტრენდების, “კოლექტიური სტრესების” პროდუცურებაში. მორალური პანიკა საზოგადოების ერთგვარნორმალურ, ჯანსაღ რეაქციად განიხილება, თუმცა იგი ამავე დროს ძალიან მარტივადსტერეოტიპებით, ცრურწმენებითა და ჭორებით (ყვითელ მედიას არ ვგულისხნობ) იქმნება ანუმას ხან აქვს, ხანაც არანაირი რეალური კავშირი არა აქვს “საპანიკო სუბიექტთან/ობიექტთან”,იქნება ეს სუბკულტურა (ახალგაზრდული გაერთიანებები, პოპი, როკი, ჰიპები, პანკები,სახელოვნებო მიმდინარეობები, ე.წ. “დეგენერატიული ხელოვნება”), მტრის ხატის შექმნისპროცესი (კომუნიზმი, კაპიტალიზმი, ტერორიზმი, სხვადასხვა “იზმი”, ისლამი და სხვარელიგიები, კონფესიები, რელიგიური სექტები), ვიქტორიანული თუ ანტივიქტორიანულიმორალი, სექსუალური უფლებები (სექსუალური რევოლუცია, მასტურბაცია, თინეიჯერებისსექსი და ფეხმძიმობა, გეი/ლესბი/ბი/ტრანს უფლებები), გენდერული თანასწორობა(ფემინისტური კრიტიკა, მათ შორის კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების დეკლარაციის,ბიბლიის), შიდსი, კრიმინალი, ნარკომანია, პროსტიტუცია, პორნოგრაფია (განსაკუთრებით -საბავშვო), ტრეფიკინგი, მარგინალური ჯგუფები, კომპიუტერული, ნანო და სხვაზეთანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება (High Tech Or High Risk), მათ შორისბიომეტრიული პასპორტების შექმნასთან დაკავშირებულიც.

1730 - დან 1731 - წლამდე ჰოლანდიაში 250 სასამართლო გაიმართა, რომელზეც 75ჰომოსექსუალ მამაკაცსა და ყმაწვილს ცოცხლად დაწვა მიუსაჯეს. “არაარიული” სექსუალურიორიენტაციის ადამიანებს ნაცისტურ გერმანიაშიც “არ სწყალობდნენ”, თუმცა მაშინდელ“მორალურ პანიკას” სულ სხვა საფუძველი ჰქონდა, ვიდრეჰოლანდიაში, სადაც სჯეროდათ, რომღმერთი მათ ამ სოდომიისთვის აუცილებლად დასჯიდათ, ჩრდილოეთ ზღვასთან აღმართულჯებირს გაანგრევდა და ქვეყანას წალეკავდა. 30 წლის წინათ სან-ფრანცისკოში ყოფილმაპოლიციელემა პირველი ამერიკელი “საჯარო” გეი პოლიტიკოსი ჰარვი მილკი მოკლა. ზედმერიის სხვა თანამშრომელიც “მიაყოლა”. თუ პირიქით. ჯერ არაგეი გამოასალმა სიცოცხლეს დამერე - გეი. მაგრამ რადგანაც სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების გუნდი ძირითადადგულანთებული კათოლოკეებისგან შედგებოდა, მას მხოლოდ 7 წელი მიუსაჯეს, ციხიდან კი 5წელიწადში გამოუშვეს. კვაზიმორალური პანიკის სიმპტომი გახლდათ სულ ახლახანსერთ-ერთი ამერიკელი ქრისტიანი მქადაგებლის თეზა, რომ მიწისძვრით დატრიალებულიუბედურება ჰაიტის აბორტებისა და “სატანასთან დადაბეული ხელშეკრულების” გამოდაატყდა ანუ ღვთის რისხვა – სამართლიანია, ხოლო უცილოებელი მიზეზი - ცნობილი.ჰაიტიში გამეფებული ტოტალური კორუფცია, როგორც მომაკვდინებელი ცოდვა, ნახსენები არიყო. მორალური პანიკის საფუძველზე წიგნებს, ფილმებს ასამართლებდნენ, კრძალავდნენ,ადამიანებს კუდიანობას სწამებდნენ, ცეცხლზე წვავდნენ, ებრაელებს ანადგურებდნენ,შავკანიანებს დევნიდნენ, ქალი ბოსელში მშობიარობდა. ქალს მართლმადიდებელ ეკლესიაშითავდაუბურავად, მითუმეტეს “კრიზისული დღეების” დროს ეკლესიაში შესვლა და ხატებთანმიახლოვება ახლაც ეკრძალება. ორიოდე თვის წინათ საქართველოში ”მოდელირებულიქრონიკის” ქართული ქრონიკები კი თავად გახდა არა მხოლოდ მორალური პანიკის, არამედზოგადად ფართომასშტაბიანი პანიკის კლასიკური მაგალითი, როცა მედია, მისი აზრით,კეთილი მოსაზრებებით ნებსით თუ უნებლიედ შოკსა და პანიკას თავად სთესს. რისშედეგადაც მთავარი გახდა არა “მოდელირების” როლური მოდელი თავის მიზეზ-შედეგობრივი,ანალიტიკური კავშირით, არამედ თავად პანიკა თავისი როლ-პერსონალიებით.

