Thursday, September 22, 2011

ბორის ვოლოდარსკი: იმის გამო, რომ რუსეთი ხელმოწერილ შეთანხმებას არ ასრულებს და ჯარები არ გაჰყავს, ქართული დაზვერვა რუსეთის ტერიტორიაზე გააქტიურდა. . .


ინტერვიუ დაზვერვის ისტორიკოს ბორის ვოლოდარსკისთან

რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის ბორის ვოლოდარსკის წიგნს “KGB-ის საწამლავის ფაბრიკა: ლენინიდან ლიტვინენკომდე” ბრიტანელები გაისად ზაფხულში იხილვენ. წელს კი შემოდგომაზე ნიუ-იორკში დაზვერვის ამ ცნობილი იტორიკოსის წიგნი სამუშაო სახელწოდებით “ორლოვის საქმე: KGB-ს ყველა დროის ყველაზე დიდი სიცრუე” გამოიცემა. ბორის ვოლოდარსკი სხვა წიგნის ავტროცაა - “ნიკოლაი ხოხლოვი: გაბრწყინებული თავმოყვარეობა” (2005). ნიკოლაი ხოხლოვს ლამის ნახევარი საუკუნის წინათ იგივე დაემართა, რაც 2006 - ის შემოდგიმაზე - ალექსანდრე ლიტვინენკოს, “ბიგ ბენის” ქალაქში, ლონდონში. დაემართა თავისი ყოფილი კოლეგების გამოისობით. იმის გამო, რომ ხოხლოვმა ადამიანის მკვლელობაზე უარი თქვა, მას ძერჟინსკის უკვდავი, რკინის, გრძელი ხელი რუსეთის საზღვრებიდან შორს, გერმანიაში გადაწვდა. საშა ლიტვინენკომაც უარი თქვა შეკვეთილი მკვლელობის აღსრულებაზე . . . ხოხლოვი რუსმა გებეშნიკებმა მოწამლეს, მაგრამ ლიტვინენკოსგან განსხვავებით, იგი სიკვდილს გადაურჩა და ამჟამად აშშ - ში ცხოვრობს.

- სამშობლოსთან არანაირი კავშირი არა მაქვს. – მიყვება ბ-ნი ბორისი. - ჩემი ოჯახი დასავლეთში ცხოვრობს, არც ერთი ნათესავი ყოფილ სსრკ-ში არა მყავს. ხოხლოვის ისტორიის აღსაწერად 7 წლის დაძაბული მუშაობა დამჭირდა. წიგნში შესულია 15 ქვეყნიდან მოპოვებული აბსოლუტურად ახალი, გამოუქვეყებელი საარქივო დოკუმენტები. ვფიქრობ, რომ ნაკლებსავარაუდოა ალექსანდრე ლიტვინონკოს სიკვდილის შემდეგ რუსმა სპეცსამსახურებმა დასავლეთში კვლავ ასეთი ნაბიჯი გადადგან, ერთი გამონაკლისის გარდა. ეს გამონაკლისი ბორის ბერეზოვსკია. ბერეზოვსკის განადგურება ყველანაირი მეთოდით უნდათ. ამიტომ ყველაფერზე წავლენ. მეც მაქსიმალური უსაფრთხეობის პირობებში ვცხოვრობ.

- როგორ გაიცანით საშა ლიტვინენკო?

- საშა და მისი მეგობარი ალექს გოლდფარბი, რომელიც მას რუსეთიდან გაქცევაში დაეხმარა, ლონდონში 2005 წლის აპრილში გავიცანი. ალექსი კიევში მიფრინავდა მელნიჩენკოს ჩანაწერებით, საშა კი “ნოვაია გაზეტას” თხოვნით იური შეკოჩიხინის მკვლელობის მბავს იკვლევდა. მე ამ დროს მონოგრაფიას (წიგნს) ნიკოლაი ხოხლოვზე ვამზადებდი, რომელიც ჩვენი შეხვედრიდან 2 კვირაში დაისტამბა. ამ ნამუშევარში საბჭოთა მოწამვლების შესახებ ძალიან ბევრი რამაა დოკუმნტირებული. პარადოქსულია, რომ საშა იმ მომენტში KGB -ს მიერ კრემლის ოპონენტების საწამლვების საშუალებით განხორციელებულ მკვლელობებს იკვლევდა. KGB -მ 1950 - იანი წლების დასაწყისში თავისი ოპონენტების მიმართ რადიაქტიული საწამლავების გამოყენებას მიჰყო ხელი. პირველი დოკუმენტურად დაფიქსირებილი მოწამვლის ფაქტი გახლდთ 1957 წლის სექტემბერში ნიკოლაი ხოხლოვის მკვლელობის მცდელობა. ხოხოლოვი დღემდე ცოცხალია . . . მაშინ გამოყენებულ იქნა რადიაქტიულრი ტალიუმი, რაც, ფაქტობრივად, იგივეა, რაც პოლონიუმი.

