ჩემში გავლებული ნაკაწრის გაქერქებული ენა
მკერდიდან ვიდრე იქამდე, სადაც შენი იწყება . . . ნაკაწრი.
უკვე ლურჯი, როგორც მკვდარი ბუზის თვალი. უგუგო.
სრიალა, როგორც გუშინ დაწყებული სიბერე.
სულ ახალი სიმჭკნარე. ჯერ კიდევ ცხელი. მერე - მოთბო.
სისხლივით მომჟავო. მერე - უგემო.
ცივ თითებს მიჩვეული ცელოფნის ხელთათმანების უძალობა.
უცერათითო თათმანების თათმანი
დატოვონ ნაკაწრი ჩემი მკერდიდან. შენს ნაკაწრამდე - არა.
უკვე განაკაწრამდე.
თებერვალი, 2003
კარგია . ნაკაწრს მკითხველზეც ტოვებს . .
ReplyDelete