სტენლი კოენი თავის ემპირიულ ცოდნაზე დაკვირვებით მორალური პანიკის განვითარებისსხვადასხვა სტადიებს განიხილავდა: პირველ ეტაპზე “საპანიკო თემა” ანუ მოვლენა დუმს,შესაძლებელია ათწლეულების განმავლობაშიც, მაგრამ როგორც კი ინცინდენტი მოხდება,მედია მას ისე აბუქებს, თითქოსდა ხალხს რაიმე ახალ მოვლენასთან აქვს საქმე. არადა პანიკაშესაძლებელია სულაც ყალბი იყოს, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა არა აქვს. მერე პუბლიკაყვირის “რატომაა უმოქმედოდ მთავრობა-პოლიცია და სხვები?!” თუმცა ყველა ისევ და ისევაცნობიერებს, რომ ამჯერადაც ახალი არაფერი მომხდარა; რომ ადამიანები ამ მოვლენასთანსაკმაოდ მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. მთავრობისა და პოლიციის მთავარი მიზანიწესრიგის შენარჩუნება კი არაა, არამედ ის, რომ ისინი უმოქმედობაში არ დაადანაშაულონ.მერე დგება ე.წ. სენსიტივიზაციის მომენტი, როცა დაძაბულობის ზრდასთან ერთადსახელმწიფოც შესაბამისად რეაგირებს ანუ იძაბება. ამან კი ახალი ინციდენტები შეიძლებაგამოიწვიოს. ეს ციკლი შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს.

მორალური პანიკა საქართველოში არა ერთ ტექსტს, ლიტერატურულ ნაწარმოებსა დამხატვრულ ფილმს გამოუწვევია. ძალიან ბუნდოვნად, მაგრამ მაინც მახსოვს დოდონაკიზირიას ოთარაანთ ქვრივზე დაწერილ მოსაზრებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი. მას მერესაზოგადოება “პროვოკაციულ ტექსტებთან” დაკავშირებით გამუდმებით ბობოქრობს. ლაშაბუღაძის “პირველი რუსის” გამო საპატრიარქოს მიერ ინიცირებული დარცხვენის ისტორია,პანტომიმის თეატრის მიერ დადგმული წმინდა გიორგის ცხოვრების ამსახველი სპექტაკლისაკრძალვა, საზოგადოებრივ და კერძო ტელეარხების სატელევიზიო პოლიტიკაში,საგანმანათლებლო სისტემაში ჩარევის მცდელობა კი უკვე XXI საუკუნის ეპიზოდებია.საპატრიაქრო წლების განმავლობაში “ვერ ამჩნევდა” “კავკასიური სახლის” მიერ ინიცირებულსამშვიდობო აქციას “ლოცვა კავკასიის გადარჩენისთვის”, მაშინ როცა სხვადასხვა კონფესიისწარმომადგენლები არ მარტო საქართველოში, არამედ მის გარეთაც, ენთუზიაზმითუერთებოდნენ მას. მაგრამ გაცილებით ცხადად, დეტალიზირებულად მახსოვს და არასოდესდამავიწყდება ის, რაც თავად მე გადამხდა, როცა 18 წლის წინ, თბილისში სამოქალაქო ომისდასრულებიდან რადენიმე თვის შემდეგ მესამე კურსის სტუდენტმა გაზეთ“იბერია-სპექტრისთვის” მიწიერ საქმეებზე სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელირელიგიური მოღვაწეების გამონათქვამები შევკრიბე. როგორც კი ეს დაიბეჭდა, რედაქციაში დარედაქტორთან სახლში ისეთი ამბავი ატყდა, რომ მთლად სალმან რუშდი არა, მაგრამ ჩემითავი მისი მკრთალი ანალოგი ნამდვილად მეგონა. მას მერე, რაც რედაქტორის გაუთავებელიფსიქოლიგიური ტერორის შემდეგ იგი იძულებული გახდა ჩემი “დემონური ტექსტით”შთაგონებული, განსრისხებული მართლმადიდებლებისა და საზოგადოებრივი მორალისდამცველთა მიერ დაწერილი რეპლიცა დაებეჭდა, ჩემის ორთავ თვალით წავიკითხე(რედაქტორმა ჩემი გვარ-სახელი ამოიღო, მაგრამ ისედაც ცხადი იყო, ვის გამო გაისარჯნენ),რომ ვარ მასონი, სუკის აგენტი, რომ ვარ ქვეყნის ფუნდამენტის შემრყევი, რომ კათოლიკე დამუსლიმი მოღვაწის ნააზრევის მოძიებითა და გამოქვეყნებით სატანას სამსახურში ჩავდექი,რომ ჩემნაირები სამყაროს მორალურ სახეს ამახინჯებენ და საქართველოს ღალატობენ.სასწრაფოდ შევუდექი საპასუხო წერილის წერას, რომელმაც, ფაქტობრივად, 18 ფურცლიანირვეული მთლიანად გაავსო. რედაქტორი მაფთხილებდა, რომ განრისხებულთა, მაგრამ“არანაფიცმსაჯულთა” რამდენიმეკაციანი (მთლად თორმეტნი არ იყვნენ და, მგონი, არცმღვდელი ერია მათ შორის) ჯგუფი ჩემს ტელეფონს, მისამართსა და საერთოდ იმის გაშიფრვასმოითხოვს, თუ რა ძალები იმალება ჩემი კუდიანი ზურგის უკან. - ჯობს, ეს შეხვედრარედაქციაში მოხდეს, ვიდრე სხვაგანო – მირჩია ცხონებულმა ირაკლი გოცირიძემ. დავუჯერე.მაშინ რედაქცია ახლანდელი ომბუდსმენის ოფისში იყო განლაგებული, სადაც დევნილებიცხოვრობდნენ. მახსოვს დიდ ოთახში გაზეთის ყველა თანამშრომელი შეიკრიბა, მამხნევებდნენ- მაგრად დადექ, შენთან ვართო. მე მაგიდასთან დამაჯინეს, თვითონ გარშემო შემომისხდნენდა ასე ერთად “მოვლენის” ლოდინი დავიწყეთ. მალევე მოვიდნენ, დამხედეს, სკამებზე არდასხდნენ, ეშმაკის რქები და კუდი რომ ვერ აღმომიჩინეს, პირდაპირ “ვერბალურ საქმეზე”გადავიდნენ, ხმას აუწიეს, წარბები შეკრეს, ანერვიულდნენ, აყვირდნენ, აღშფოთდნენ,მოღალატეობის ცოდვაზე მითხრეს რაღაც, ჩემთვის უცნობი ციტატები თქვეს, გამკიცხეს,დამემუქრნენ, მათ შორის ჭეშმარიტების სახელით, დამარიგეს, მერე ისევ აღშფოთდნენ და მერეკიდევ აყვირდნენ, მერე ისევ დამარიგეს. ბევრი არგუმენტი მოვუყვანე, თანაც ჩუმად დამშვიდად. ხშირად ჩემს რელიგიურ “წარმომავლობაზე” მეკითხებოდნენ, რაზეც პრინციპულადარ ვპასუხობდი, რადგანაც ეს მათი საქმე არ იყო. იმისთვის, რომ გაეგოთ რას ვამბობდი,იძულებული იყვნენ გაჩუმებულიყვნენ. დროებით. ჩემი არგუმენტებიდან რამდენიმესმოგახსენებთ: ვუთხარი, რომ ჩემი ნათლულის მამა კათოლიკეა, დედა - მართლმადიდებელიდა ორივე საქართველოს მოქალაქეა (ერთმა მამის მისი სახელი და გვარი მთხოვა და არმოვახსენე), სამაგიეროდ ფალიაშვილისა და თამარაშვილის კათოლიკობა გავანდე დაჩემთვისაც მოულოდნელად რატომღაც იმ “ფირმა” ჰალსტუხების ხატოვნად დახასიათებასშევუდექი, რომელიც თითქმის ყველას ეკეთა: ქსოვილი ბუდისტის შექმნილი, დიზაინი –ებრაელის, მკერავი - ბაპტისტი, შეფუთვა- კრიშნაიტის, ტრანსპორტირება – მუსლიმანის,მაღაზიის გამყიდველი - ათეისტი, ფულის ერთეული - კათოლოკეს მიერ დასტამბული.ამგვარმა მრავალფეროვნებამ და ისევ კათოლოკეს ხსენებამ კიდევ უფრო აღაშფოთა ისინი.ბოლოსკენ კიდევ იყვირეს, ადრენალინი აფრქვიეს, ჭკუაზე მოსვლა მირჩიეს, სამშობლოსსახელოვანი წარსული და ციხე-კოშკები გამახსენეს, გაზეთში ჩემზე ახალი წერილისგამოცხობით დამემუქრნენ და წავიდნენ. ჩემი საპასუხო წერილი კი გამოუქვეყნებლი დარჩა.რედაქტორმა ამხელას რა დაგვაბეჭდინებს, მოდი, ორ გვერდამდე დავიყვანოთო. მერე კიირაკლი გოცირიძე დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს, გაზეთი დაიხურა და ჩემი პასუხიც 1990 - იანებისდასაწყისის უსახელობამ შთანთქა.