- შესაძლებელია პოლონიუმით თავად მომწმავლელი არ დასნებოვნდეს?

- რასაკვირველია. პროფესიონალს უპრობლემად შეუძლია პოლონიუმი გამოიყენოს და თავად არ დასნებოვნდეს. არსებობს უკვე გათვილი მეთოდები მისი გამოყენებისა. ლუგოვოი თავად არ წამლავდა, მაგრამ მოწამვლის ოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა. რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს: პოლონიუმი აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუ იგი არ ხვდება ორგანიზმის შიგნით საკვებთან, დასალევთან ერთად ან ჰაერით. მკვლელმა შესაძლოა კვალი დატოვოს, რადგანაც პოლინიუმი აბინძურებს გარემოს, მაგრამ ორგანიზმის გარეთ იგი სიცოცხლეს საშიშროებას არ უქმნის. ლუგოვოი, როგორც ოპერაციის მონაწილე, არ უნდა გამხდარიყო ავად და არც გამხდრა.

- რა ელოდება ლუგოვოის?

- გადაწყვეტილება მხოლოდ ერთია: ლუგოვოი უნდა მოკვდეს. მან ეს თავადაც კარგად იცის და ცდილობს ყოველნაირად გადაირჩინოს თავი, მაგრამ ვშიშობ, მას უკვე ვერაფერი გადაარჩენს. ეს იქნება ან ავტოკატასტროფა, ან თვითმკვლელობა ნერვული გადაძაბვის გამო, ან სიკვდილი ლეიკემიით. ლეიკემიას კი საშასა და ბერეზოივსკის დააბრალებენ.

- ვარაუდიები მრავლადაა, არა?

- მე ვარ KGB -ს მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული მკვლელობების ექსპერტი, ამიტომაც ყოველთვის ვვარაუდობ, თუ რა შეიძლება მოხდეს. მაგრამ საშა ლიტვინენკოსთან დაკავშირებით, არავის ეგონა, რომ ისინი მას ლონდონში მოკლავდნენ. ეს ექსტრაორდინალური საქმეა. ანა პოლიტკოვსკაიას წარმატებული მკვლელობის შემდეგ პუტინი და მისი კომპანია ეიფორიაში იმყოფებოდა, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი შეუძლიათ.


- იუშენკოს შემთხვევაში რაღა მოხდა?

- იუშენკოს მოწამვლისას რამოდენიმე გაუთვალისწინებელ შემთხვევითობას ჰქონდა ადგილი. სწორედ ამიტომაც გადარჩა იგი. ორგანიზმის მოწამვლის დასაწყის სტადიაზე ვიქტორი ავსტრიაში ჩაფრინდა. რასაკვირველია, ექიმებმა ვერაფრით გაიგეს, თუ რა სჭირდა და რა უნდა გაეკეთებინათ. ვერ მიხვდნენ, რომ ეს მოწამვლა იყო და სრულიად შემთხვევით აირჩიეს მკურნალიბის ერთადერთი სწორი მეთოდი: მედიკოსები იუშენკოს ყველა შინაგან ორგანოს უსუფთავებდნენ და ყველაფერისგან კურნავდნენ. როცა ამირიკელები მასთან 2004 - ის დასაწყისში ჩავიდნენ, უკვე ზუსტად იყო ცნობილი, რომ ეს დიოქსინია და ამიტომაც მკურლობა მიზანმიმართულად დაიწყო. შემდგომ KGB პოლინიუმზე იმიტომ კი არ გადაერთო, რომ დიოქსინმა არ იმუშავა, არამედ იმიტომ, რომ სპეცლაბორატორიამ სწორედ პოლონიუმ - 210 შესთავაზა შემსრულებლებს და დაამტკიცა, რომ საშას მკვლელობის დაგეგმვისას სწორედ ეს საწამლავი იქნებოდა საუკეთესო. ასეთი გადაწყვეტილება, სხვათაშირის, შეცდომა იყო, რადგანაც პოლონიუმი ტოვებს უამრავ კვალს, რომლის წაკითხვაც ძალიან ადვილია. KGB –მ კი ეს წინასწარ ვერ განსაზღვრა.

- შესაძლებელი იყო ლიტვინენკოს გადარჩენა?

