ეულობა ფერუაზრო შავ სახელოში შესრიალდა.
მაჯა ჰქონია მარტო. თითები ადრე ჩამოღვენთია.
მე ვერ მომესწრო.
თითებს მაჯაში ვეძებდი, როგორც შეკეცილ გაგრძელებას.
იქნებ გამოვიდნენ და დავთვალო-თქო. განა ჭიები. თ - დ ქცეული ითები.
მოკლულ ნერვზე სახელოს გაკერილ ძირზე დაყრილი შავი კბილები ჩემოეკიდნენ.
დიეზებად და ბეკარებად.
საფურთხებლიდან ყვითლად გამოპარულან. აძევებდნენ.
არ შეიფარეს. ზედმეტობდნენ იქ, სადაც ღრუ ბემოლია.
არაჩხუნდნენ ხურდის მაძიებელ სახელოში
მკვდარი კალციუმის უმი კოლტები.
მათხოვრები ბედნიერების.
ამ უკანასკნელს კი სხვა სახელოში დაუბუდია.
უკანასკნელს.
მაგრამ თეთრად უკანასკნელს.
სამოსელს კი მეორე სახელო არასოდეს ჰქონია.
მხოლოდ - მესამე.
ამიტომაც ვერ მივაგენი.
აპრილი, 2003
No comments:
Post a Comment