***

ამას წინათ, ჩემი ერთი ნაცნობი – მგზნებარე კათოლიკე იტალიელი ქალბატონი - ახლახანსწაკითხული წიგნის, კეთლინ მაკგოუანის ბესტსელერის "The Expected One" (დაახლოებით ასეშეიძლება ითარგნოს: “ის, ვისაც მოელოდნენ”) მოკლე შინაარსსა და თავის ხატოვანშთაბეჭდილებებს მიზიარებდა. ამ წიგნს ისეთი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, როგორიც ნიკოსკაზანძაკისის “ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას”, მის ეკრანიზაციასა და დენ ბრაუნის “დავინჩის კოდსა” და ერთმოსახელე ფილმს. ქრისტეს, წინასწარემეტყველთა და ზოგადადბიბლიურ თუ სხვა რელიგიურ ფიგურათა ლიტერატურულ ტექსტებში გამოყვანა დასავლურიმწერლობისთვის არახალი მოვლენაა. ნოველა The Expected One ისევ და ისევ ქრისტესა დამარია მაგდალინელის ურთიერთობაზე, სიყვარულსა და ოჯახის შექმნის სურვილზემოგვითხრობს. ნოველიდან ჩანს, რომ მაგდალინელის პირველი ქმარი იოანე ნათლისმცემელიიყო (მათ ერთი შვილი ჰყავდათ), როცა იოანე გარდაიცვალა ქვრივი ქალი ქრისტესოფიციალური მეუღლე გახდა და მათ ორი შვილი შეეძინათ. ნოველა კანონიკურად სრულდება.ჯვარცმით. ჩემს ამხანაგს ვკითხე, ქრისტეს ამგვარად წარმოჩენით თქვენს რელიგიურგრძნობებს შეურაცხყოფა ხომ მიაყენეს - მეთქი? გაუკვირდა, ეგ რა მკითხე, რა შუაშიაო? ჩემიმრწამსი არ შერყეულა, უბრალოდ, მე წიგნი, საინტერესო ფიცტიონ ნოველა წავიკითხეო, ლამისკიდევ ერთხელ ჩავუჯდე, ისე ხატოვნად წერს ავტორიო, თანაც “საერთაშორისო მწერალი”ყოფილა, 15 ენაზე თარგმნეს მისი რაღაცეები, სიამოვნები გავიცნობდიო, ლოს-ანჯელესშიცხოვრობს, ქმარი და სამი ვაჟი ჰყოლიაო, ნეტავი ადრე მის შესახებ რატომ არაფერი ვიცოდიო.წიგნს კი Amazon.com-ზე იყიდიო ანდა გათხოვებო, თუ გინდაო (ბოლოს მაჩუქა). - ეკლესიას ამწიგნზე რეაქცია არ ჰქონდა - მეთქი? – არ მოვეშვი. რას ჩამაცივდიო, რატომ უნდა ჰქონოდარეაქციაო? ვუპასუხე: - რადგანაც არაერთხელ ჰქონია-თქო. კიდევაც რომ ჰქონდეს, მაინცწავიკითხავო, სხვასაც გავუზიარებო, თანაც ეკლესია უსაქმური გიჟიც აღარააო, ყოველ ასეთმოთხრობაზე რეაგირებდესო, ჯობს კრიმინალს - კათოლიკე ბერ პედოფილებს მიხედოსო –ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა . . . და უმალ ჩვენი საუბარი ბესტსელერიდან პედოფილიის“ქეისის” განხილვაზე გადავიდა. რამდენიმე დღით ადრე CNN-ზე ლარი კინგის გადაცემაშიკეთილოკე მოძალადე მღდვლების მსხვერპლი ყრუ ბიჭები, უფრო სწორედ, უკვე 35-40 წლისმამაკაცები სურდოთარჯიმნის მეშვეობით ალაპარაკეს. საშინელება იყო ამ ყველაფრისმოსმენა: როგორ და რამდენჯერ გააუპატიურეს, ვინ იძალადა, როგორ სცემეს, როგორ დაენგრათცხოვრება . . . მერე დუბლინიდან, საკუთარი სახლიდან შინიდ ო კონერიც ჩართეს, რომელმაც 18 წლის წინათ პირდაპირ ეთერში რომის მაშინდელი პაპის სურათი დახია. პედოფილია ასე გააპროტესტა. 