- მე მაქვს სამეცნიერო პუბლიკაციები იმის თაობაზე, რომ პოლონიუმით მოწამვლის ადრეულ სტადიებზე, პირველი 4-5 დღის განმვლობაში ადამიანის გადარჩენა, მართლაცაა შესაძლებელია. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად ცნობილია, რომ მოწამვლა პოლონიუმით მოხდა. პირველი დღეების შემდეგ კი ეს უკვე შეუძლებელია, რადგანაც რადიაცია სისხლში გადადის და სასიცოცხლო ორგანოებს ანადგურებს. თეორიულად სტეროდებითა და სხა საშუალებებით მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ პრობლემა ის გახლდათ, რომ საშას სიკვდილამდე არავის იცოდა, თუ რა დაავადება დაემართა მას.

- მხოლოდ რუსეთი იყენებს პოლონიუმს?

- ინგლისი პოლონიუმ - 210 აგერ უკვე 40 წელიწადია არ იყენებს. ინგლისი საერთოდ არ მიმართავს სპეცსაწამლავს, მითუმეტეს რადიაქტიურს. პოლონიუმი ბირთვულ საომარ პროდუქციაში მოიხმარებოდა, მაგრამ დიდი ხანია მას იქაც უკვე აღარ იყენებენ.

- შესაძლებელია მისი კუსტარულად დამზადება?

- აბსოლუტურად წარმოუდგენელია. რაიმე საწამლავის საფუძველზე პოლონიუმ-210 -ის დამზადება შეუძლებელია. აქ საქმე თანხას სულაც არ უკავშირდება. საკითხი ეხება არ მარტო პოლონიუმს როგორც ასეთს, არამედ სპეციალურ მალხსნად ალფა შეუქცევად ფუტლიარ-ამპულას. ვიმეორებ, პოლონიუმთან მუშაობისთვის საჭიროა სახელმწიფო ლაბორატორია და მასთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

- სხვა საწამლავებისგან პოლონიუმს რა გამორჩევს?

- პოლონიუმი პროფესიული თვალსაზრისით მშვენიერი საწამლავია. წესით, არავის არაფერი უნდა აღმოეჩინა საშას ორგანიზმში. იგი უბრალოდ მოკვდებოდა ადგილობრივ ბარნეთ ჰოსპიტალში. მხოლოდ შემთხვევით და ამას ხელი შუწყო ჩემმა პუბლიკაციამ 2006 წლის 22 ნოემბრის The Wall Street Journal –ში, სიკვდილამდე სწორედ ერთი დღით ადრე, ანალიზები გადაიგზავნა ალდერმასტონის სპეცლაბორატორიაში. იქ ლიტვინენკოს სიკვდილამდე 3 საათით ადრე პოლინოუმი აღმოაჩინეს. დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო. ლონდონის შუაგულში ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის ჩადენა, მით უმეტეს FSB-ს ყოფილი “ოპერმუშაკისა”, წარმოუდგენელი იყო! მოწამვლისას კი მკვლელს გაქცევისთვის, კვალი დაეფარვისთვის საჭირო დრო ექნებოდა. ვიმეირებ, იგეგმებოდა ჩუმი სიკვდილი.

- რახან მოწამვლებზე ვსაუბრობთ, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შესახებ რაიმეს თქმა თუ შეგიძლიათ?

- ვფიქრობ, რომ ის მოწამლეს, მაგრამ მე ამ საკითხით მცირედით დავინტერესდი. არა მაქვს საკმარისი რაოდენობის დოკუმენტები, მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები, ამიტომაც ჩემთვის ძნელია რაიმეზე საუბარი. რაც შეეხება პირველი პირების მკვლელობას, სამწუხაროდ, ცნობილი პირველი პირები სხვადახვა მეთოდებით იღუპებიან, მათ შორის ისეთივე ტრივიალურით, როგორიცაა ყურში საწამლავის ჩასხმა (“ჰამლეტი”).

- რუსეთი კი გვბომბავს “ხმამაღლა”, მაგრამ ეს ჩუმი სიკვდილებიც გვემუქრება?

- რასაკვირველია. მოწამვლა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, მხოლოდ რუსეთის მიერ გამოიყენება. კიველიდი, თსეპოვი, შეკოჩიხინი, იუშენკო, ლიტვინენკო. ადრე რადიო “თავისუფელება” მეკითხებოდა შუა აზიაში (ყოფილ სსრკ-ში) განხორცილებული მთელი რიგი მოწამვლების შესახებ. ველურ ქვეყნებში პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, სამწუხაროდ, კლავენ, მათ შორის საწამლავის გამოყენებით. ცივილიზირებულ ქვეყნებში ოპონენეტს პოლიტიკურად ამარცხებენ და არა მკვლელობით.

- კრემლს არა მარტო “ცუდი ბიჭების”, არამედ “ცუდი ქვეყნების” დასჯის ადათ-წესი აქვს. დასჯის არსენალის დეტალებს ხომ ვერ გავიზიარებდით?

