ინტერვიუ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტთან, აშშ –ის არნოლდ სალცმანის ინსტიტუტის პროფესორ ლინკოლნ მიტჩელთან
ბ-ნო ლინკოლნ, როგორ ფიქრობთ, რატომ გამწვავდა სიტუაცია სწორედ ახლა?
- მე მართლაც არ ვიცი მაინც და მაინც ახლა რატომ გამწვავდა სიტუაცია. გარკვეულ წილად, საქართველო აკონტროლებდა დროის შერჩევას, ამიტომ რუსეთის აგრესიის წინასაწარ განსაზღვრა ნამდვილად შესაძლებელი იყო, როცა ხუთშაბათს საქართველო გადაადგილდა სამხრეთ ოსეთში. აბსოლუტურად გაუგებარია რატომ აირჩია ეს მომენტი საქართველომ.
- როგორ ფიქრობთ, გერმანიასა და ზოგადად ევროპას ბუქარესტში საქართველოსთვის მხარი რომ დაეჭირა, ჩვენ არ გვექნებოდა ასეთი ცუდი სიტუაცია? . .
- მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ნატოს “მეფ”-ი რომ ჰქონოდა, რუსეთი
გაცილებით ნაკლებ კონფრონტაციაზე წავიდოდა, ვიდრე ეს ახლა მოხდა. ამავე დროს დასავლეთი შესძლებდა საქართველო გადაერწმუნებინა კონფლიქტის ესკალაციისაგან იმ სახით, როგორადაც ეს ახლა მოხდა.
- რა სახის მთავარ შეცდომებს ხედავთ დღევანდელი გადასახედიდან?
- მე ვფიქრობ, რომ საქართველოს დიდი შეცდომაა, როცა ჰგონია, რომ მას შეუძლია სამხრეთ ოსეთი უკან დაიბრუნოს და შემდგომ ამ საკითხისგან განმანძილდეს. აშშ-მ და დასავლეთმა დაუშვა რამოდენიმე შეცდომა. უპირველესად, მათ უნდა მოეხდინათ ყურადღების სრული კონცენტრირება გაყინულ კონფლიქტებზე, უფრო სწორედ იმ საკითხზე, როგორიცაა საერთოდ საქართველოს არსებობა/არარსებობის პრობლემის დაყენების მცდელობა, რომელსაც რუსეთი საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდა. დასავლეთის ასევე დიდი ჩავარდნაა ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთისა და ოსეთის რეალური შეხედულებებზე არასათანადო ყურადღების მიქცევა. არ ვარ დარწმინებული, რომ რუსეთს შეცდომებზე საუბარი შესაძლებელია. რუსეთი შეცდომებს არ უშვებს, ეს სახელმწიფო ყოველთვის აღწევს იმას, რაც მას სურს.
- როგორ ფიქრობთ, სამშვიდობო პროცესი გარკვეული შირმა ხომ არ გახლდათ ომისათვის მზადების გზაზე? სადაა შედეგები საერთაშორისო ორგანოზაციების მიერ ინიცირებული სამშვიდობო ინიციატივების?
- მე ვფიქრობ, რომ ორივე მხარეს მშვიდობა უნდოდა, მაგრამ მათ უნდოდათ მშვიდობა მათი გაგებით. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ვინ გაიმარჯვებს ახლა. თუ საქართველო დამარცხდა, ეს იქნება მართლაც დიდი დარტყმა საქართველოსთვის და მისი მომავლისთვის. რუსეთი ჩაეფლობა კონფლიქტის ჭაობში, რაც ძალიან ძვირი დაუჯდება, შეიქმნება ძალიან მძიმე სიტუაცია და მისი გლობალური იმიჯი გაუარესდება. სრულიად შესაძლებელია, რომ ამ კონფლიქტში აბსოლუტურად ყველა დამარცხებული დარჩეს.
- საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ სიტუაციის პროგნოზირება შეეძლოთ?
- ვფიქრობ, რომ საქართველოს ქმედება იყო “სურპრიზი”, რუსეთის პასუხი-არა.
- ფიქრობთ, რომ გაეროს საერთოდ რაიმე შეუძლია?
- ვიმედოვნებ. მაგრამ ასევე ვიმედოვნებ, რომ გაერომ არ უნდა აღადგინოს ან გაუწიოს ადმინისტრირება დამარცხებულ ან გაყოფილ საქართველოს. რადგან ვფიქრობ, რომ საქართველოს ტერიტორიას მხოლოდ სამშვიდობო და მოთმინებით სავსე პროცესი დაიცავს. ეს მოსასმენად ძალიან რთულია, მაგრამ პრობლემის სამხედრო გადაწყვეტა არასოდეს არ ყოფილა სწრაფი და იოლი! ახლა ძალიან ადრეა ვისაუბროთ იმაზე თუ რა სახის არჩევანს გვიტოვებს მომავალი, რადგანაც ახლა მხოლოდ ერთი არჩევანია – დაველოდოთ კონფლიქტის დასრულდებას.
- საქართველო მთელი ეს ხანი რომანტიკულ ბურუსში იყო. ამერიკის იმედად. . .
- ამერიკა არ უნდა ჩაერთოს, ვერც ჩაერთვება რუსეთთან ომში. ისევე როგორც რუსეთი არავის მისცემს უფლებას მის სამეზობლოში ვინმე ვინმეს დაეხმაროს. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ამგვარი რთული სიტუაციის გათვალისწინება წინასწარ იყო შესაძლებელი როგორც აშშ-ში, ასევე საქართველოში.
- თუ თეთრ სახლში დემოკრატები მოვიდნენ, ეს რაიმეს შესცვლის? ვგულისხმობ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ...
- თუ ობამა გაიმარჯვებს, თეთრ სახლი დაეყრდნობდა უფრო რაციონალურ საგარეო პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს იმპერიული სინამდვილისა და ინტერესების გაგებას. ვფიქრობ, რომ ობამას ადმინისტრაცია გააგრძელებს აშშ-საქართველოს ღირებულოვან ურთიერთობას და გამოძებნის საქართველოს დახმარების გზას რეალური სიტუაციის ფარგლებში. ამ საკითხში მაქკეინის ადმინისტრაციის გეგმისგან დიდ განსხვავებას არ უნდა ველოდოთ. უბრალოდ, სავარაუდოდ, ობამას ადმინისტრაცია ამერიკისთვის უფრო უკეთ ააგებს საერთაშორისო მხარდაჭერის სტრუქტურას უფრო უკეთ ააგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ამერიკის გარდა კიდევ უფრო მეტი მეკავშირე ეყოლება.
- ახლანდელი სიტუაცია საქართველო-რუსეთისთვის გამოუვალი ჩიხია?
- ვფიქრობ, რომ საქართველოს შანსები დაარწმუნოს აფხაზეთი მისთვის ფართო უფლებების მინიჭების შესახებ, დღეს-დღეობით გაქრა. რუსეთს შეუძლია გააძლიეროს იქ თავისი პოზიციები მანამ, სანამ საქართველო სუსტდება.
- ამ წუთას რაზე შეიძლება მოილაპარაკონ მხარეებმა, არ ვგულისმობ, მხოლოდ საომარ მოქმედებებში ჩართულებს. . . . რუსეთი ფიქრობს, რომ საქართველოს უკან ბუში დგას . . .
- მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქმედების უკან ამერიკა დგას. ამწუთას აშშ და ევროპა ფოკუსირებული უნდა იყო მხოლოდ ერთ საკითხზე: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს დაბომბვა.
"საქართველოს რესპუბლიკა"
12.08.08
No comments:
Post a Comment