ეკრანიდან ბალიშებიან დივანზე, ფეხმორთხმით მჯდომარე, კისერზე გრძელ ძეწკვზე დიდიჯვრით, სათვალეებიანი “დეიდა” საუბრობდა. იგი სულ არ ჰგავდა იმ “შინიდას”, Nothing Compares 2 U -ს რომ მღეროდა, ცრემლები რომ ჩამოუცურდა და ყოველდღე რომვატრიალებდით მის Nothing-ს. არც გადახოტრილი თავი, არც ის ჯიუტი და სევდიანი,ირლანდიული გამოხედვა. მე და ჩემმა ნაცნობმა ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ო კონერს ფსიქიკურიდაავადება აღმოაჩნდა, რომ მუდმივად დეპერსიაშია, ტირის და ანტიდეპრესანტებს სვამს.ვიხუმრეთ, ტირილს სიყვარულისთვის ხელი არ შეუშლია-თქო. მომღერალსა და კომპოზიტორსოთხი შვილი ჰყოლია და მზრუნველი მეგობარი მამაკაციც, თავგადახოტრილი თუ თავტვლიპა. . . ბოლოს ჩვენი საუბარი ტრადიციულად აქტუალური თემით – მსოფლიოში ძალადობისმომძლავრებით – დასრულდა. ოღონდ ქართული “გვეშველება, რამე?”-ს გარეშე . . .