- “ცუდი ბიჭების” შესაშინებლად კვლავ გამოიყენება ყველა სახის საშუალება, რომელიც ოპერაციული გეგმის ფარგლებში მუდმივი ინსტრუმენტი იქნება. თუ საუბარი ეხება პროფესიულ მკვლელობას, იარაღის არჩევა (საწამლავი მკვლელობის იარაღია) განპირობებულია იქნება ისეთი ინდიკატორებით, როგორიცაა ადგილი, დრო, მდგომარეობა, მსხვერპლთან კონტაქტის საშულება, მსხვერპლის პიროვნება და სავარაუდო შედეგები (ზიანის მიყენების საშულება). უმეტესად მკვლელობის ორგანიზებისას პრიორიტეტულია სახალმწიფოს მიერ დაფინანსებული მკვლელობა. არავინ უნდა მიხვდეს, რომ ეს არის რომელიმე კონკრეტული მხრის მიერ დაგეგმილი მიზანმიმართული დანაშაული.

დაზვერვაში არის წესი _ შემთხვევითობა არ არსებობს. ეს უპირველეს ყოვლისა პროფესიონალის წესია. საშა იყო პროფესიონალი FSB –ს ოფიცერი. ამიტომაც მკვლელებმა იცოდნენ, რომ თვითშემოქმედებას ადგილი არ უნდა ჰქონოდა და არც ექნებოდა. იგი მოკლა პუტინის SVR-მა . ამაში 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული.

- ალბათ, ნარკოტისკისა და წამების გამოყენებაც არ ავიწყდებათ . .

- ეს ვლადიმირ ბუკოვსკის უნდა ჰკითხოთ. მე არა ვარ ყოფილი “ვტოროი გლავკის” მუშაობის ექსპერტი. ეს არის KGB- ს მეორე მთავარი სამმართველო, რომელსაც ახლა FSB ეწოდება. მისი საქმინობა მოიცავდა სსრკ-ის “შიგნით” მიმდინარე პროცესებს. განსხვავება საწამლავსა და ნარკოტიკს შორის ისაა, რომ ამ უკნასკნელის შემთხვევაში ეს არის არა საწამლავი, არამედ ფსიქიკაზე ზემოქმედების საშუალება. რუსეთში, რასაკვირევლია, ყველაფერი გამოიყენება. კარგადაა ცნობილი, მაგალითად, 1985 წლის მაისში KGB -ს მიერ ყოფილი კოლეგის ოლეგ გორდიევსკის (2008 წელს ბრიტანეთის დედოფალმა ო.გორდიევსკი წმინდა მიხეილისა და წმინდა გიორგის მესამე ხარიხის ორდენით დააჯილდოვა - ი.მ.) დაკითხვა “ნამდვილი ნარკოტიკების” საშუალებით. დასავლეთში ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენება აკრძალულია კანონით.

- არ ვიცი, შეიძლება სულაც მეჩვენება, მაგრამ პირევლი კონტაქტები სააკაშვილსა და მედვედევს შორის თითქოს რაღაცის იმედს იძლეოდა. თუ კეთილ მეზობლურს თუ არა, ნელ-ცივ მეზობლურს. შემდეგ მედვედევის განწყობა შეიცვლა. ეს იმას მაგონებს, როცა გამსახურდია ელცინს შეხვდა და გაჩნდა იმის ილუზია მაინც, რომ კონტაქტი შედგა. მაგრამ იმის მერე ელცინი “გამოცვალეს”. როტიკულად გეკითხებით, ნეტავი რა ხდებოდა ახლა და 17 წლის წინათ?

- დიდი განსხვავებაა ორი დემოკრატის (ელცინი და გამსახურდია) შეხვედრას შორისა და პროდასავლურ ლიდერ (სააკაშვილი) და უსახო მარიონეტ მედვედევს შორის. ე.წ. რუსეთის პრეზიდენტი აკეთებს იმას, რასაც პუტინი და მისი ხროვა უბრძანებს. თუ მედვედევს გაღიმებას უბრძანებენ, ის გაიღიმებს, თუ ეტყვიან მტრულად განეწყოს, ეს სწორედ ასე იქნება.

- საქართველოში არსებობდა და არსებობს თუ არა კრემლის ფართე აგენტურა? რა მდგომარეიბაშია ამ მხრივ უკრაინა და ყოფილი სსრკ-ის სხვა რესპუბლიკები?

