Sunday, September 11, 2011

პირველი კანონი




მოპარული დროის ჭიანჭველები
თვალის გუგების გარშემო
დაიწყებენ ჭრაჭუნს
გრძელრკინისქუსლიანი
ჩექმებით.
ამაცოცდებიან თმის თოკებზე
და შაქრის სითეთრით
გამისანთლავენ
გადახლართულ
განუკურნებებს.
მაღალი თმის კენწეროში
დახვდებათ
არასოდესსიკვდილი.
იქანავებენ
ინავებენ
ივნებენ
და ფარნავად გადაიქცევიან.
მერე უცებ
მოწყდებიან.
დაეშვებიან
პირველი კანონისკენ.
არათავისკვლისკენ.
ღვინოსველი წყლის
ფსკერზე.
გზად შორის დებულებზე წაიბორძიკებენ
და ერთი წამი დააკლდებათ.
ვერ ჩამომისწრებენ.
ახლოს დებულზე
დასვენებულს მნახავენ.
ვერჩამოსწრების თაფლი
შემომესალტება.
აღმოსავლეთით მომიწვება.
ლეილაღზე.
არა ძმის
მზა კვრის ენა
მუხლებს დამისველებს.
თეთრგულა თითები
ბაგეს ამიქერცლავს.
სატანჯიო დამტევი
მომმუჭავს.
და მიწადაკეპილ
ლეგა ნესტზე
ვი მშობიარებ.
ინი ციალებად.
2003

No comments:

Post a Comment