ამერიკაში არც ერთმა მედიამ, მათ შორის კათოლიკურმაც, კათოლიკური ეკლესიისწარმომადგენლების მიერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მტკივნეულ თემას გვერდი ვერდა არ აუარა. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ სანამ მედიამ პედოფილიის შემთხვევებისააშკარაოზე არ გამოიტანა, ეკლესიამ თავად, თავის წიაღში ამ ცოდვის არსებობა არაღიარა.ბრიტანეთში ისეთი აზრიც კი გაჩნდა, რომ თუ პაპი იქ ჩავა, შეიძლება დაპატიმრდესკიდეცო. პარალელურად საუბარი ზოგადად სექსუალური ძალადობის “პოპულარობაზეც”მიმდინარეობდა, უამრავი ძველი და ახალი კვლევა შეგვახსენეს, მათ შორის - საჯაროსკოლებში სექსუალური ძალადობისა და თინეიჯერების ცხოვრებაში ვირტუალურ -ვერბალური სიძულვილის ენის არსებობის დამადასტურებელი უამრავი ფაქტიც.მსჯელობდნენ ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, თეოლოგები,პროფესორ-მასწავლებლები, ადამიანის უფლებების დამცველები, იურისტები, რელიგიურიპირები – ყველანი, მგონი, პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის გარდა.სენატორ-კონგრესმენებიც არ შემინიშნავს.მედიამ განაცხადა, რომ შარშანამერიკულკეთოლიკურ ეკლესიაში 6 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდაო. ბჭობდნენ: ეს ბევრია თუ ცოტაამერიკის 68 მილიონიანი კოთოლიკური თემისთვის, რამდენად “გამოდგება” ცელიბატიბავშვებზე ძალადობის მიზეზადო, გაიხსენეს პაპი იოანე მეორის ტრაქტატი “სხეულისთეოლოგია” ადამიანურ სიყვარულზე, როგორც ღვთის ხატზე და ა.შ. მერე ამას სულ სხვათემების გაშლაც მოჰყვა. შესაძლებელია თუ არა იყო კარგი ქრისტანი და ამავე დროს იყოჰომოსექსუალი? იგივე ლარის კინგის გადაცემაში “გრემისტი” ჯენიფერ ნაფი (ცოტა ხნით ადრემან ლესბოსელობა აღიარა), რომელსაც ქრისტიან მომღერალს უწოდებენ და პასტორი ბობბოსტფორდი პირდაპირ ეთერში საუბრობდნენ. ჩემთვის საყურადღებო იყო არა იმდენად ამორი რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე მდგომი ადამიანის არგუმენტაცია, რამდენადაცთავად საუბრის ფორმა, ტონალობა, მიმდინარეობა, სტილი, მოსმენის უნარი, სხეულის ენა,კორექტულობა, სიმშვიდე. არანაირი აგრესია, ჩვეულებრივი დიალოგი, აზრთაგაცვლა-გამოცვლა, კამათი და ჯენიფერის მხრიდან იმის ხაზგასმა, რომ იგი პასტორისარჩევანსა და მის შეხედულებებს პატივს სცემს. ბობ ბოსტფორდი: “ჯენიფერ, ეს ცოდვაა,მაგრამ მე აქ იმისთვის არა ვარ, რომ განგსაჯო. მე შენ მიყვარხარ, უბრალოდ გული მტკივა. მემიყვარს შენი მუსიკა. მე ვლოცულობ შენთვის”. ჯენიფერ ნაფი: “მე არ ვიცი, რატომ ვარ ასეთი,მაგრამ ვიცი, რომ სიყვარული არჩევანია და მე კარგად ვგრძნობ თავს, მე არა ვარ ვალდებულიდავმალო ეს. მე არ ვიტყუები. მე ვარ ის, ვინცა ვარ. მე ვარ რწმენის ადამიანი. მე ვარ ბედნიერი.ბობ, მე შენ მიყვარხარ. მე ვილოცებ შენთვის” . . . ჩემთვის, როგორც ქართველი მსმენელისთვის,რომელმაც სამშობლოში ახლახანს წიგნის გამო გამართულ მუშტი-კრივს უყურა, საინეტერესოიქნებოდა ამერიკელების რეტრო თუ პერსპქეტიული მიმოხილვა მომესმინა ეკლესიის, როგორცინსტიტუტის დამოკიდებულებაზე არა მხოლოდ ისეთი ადამიანური ცოდვისადმი, როგორადაციგი “არატრადიციულ სექსუალურ ორინტაციას” მიიჩნევს, არამედ ზოგადად აზრის, სიტყვის,გამოხატვის, ხელოვნების თავისუფლების მიმართ. მაგრამ არ უმსჯელიათ. როგორც ვხვდები,იმიტომ, რომ ამ საკითხმა აქტუალობა დაკარგა. არც ისე დიდი ხნის წინ – დავამატებდი. თუმცასაქმე არც ისე მარტივადაა.

XVI საუკუნეში შექმნილი “აკრძალული წიგნების ინდექი” (Index Librorum Prohobitorum)პუბლიკაციების, ნაშრომებისა და წიგნების ერთგვარი ინკვიზიციური ცენზურა გახლდათ.ერაზმ როტერდამელი, ვოლტერი, კანტი, ბალზაკი, ფლობერი და სარტრი, ფაქტობრივად, ლამისყველა დასავლელი ფილოსოფოსი, მწერალი თუ მოაზროვნე თავისი ნაწარმოებითურთ ამგვარ“რომაულ ინდექსში” მოხვდა (მოხვდებოდა), მათ შორის ნაციზმის იდეოლოგების ტექსტებიც,რატომღაც ჰიტლერის “ჩემი ბრძოლის” გარდა. 1966 წელს, როცა ვატიკანმა როგორც იქნაგააუქმა ეს ყბადაღებული “სია”, იმ დროისთვის “ინდექსმა” უკვე დაკარგა თავისი აქტუალობა.იგი ანაქრონიზმად გადაიქცა. ანაქრონიზმი ოფიციალურად კი გაუქმდა, მაგრამ კათოლოკურმაეკლესიამ მაინც დაიტოვა უფლება სიტყვიერად ჩარეულიყო მხატვრული ნაწარმოებებისგაყიდვა - გავრცელებაში, ეკრანიზაციაში, ხოლო თავის კათოლიკე თეოლოგებს, რომლებიცეკლესიას აკრიტიკებდნენ, “ნორმაში” ანუ “ორთოდოქსულ კანონში” ჩადგომისკენ მოუწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის კონსტიტუციის პირველი დათქმა ზოგადად სახელმწიფოს რელიგიური ცენზურის პრაქტიკის გამოიყენების უფლებას არ აძლევს, არც ისე იშვიათიაშემთხვევები, როცა რელიგიურ ფუნდამეტალისტთა დარეგისტრირებული ჯგუფები,ორგანიზაციად ჩამოყალიბებული არაოფიციალური ერთობები თუ ინდივიდები ზეწოლისსხვადასხვა ხერხებს, მათ შორის - ძალადობრივსაც იყენებენ, ხოლო არგუმენტად რწმენის,მორალისა და კონსტიტუციის ურთიერთდაპირისპირებას ასახელებენ. შედეგად საეროქვეყანაში ბიბლიოთეკებიდან და სასკოლო პროგრამებიდან ესა თუ ის წიგნი ქრება. თუმცა ეს,როგორც წესი, ფედერალურ დონეზე არ ხდება. ანუ ხდება ოლქის, ქალაქის, სკოლის, თემის, ბიბლიოთეკის ანუ თვითმმართველობის დონეზე. სამი თვის წინათ ერთ-ერთი სკოლისბიბლიოთეკის თაროს “ანა ფრანკის დღიური” მოაშორეს. არა აინტისემიტური მოსაზრებისგამო, არამედ სექსუალური კონტენტის გამო. წიგნების “ინკვიზირების” ტრადიცია დღესკანტი-კუნტად, მაგრამ მაინც გრძელდება. ცენზურის შედარებით ახალი ხილია“კორპორატიული ცენზურა”, რომელიც კომპანიის იმიჯის თუ შემოსავლის მავნებელინებისმისერი ინფორმაციის დაბლოკვას ემსახურება. ამგვარი ცენზურის შესახებ ფართედცნობილი არასოდეს ხდება. როგორც წესი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კორპორაციის“ექსტრემისტი” თანამშრომელი “გადონკიხოტდება” ან რომელიმე ჟურნალისტს საკმარისზეგრძელი ცხვირი აღმოაჩნდება ანდა ჰორიზონტზე ერინ ბროკოვიჩი გამოჩნდება.