- სამწუხაროდ, დღეს ახლო საზღვარგარეთად წოდებული ყველა ქვეყანა ერთი და იგივე მდგომარეობაშია. FSB მოწოდებულია, რომ სწორედ მათ წინაღმდეგ იჯაშუშონ და ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე რუსეთის სასარგებლოდ საგრძნობი გავლენა მოახდინონ. კავკასიაში სპეცსამსახურების მხრიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს უფრო მეტი ყურადღება ეთმობა და ამის მიზეზები გადაგებია. დიახ, საქართველოში სადაზვევო ქსელი, მათ შორის რუსულ სამხედრო დაზვერვასა და FSB - ს საკმაოდ შორს მიმავალი მიზნები აქვს. იგივეა უკრაინაში, შედარებით ნაკლები ინტერესია სომხეთსა და მოლდოვაში. ამავე დროს სომხეთი და ცოტა ნაკლებად აზერბაიჯანი რუსული სადაზვერვო სამსახურის ბაზადაა გამოყენებული.

- როგორ აღიწერება რუსული დაზვერვის შაბლონი, ტაქტიკა ანუ ის, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს და როგორ მოქმედებს იგი კონფლიქტის პერიოდებში?

- რუსულ სამსახურს აქვს აშკარა, ზუსტად, მკაცრად განსაზღვრული საოპერაციოდ ზედმიწევნით კარგად გამართული ტრადიცია და სახელმძღვანელო წესები. რადგანაც FSB კორუმპირებულია, ამიტომ იგი უფრო მეტად გამოუცდელი სამსახურად რჩება, თუ მას შპიონაჟის საკითხებში GRU- სა და SVR - ს შევადარებთ.FSB ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს და ხშირად იმპროვიზაციას მიმართავს, რასაც “შემოქმედითობა” შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ პროფესიულად ამდაგვარ ქცევას ძალიან ბევრი ნეგატიური შედეგი მოსდევს. ტექნიკურად FSB არანაირი ცვლილებები არ შეხებია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობიდან მოყოლებული, თუ ვიგულისხმებთ საოპერაციო პრაქტიკას. მადლობა ღმერთს, რუსეთი არ იყენებს ELINT ანუ ელექტორონულ დაზვერვას და SIGINT ანუ სასიგნალო დაზვერვას ისე, როგორადაც დასავლეთი. რუსეთის სპეცსამსახურები კვლავ ძალიან ღარიბიულად არიან აღჭურვილნი იმასთან შედარებით როგორადაც არიან SIS ან SAS. . მაგრამ სამაგიეროდ მათი საოპერაციო სამოქმედო რესურსი უფრო ფართეა. ესეც კი, დარწმუნებული ვარ, უკანონოდ აქვთ მითვისებული. კოკოითის მაგალითი ამის აშკარა დემონსტრირებაა.

ძალიან მოკლედ, ომამდე პერიოდის ტაქტიკა შემდეგი გახლავთ: რაც შეიძლება მეტი სადაზვერვო მასალის შეგროვება, რაც აგენტების საშუალებით ხორციელდება; მტრის ტერიტორიაზე რაც შეიძლება მეტი ძირგამომთხრელი, დივერსიული ჯგუფებისა და ინდივიდების შეშვება. ომის დროს ეს ქმედება ფართოვდება, გადადის პროვოკაციებში, საბოტაჟსა და დივერსიული ოპერაციებში. ეს არის დირექტივა რეგულარული რუსული ჯარისთვის, რომელშიც შედის საომარი გეგმა; არტილერიისათვის სპეციფიური სამიზნეების ამორჩევა; მტრის სტრატეგიის იდენტიფიცირება; ჯარის ტაქტიკაზე შეტევა; საომარი შემართების აგორება და მტრის ბანაკის ხელმძღვანელთა მიზანში ამოღება. ბევრი რამაა. ომის შემდეგ კი იწყება გენერალური მონიტორინგი. მასობრივად აგენტურის ახალწვეულთა შეკრება, ჯარის გამაგრება, საწყობები, ახალი ომისთვის მზადება, მითუმეტეს, თუ იგი არც ისე შორეულ მომავალში კვლავ იგეგმება..

- ხომ არ ფიქრობთ, რომ დედაქალაქისა და სხვა ქალაქების დაბომბვით რუსებს იმედი ჰქონდათ, რომ ქართველები პარტიზანულ ომს გააჩაღებდნენ, რაც ჩვენს ქვეყანას პირისაგან მიწისა საბოლოოდ აღგვიდა? ჩეჩნეთის დარად?

- არა. ვფიქრობ, რომ ისინი სრულად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ საქართველო არ დაიწყებდა პარტიზანულ ომს. ამაში საქართველო ყველაზე ნაკლებად იყო დაინტერესებული. საქართველო ნამდვილად არაა ჩეჩნეთი. იგი დასავლეთის მოკავშირე დამოუკიდებელი ქვეყანაა. მაგრამ ამავე დროს მჯერა, რომ მათ გეგმაში არა მარტო თბილისისა და სხვა ქალაქების დაბომბვა იყო, არამედ საწყის გეგმაში იმთავითვე შედიოდა საქართველოს სრული ოკუპაცია ანუ ერაყში ამერიკელების სცენარის გამეორება. დასვლეთის მხარდაჭერამ და ომის საველე ამბების შესახებ ინფორმაციაზე უპრეცენდენტოდ სწრაფმა მისაწვდომობამ რუსეთი იძულებული გახადა გეგმა შეეცვალა. რასაკვირველია, რუსეთი ყოველგვარი საერთაშორისო სანქციების გარეშე, საერთაშორისო კანონების დარღვევით მოქმედებდა. და ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვა და მოჰყვება.

- სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჯაშუშები დემონსტრატიულად გააძევა. . .

- ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში სააკაშვილი სწორად მოქმედებდა. როგორც სახელმწიფო კანცელარიაში რუსეთის შპიონის, “თხუნელას” სიმონ კილაძის, ასევე 4 რუსი ოფიცრის დაპატიმრებით. პრეზიდენტს დასავლეთისთვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობას აგრძელებს. რასაკვირველია, ამით იგი რუსების გაღიზიანებას პროვოცირებდა და სამაგიეროს უხდიდა. მაგრამ მაინც, ამას ომის გაჩაღების შესახებ რუსების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე არ უმოქმედია.

- რას ფიქრობთ საქართველოს სადაზვერვო სისტემის თაობაზე?

- როგორც ახალგაზრდა სახელმწიფოს, საქართველოს ნამდვილად არ ჰქონდა დაზვერვის საკითხებში გამოცდილების შეძენის საშუალება. ასევე პრობლემატური იყო არა მარტო სამხრეთ ოსეთში, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაზვერვო ოპერაციების წარმოება. ქართველები ყველანაირად ცდილობდნენ, მაგრამ რუსეთის კონტრდაზვერვა მაინც განსკუთრებულია. ცხადია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ინფორმირებული იყო რუსული ჯარის შესახებ, იცოდა რომ რუსეთი ომისთვის ემზადებდა ან აფხაზეთიდან ან სამხრეთ ოსეთიდან. მაგრამ სააკაშვილის რესურსი შეზრუდული იყო.

- და მაინც, ლონდონიდან ქართული დაზვერვის ხარვეზების გამოსასწორებლად რას ურჩვდით მზვერავებს?

- დაზვერვა ვერ შეაჩრებს ომსა და მსხვერპლს. დაღუპულები - ესააა საომარი ქმედების ტრაგიკული შედეგი. დაზვერვის სამსახურის მიზანი არის მტრის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოძიება და მოტანა. რასაკვირველია, ქართულ სამსახურს არა ჰყავს საკმაო დონის პროფესიონალები. ეს ნორმალურიცაა. დროთა განმავლობაში - გეყოლებათ. მე მახსოვს 1947-57 წლებში CIA- ის მირ ჩატარებული ზოგიერთი ოპერაცია. ისინი ბავშვებივით იქცეოდნენ. ბევრი მონაწილეთაგანი კვლავ ცოცხალია, ხანდახან ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს და იმ დღეებზე ვკამათობთ კიდეც, თუმცა მათზე როგორც მიუნიმუმი, ერთი ან ორი თაობით ახალგაზრდა ვარ. ჯერ დაბადებული არც ვიყავი, როცა ერთ ერთი ჩემი კარგი მეგობარი ვენაში სპეცსამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გახდა, ბოლოს კი CIA - ის საბჭოთა განყოფილებას ხელმძღვანელად დანიშნეს. მაგრამ მე დაზვერვა უფრო მეტად იმიტომ ვიცი, რომ იგი ჩემი აკადემიური კვლევის საგანი გახლდათ. მაშინდელების ოპერატიული უნარები ძალიან უბრალო და მიამიტი იყო იმისთვის, რომ ბრიტანეთისას ანდა, მაგალითისთვის, თუნდაც რუსეთისას შევადაროთ. ჩემის აზრით, აუცილებელია საქართველომ კარგი ურთიერთობა დაამყაროს ბრიტანეთის SIS – თან, რათა მათგან ისწავლოს. ეს არის პირველი კლასის სერვისი. თუმცა Mossad - იც ძალიან კარგია. ცხადია, სადაზვერვო სამსახურის კომპტენციის გაუმჯობესებაში ბრიტანულ MI5, SAS, American DIA -სთან (სამხედრო დაზვერვა) დამყარებული პროფესიული კავშირები აუცილებლად დაგეხმარებათ. ბუნებრივია, ამას დრო სჭირდება.

- თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ომის დაწყების დეტალებთან და ქართველი ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით?

