Monday, September 19, 2011

(გუშინ მუქ წრფეს ისე მივდევდი...)



გუშინ მუქ წრფეს ისე მივდევდი, მუხლისთავები არ მტკენია. 
წრფეშივე. როგორც უფრო თხელი წრფე. 
ნათლად მკრთალი. არა ჩრდილი. 
დღეს მასში უკვე მონაკვეთის მოსანიშნად ჩავეშვი. 
ბოლო წერტილის შესაყვარებლად. 
რადგან უსასრულოდ წრფობა არ შემიძლია. 
ის კი წრფე იყო მუდამ. წრფობდა. 
უჩემოდაც. 
მე კი მეგონა ერთი ვიყავით. განა ერთნი. 
ნი არ მინატრია.
მისთვის კი ნაკუწ-ნაკუწი ვყოფილვარ.
მარცვალ - მარცვალი, თქეშ - თქეში.
ნაგლეჯ - ნაგლეჯი, წებ - წებო.
შაბათ  - კვირა. ხაზ - ხაზი.
აბზაც - აბზაცი, ლამბ-ლამბი.
თვალ - თვალი, ზღვარ - ზღვარი.
პირობ  - პირობა, ასულ - ასული.
მუნჯ - მუნჯი, მარილ-მარილი.
ჩემთვის არილ - არილი   -- არა.
არილი იყო.
წრფედ მოტეხილი.
საკლისი. საკლის - საკლისი  --- არა.
უკან მოვბრუნდი თალხ წრფეშივე.
მოსახვევი ბლანტად სქელია.
გზაც მობლაგვებულ - მოზანტებული.
ნაფლეთებად დავბრუნდი მაინც.
წრფის საწყისთან . . .
ვერ მიცნო. მივყუჟ-მივყუჟდი
ძმრის ფლეთების გროვად.
დავილექე, დავწერტილდი.
მაგრამ ჩემგან ვერ გაწრფევდა.

მაისი, 2003

1 comment:

  1. თავისუფლება: წერტილი - წრფე - წერტილი ...

    ReplyDelete