წიგნებს არა მარტო ინკვიზიციის, არამედ XX და XXI საუკუნეშიც სხვადასხვა წარმომავლობისმორალური –პოლიტიკური, რელიგიური, სექსუალური, სოციალური - პანიკის თანხლებითკრძალავენ, თუმცა აკრძალვის მოტივებს შორის მკაცრი საზღვარის გავლება არც ისე ადვილია.წინა საუკუნეებში “აწესრიგებდნენ” ბოკაჩოს “დეკამერონს”, კაზანოვას “ჩემი ცხოვრებისისტორიას”, დე სადის “ჟიუსტინას” და ზახერ-მაზოხის “ვენერას ბეწვეულში”. 1973 წელს შტატიუტას ქალაქ ორემში მცხოვრები, წიგნის მაღაზიის მფლობელი სასამართლოსგადაწყვეტილებით იმის გამო დააპატიმრეს, რომ იგი ეილის “უკანასკნელი ტანგოს პარიზში”,ჰეგნერის “კერპლთაყვანისცემლობასა” და ბერჯესის “მექანიკურ ფორთოხალს” ჰყიდდა.აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ “ტანგო” და “ფორთოხალი” არაერთხელგაუცენზურებიათ, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც, პირველმა ოსკარი აიღო,მეორე კი ოსკარზე იყო ნომინირებული. აღიარების მიუხედავად სტენლი კუბრიკს სიკვდილითკიდევ დიდხანს ემუქრებოდნენ. ევროპის რიგ ქვეყნებში “მექანიკური ფორთოხალი”ოფიციალურადაც კი იყო აკრძალული. ისეთი სურათი, როგორიცაა 1990 - იანებისკინემატოგრაფიულ პრიზთა ჩემპიონი “შინდლერის სია”, აიკრძალა მალაიზიაში, ინდონეზიაში,ლიბანში, ფილიპინებზე, ტაილანდში – ქვეყნაში, სადაც პორნოპროდუქცია ღიად იყიდება. “სიონისტურ პროპაგანდაში” ბრალდების გარდა, “შინდლერის სიაში” სექსუალურიაღვირახსნილობაც დაინახეს. აშშ-ში მორმონთა ბრიკჰმენის უნივერსიტეტში “შინდლერის სია”მორალურად “მოაწესრიგეს” – შიშველი სხეულები და ეროტიკული სცენები მოაშორეს. დღესზოგიერთ ამერიკულ ტელეარხზე, კინოდარბაზებში ჩვენებისგან განსახვავებით, ფილმებიდანსექსს აქრობენ. სატელევიზიო ცენზურას ვერც ედრიან ლაინის “მოღალატე” გადაურჩა, ისევე,როგორც ოდესღაც - ვერც ელია კაზანის ოსკაროსანი “ტრამვაი “სურვილი”, ოღონდ მასსაკინოდარბაზო “ადაპტირება” მოუწყვეს; არც 1962 -სა და 1997 წელს გადაღებული“ლოლიტას” საეკრანო გზა იყო მარტივი. ორივე ფილმის “ვულგარული სცენების” წინააღმდეგგანსაკუთრებით მონდომებულად ილაშქრებდნენ ისეთი კათოლიკური ორგანიზაციები,როგორიცაა “კეთილი კათოლიკების საზოგადოება”. კუბრიკის “ლოლიტა” დიდი ხნისგანმავლობაში “მოგზაურობდა” ფილმის “C” და “R” კატეგოარიას შორის. ლაინის “ლოლიტასაც”მწყრალად უყურებდნენ. აშშ-ში 1999 წელს მისი ვიდეოვერსიის ყიდვა მხოლოდ ერთი მაღაზიისქსელში (Blockbuster Video) იყო შესაძლებელი. ამჟამად კი მისი შეძენა პრობლემა აღარაა.გაცილებით ადრე და თანაც უფრო მეტი სიტყვიერი მუშტი “ლოლიტას” ავტორსა და თავად ამ“კომედიას” (ნაბოკოვი მას ასე უწოდებდა) “წესიერი ხალხისგან” მოხვდა. საფრანგეთი დაბრიტანეთი ტექსტს მტრულად შეხვდა, თუმცა ამერიკის საბაჟოს “ლოლიტას” შემოატანზეაკრძალვები არ დაუწესებია, სამაგიეროდ მისი დასტამბვა ამერიკელ გამომცემლებს არუნდოდათ. რაც შეეხება სსრკ-ში “ლოლიტას” გამოცემას, ნაბოკოვი იქ ისედაც აკრძალული იყო,მითუმეტეს “პედოფილის თავგადასავლის” გამომზეურება არავის აზრდაც არ მოუვიდოდა.