- ვიცი, რომ ომი დიდი ხნით ადრე მზადდებოდა. ვიცი ისიც, რომ რუსებმა როკის უღელტეხლი ტანკებით ცხინვალის დაბომბვამდე 20 წუთით ადრე გაიარეს ანუ 23 : 20 წუთზე ისინი უკვე იყვნენ საქართველოს ტეროტორიაზე, ვგულისხმობ, სამხრეთ ოსეთს. ცხინვალის დაბომბვა “გრადით” ჩრდილოეთის მიმართულებიდანა, რუსეთიდან წარმობდა. სხვა ფაქტებიც მალე გაირკვევა. საქართველოს აქტიური იერიში 1 დან 7 აგვისტომდე მიმდიონარეობდა. ვიმეორებ, რომ კრემლი ასეთ მსოფლიო რეზონანს არ მოელოდა. სატელევიზო ეთერში ციფრული ხელსაწყობიდან, მობილური ტელეფონებიდან ინფორმაცია სასწრაფოდ გადაიცემოდა. რუსის ჯარი ამას არ მოელოდა. ასე არ იყო ჩეჩნეთის ომის დროს.

ვფიქრობ, იმის გამო, რომ რუსეთი ხელმოწერილ შეთანხმებას არ ასრულებს და ჯარები არ გაჰყავს, ქართული დაზვერვა რუსეთის ტერიტორიაზე გააქტიურდა და ჭეშმარიტებას არ უნდა იყოს მოკლებული ცნობა საგარეო დაზვერვის ქართველი აგენტების დაპატიმრების შესახებ.

- ოკუპირებულ ქვეყანაში რუსეთის დაზვერვას დღეს-დღეობით რა შეიძლება აინტერესებდეს?

- საქართველოში ორ რუსულ სამახურს GRU და FSB ერთმანეთისაგან განსხვავებული ინტერესები აქვთ. პირველის მიზნია მთავრობის დამხობა და პროვოროკაციები იმ ხნის განმავლობაში, რამდენ ხანსაც მათ ეს ბრძანება ექნებათ. ეს დირექტივა საქართევლო-ნატოს ურთიერთობის განვითარების პროცესის თანმდევი გახდება. საქართველო-ამერიკის, საქართველო-ევროკავშირის, საქართველო-უკრაინის სამხედრო კავშირები და ჰუმანიტარული დახმარება, რასაკვირველია, რუსეთის დაზვერვას იძულებულს გახდის ბრძოლის ეფექტურობის საკითხები, ტაქტიკები და ქართული ჯარის შეიარაღება ხელახლა შეაფასოს.

FSB დაიწყებს უფრო ფართე აგენტურული ქსელის შექმნას, რათა მოახერხოს ნებისმიერ ძალოვან სტრუქტურაში შეღწევა, ნებისმიერი პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო ინფორმაციის მოპოვება. ეს მოღვაწეობა საქართველოს შიგნით იწარმოებს. საქართევლოს გარეთ კი გაჩაღდება ნებისმიერი სახის კონტრდაზვერვითი ზომები, პროპაგანდა, დეზინფორმაცია.

გაითვალისწინეთ, რომ რუსული სადაზვერვო სამსახური შეეცდება ქართულ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის, ისევე, როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსის გამოყენებას, მაგრამ ამგვარი ტაქტიკა, ხშირ შემთხვევაში, ყოველთვის საშიშია და სარისკოა, რადგანაც “ოდესღაც დაფარულს ნათელი მოეფინება”. ეს იქნება ოპოზიციის დასასრული ანდა სულაც მხოლოდ ცალკეული პირების დასასრული. მასობრივი არეულობის პროვიცირება კი სულ სხვა რამეა. რუსეთს აქვს ამგვარი პორვოკაციების ორგანიზების გამოცდილება. მაგრამ, საერთო ჯამში, ეს პროოკაციები ძალიან ძვირი ღირს და ცუდ შედეგებამდე მივყავართ.

- შესაძლებელია, რომ რუსეთმა იმ გაზსადენების აფეთქება დაიწყოს, რომელიც მის ტერიტორიაზე არ გადის?

.- ტექნიკურად ეს შესაძლებელია, მაგრამ ამგვარი დივერსიები რუსეთის რეპუტაციისთვის საბოლოოდ დამღუპველი იქნება. ამგვარი ქმედების მარტო მორალურ მხარეს არ ვგულისხმობ, არამედ იმ ბილიონ დოლარებს, რაც დაიკარგება. რუსეთი ამის უფლებას საკუთარ თავ ვერ მისცემს. მილიტარისტი ოლიგარქები ხომ ძალიან ღორმუცელები არიან. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთმა თავის მხრებს დიდი ტვირთი აჰკიდა. მაგრამ ახლა იგი შეეცდება ჩეჩნეთი და ინგუშეთი თავისი სამხედრო ბაზებისთვის გამოიყენოს. ის რაც მე მაწუხებს, ადამიანები არიან, ადამიანები ძალიან მეცოდებიან . .

- გიორგაძის აჩრდილი სადღაც დაბორიალობს, არავინ იცის, სად. . . იმედია მხოლოდ ინტერნეტში . .

- სულიად შესაძლებელია, ეს მართალიც იყოს. მაგრამ სააკაშვილს დღევანდელ სიტუაციაში აქვს ერთხმოვანი მხარდაჭერა და ოპოზიციას, განსაკუთრებით კი რუსეთზე ორიენტირებულს, რომელიც საქართელოში რუსეთის ოკუპაციის აღალის შემომტანია, შანსი არა აქვს.

- რეალურია საქართველოს პრეზიდენტს იგივე მოუწყონ, რაც - იუშენკოსა და ლიტვინენკოს?

- დიახ, ამის რისკი აშკარაა. სააკაშვილმა აუცილებლად უნდა გაამაგროს თავისი პირადი დაცვის სამსახური. საფრანგეთს, ისევე როგორც ამერიკის საიდუმლო სამსახურს SS–ს (პრეზიდენტის დაცვის სამსახური. არ შეგეშალოთ აშშ-ის დაზვერვაში) ამ საკითხში სააკაშვილისთვის ქმედითი დახმარების გაწევა შეუძლია.

- რუსეთის მთელი სასტაბილიზაციო ფონდი ამერიკაშია, ფლორიდა რუსი ოლიგარქებისა და მათი მეგობარი თუ არამეგობარი ძალოვანების ფულით, ამჯერად მშვიდობიანადაა “ოკუპირებული”. შეუძლიათ ამერკულ სპეცსამსახურებს საჭიროების შემთხვევაში ამ ანგარიშებს პრობლემები შეუქმნან? როდის დადგება ამდაგვარი ზომების მიღების საჭიროება?

- დიახ, ამერიკის მთავრობას, სავარაუდოდ, შეუძლია ამ ანგარიშებს პრობლემები შეუქმნას, თუ: რუსები ამერიკაში არკანონიერ ქმედებებს ჩაიდენენ და თუ თეთრი სახლი და ამერიკის კონგრესი გადაწყვეტს, რომ ამდაგვარად იმოქმედოს. დემოკრატიულ ქვეყანაში კი ეს უკანასკნელი ძნელადაა წარნოსადგენი ანუ იქ, სადაც სასამრთლოს სისტემა მწყობრად მუშაობს. საბანკო ანგარიშები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაქრება, თუ ამერიკასა და რუსეთს შორის ომი გაჩაღდება, მაგრამ ეს ომი არ მოხდება.

- ომის დროს ამ დღეებში CNN-ზე პენტაგონის სპიკერი ბარბარა სტარი დაუღალავად იმეორებდა იმას, რომ ამერიკას რუსეთი სჭირდება, როგორც ანტიირანული პარტნიორი. აქ ასეთი კითხვა ისმის: “ბიჭებო, ვის წინააღმდეგ მეგობრობთ?”. თუ თეირანმა უმოკლეს დროში ბირთვული ბომბი შემქნა, იგი ხომ თავისი “გაფრენის უნარით” ჯერ კრემლის ვარსკვლავს მისწვდება, ვიდრე - თეთრ სახლს? თუ ირანის ბომბი ამერიკას დაემიზნა, სასტაბილიზაციო ფონდიც გაქრება და ფლორიდის აგარაკებიც . .

- მართალია პენტაგონის სპიკერი. გარკვეულწილად რუსეთს არ სჭირდება ამერიკა იმისთვის, რომ საქმე ირანთან აწარმოოს. კრემლისთვის ირანი კი დასავლეთთან გაბმული თამაშის ყველაზე მთავარი კარტია. მაგრამ მაინც, პოლიტიკური ანალიზი ჩემი სფერო არაა.

- კეთილი. რა შეუძლია რუსეთს ვენესუელასა და ლიბიასთან ერთად?

- აბსოლუტურად არაფერი.

- ირანში რუსეთის აგენტურა არსებობს?

- ო, რასაკვირველია. ირანში რუსეთს საუკეთესოდ და სრულყოფილად განლაგებული რესურსი ყოვლთვის ჰქონდა. ეს სულ სხვა სტრუქტურაა, არა SVR და GRU, რომლებიც საელჩოებშია ჩანერგილი. ამას ემატება GRU-ის რამოდენიმე შენიღბული ოფიცერი. პლუს, სავარაუდოდ, ერთი ან ორი უკანონოც. ვიმედოვნებ, რომ ირანში თავისი აგენტურა ამერიკასაც საკმაოდ ჰყავს.




"საქართველოს რესპუბლიკა"

02/09/08

No comments:

Post a Comment