პოლიტიკური მოტივებით მილტონის “არეოპაგითიკა”, გრიბოედოვის “ვაი ჭკუისაგან”,ბიჩერ-სთოუს “ბიძია თომას ქოხი”, პასტერნაკის “დოქტორ ჟივაგო”, ორუელის “1984”,გროსმანის “სიცოცხლე და ბედისწერა”, ზამიატინის “ჩვენ”, სოლჟენიცინის “არქიპელაგიგულაგი”, ლიტვინენკოსა და ფელშტინსკის “ფეესბე რუსეთს აფეთქვებს”, ასევემარქს-ენგელსის “კომუნისტური პარტიის მანიფესტი” და ჰიტლერის “ჩემი ბრძოლა”იკრძალებოდა. 1928 წელს რემარკის რომანმა “დასავლეთის ფრონტზე ცვლილებების გარეშე”გერმანელი სოციალ-დემოკრატები შეურაცხყო, ორი წლის თავზე იგი გერმნიაში აკრძალეს,ხოლო 1933 წელს რემარკის წიგნებს აუტოდაფე მოუწყვეს. იმავე წელს “ფრონტის” იტალიურადთარგმანიც აიკრძალა. 1933 წლის 10 მაისს ბერლინის უნივერსიტეტის შენობის პირდაპირსტუდენტებმა ებრაელი ავტორების 25 ათასი წიგნი მოაგროვეს და დაწვეს. 1929 წელს რემარკისნაწარმოები ამერიკელ ცენზორებსაც ვერ გადაურჩა. უფრო არა პოლიტიკური, არამედ ერთიუწყინარი სასიყვარულო სცენის გამო, რომელშიც ორი წლის უნახავ ცოლ-ქმარს საპირფარეშოშისექსი აქვთ. “დასაველთის ფრონტზე ცვლილებების გარეშე” აკრძალვების მიხედვით ერთ-ერთიჩემპიონი ტექსტია, თუმცა ამის გამო რომანის ეკრანიზაცია არ დაუწუნებიათ - 1930 წელსკინოაკადამიამ რეჟისორ ლუის მაილსთოუნს ოსკარი გადასცა. რელიგიურ ჰიპერპანიკას 1989წელს ამერიკელი კინოექსპერტებისთვის ხელი სულაც არ შეუშლია (შეიძლება შეუწყო კიდეც)იმაში, რომ მათ სერიოზული სკანდალების მიუხედავად სწორედ “ქრისტეს უკანასკნელიცდუნების” რეჟისორისითვის, მართინ სკორსეზესთვის ოსკარი მიენიჭებინათ.

1934 წელს ამერიკაში შეიქმნა “კინოპროდუქციის წარმოების წესების შესრულების ზედამხედველობითი ადმინისტრაცია”, რომელიც ფილმების გაშვება-არგაშვების საკითხსწყვეტდა. მაგრამ 1952 წელს კინოცენზურა ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდა. თუმცა მასმერე რასისტული, რელიგიური თუ სხვა სოციალური ჯგუფები ამა თუ იმ ფილმების ჩვენებისწინააღმდეგ მაინც გამოდიან. როგორც წესი, ამგვარი აკრძალვები მათი მხრიდან სწორედმორალის, ეთიკისა და წესიერების მათი გაგებითაა ნაკარნახევი. რომანს ”ვიღაცამ გუგულისბუდეს გადაუფრინა” მწარე და უცენზურო ენის გამო კრძალავდნენ. 1970-80 - იანებში კენიკიზის წიგნი სხვადასხვა შტატების ქალაქებში სასკოლო პროგრამიდან ამოიღეს. უფრო მეტადგაუმართლა მილოშ ფორმანის ერთმოსახელე ფილმს. იგი ეკრანებზე გამოსვლისთანავესაკულტო გახდა. თუმცა თავად კენი კიზს მოლოშ ფორმანის რეჟისურა არ მოსწონდა. არ უნდადაგვავიწყდეს ისიც, რომ საკმაოდ მრავლადაა ისეთი ნაწარმოები, რომელთა საცენზუროისტორია უფრო საინტერესოა, ვიდრე თავად ტექსტი. მედიის მიერ ატეხილი მორალური პანიკა კი ამგვარ “შედევრს” პროფესიულ რეკლამას უკეთებს, რის გამოც იგი ყურადღების ცენტრშიხან მოკლე, ხანაც დიდი ხნით ექცევა. მაგალითად, თომას ჰარდის “ჯუდი შეუცვლელი”, ბერნარდ კარის ფილმი “თმახუჭუჭა გოგონა” ანდა ჯეს ფრანკოს “სოფტ - ჰარდ” პორნო და“ჰორორ” ფილმები.

***

ერეკლე დეისაძის წიგნთან დაკავშირებული აჟიოტაჟის დროს დავის ერთი მხარე დანიაშიმუჰამედის კარიკატრების გამო ატეხილ ამბავს იმოწმებდა, რაც, ფაქტობრივად, იმისმაჩვენებელია, რომ “მაშასადამე ევროპელები” თეორიულად მზად არიან “მოსაშორებელნი” თეოვან გოგის გზას გაუყენონ. ექნებათ თუ არა მათ ამასთან დაკავშირებული მორალური პანიკისთავი და დრო – ეს სხვა საკითხია. “უკეთეს” შემთხვევაში “მკრეხელს” ბოდიშს მოახდევინებენ, “საშუალოდ აუარესში” – არასასიკვდილოდ “დაუპადიეზდებენ”, “უკიდურესად უარესში” –ეგვიპტელი პუბლიცისტი ფარაღ ფაუდასა და ალჟირელი მწერლის ტაჰარ ჯაუტის მსგვავსადსიცოცხლეს გამოასალმებენ. რეალურ - ოპტიმისტურადად თუ ვიმსჯელებთ, ეს ორიუკანასკნელი “გამოსავალი” ნაკლებსავარაუდოდ უნდა ჩავთვალოთ, პირველი – სავსებითშესაძლებლად. სსრკ-ში კი არასამთავრობო ორგანიზაცია “კეთილი კათოლიკებისსაზოგადოების” შექმნის აუცილებლობა არც არსებობდა, რადგანაც საბჭოური,პარტიულ-გებეშნიკური ცენზურა რომანს, სცენარს მაღაზიის დახლამდე და კინოთეატრამდეკი არა, რედაქტორამდე, გამომცემლობამდე, მითუმეტეს სტამბამდე ან გადასაღებ მოედნამდეარ მიუშვებდა. დასავლეთში კი, როგორც წესი, მორალურ პანიკას უკვე არსებული,დასტამბული, ეკრანზე გამოსული პროდუქტი იწვევს. ამავე დროს საკუთარი სიმართლის,უფლებების, საზოგადოების ინტერესებისა და მორალური თუ სხვა პანიკის ლეგიტიმურობისდასამტკიცებლად ყველა მხარეს სასამართლოსთვის მიმართვა არ ეკრძალება. ყოველშემთხვევაში იგულისხმება, რომ მოსამართლე კიდევაც, რომ მორალურად პანიკობდეს, იგიგადაწყევტილებას არა საკუთარი სიმპათია-ანტიპათიის, არამედ კანონის შესაბამისადმიიღებს.


არავინ უარყოფს, რომ ზღვარი გამოხატვის უფლებასა, იქნება ეს ხელოვნება თუ სექსუალობა,და სხვათა გრძნობების “დანდობას” თუ პატივისცემას შორის, საკმაოდ ფაქიზი, მოწყვლადი,დეტონაციური და წინააღმდეგობრვია. როცა 1987 წელს ანდრეს სერანომ ეპატაჟურიფოტოსურათი - თავისსივე შარდით სავსე ქილაში ჩაშვებული ქრისტეს პლასტმასისისჯვარცმა გამოფინა, რასაკვირველია, იგი მოელოდა, რომ გარშემო მორალური პანიკის მძლავრიქარბორბალა დატრიალდებოდა. ამ ქარიშხალმა და ავტორის მკრეხელობაში გამუდმებითდადანაშაულებამ სერანო ძალიან პოპულარულ ადამიანად აქცია. იგი ამერიკის “თანამდეროვეხელოვნების სამხრეთ - აღმოსავლეთის ცენტრმა” (CECCA) ორიგინალური სამხატვროენისთვის დააჯილდოვა კიდეც. მაშინ მწვავე კამათი იმასთან დაკავშირებით გაიმართა, რომამგვარი “კომპოზიციები”, ფაქტობრივად, ორ ფუნდამენტალიზმს ერთმანეთსშინაარსობრივადაც და ფორმალურადაც “მამასისხლად” აჯახებს და ინტრეპრეტაციებისთვის“ღრიჭოსაც” არ ტოვებს. პარალალურად იმის განხილვის ფონზე, რომ “ერეტიკოსი სერანოს” “ქრისტე შარდში” დაგეგმილი და პროვოკაციული შეურცხყოფაა, საუბარი ხელოვნებისექსტრემალური ენის მრავალფეროვნების, თავისუფლების შესახებაც მიმდინარეობდა. ერთისმხრივ, რელიგიურ-ინტელექტუალური გრძნობები ბობოქრობდა, მეორეს მხრივ, სამხატვრო თუთვითგამოხატვის კულტი თავისი ინტელექტულიზმით. ორივე სპეკულაციური თემა დამიდგომაა, პათოსური, სნობური, მგრძნობიარე, აჟიტირებული მაგრამ განა კიჩიც გამოხატვისუფლებაში “არ გადის”? სერანოს ამ სურათთან დაკავშირებული აყალ-მაყალი აშშ-ისკონგრესის ყურამდეც მივიდა, გამოფენაზე რამდენიმე ადამიანმა ფოტოსთვის ზიანის მიყენებასცადა. ამის გამო სურათის დაზღვევის ფასმაც მოიმატა და, შესაბამისად, სერანოც ერთ-ერთისენსაციური ანუ მოდური მხატვარი, უფრო სწორედ, ფოტოგრაფი გახდა. მერე იგიდამახინჯებულ გვამებსაც იღებდა, მაგრამ Memento Mori –მ “შარდის” ეფექტი ვერ გაიმეორა.თუმცა მიზანი უკვე მიღწეული იყო. სერანოს მხრიდან ყოველგვარი გადაჭარბებული,მორალური პანიკის გარეშე.



ერთი თვის წინ, მას მერე, რაც ამერიკელი ანიმატორების მიმართ რადილაკურ ისლამისტურსაიტზე მუქარა გაჩნდა, ავტორებმა პოპულარულ მულტსერიალში “სამხრეთ პარკი” ბუდას,ქრისტესა და სხვა რელიგიურ მიმდინარეობათა ფუძემდებლების ფიგურების გვერდით ერთიპერსონა არაორაზროვნად გააცენზურეს და . . . უწყინარ დათვად გადააქციეს. არადასიუჟეტის მიხედვით იქ მუჰამედი უნდა ყოფილიყო. “სამხრეთ პარკის” შემქმნელები ჭკუის,გამბედაობისა და იუმორის გრძნობის დეფიციტში შემჩნეულნი არ არიან. არც სერანო უჩივისალღოს აღების უნარს, ამიტომ იგი შარდით სავსე ქილაში მუჰამედის გამოსახულების“ჩაშვებას”, ალბათ, მოერიდება . . .

 "ცხელი შოკოლადი"
 27.05.10

No comments:

Post a Comment