ინტერვიუ რუს პოლიტოლოგთან, ჰადსონის ინსტიტუტის მოწვეულ პროფესორ ანდრეი პიონტკოვსკისთან
- ბ-ნო ანდრეი, რაღაც “უცნაურად” გაქრა “სუვერენი” კოკოითი . . .
- კოკოითი ცნობილი პროვოკატორია, იგი ქართული სოფლების დაცხრილვის ორგანიზატორი გახლდათ. სააკაშვილს პროვოკაცია მოუწყვეს, შეიტყუეს ხაფანგში. ისეთივე პროვოკაცია მოუწყვეს, როგორიც ჩეჩნეთის ომის დაწყებისთვის იყო მოფიქრებული. კოკოითმა აბსოლუტურად დაკარგა ოსების ნდობა, რადაგანაც იგი მაშინვე გაიქცა ცხინვალიდან, როგორც კი საომარი მოქმედებები დაიწყო და ქალაქში სამოქალაქო პირები, ქალები, ბავშვები დატოვა. პროვოკატორმა გააკეთა თავისი საქმე და ახლა სამხრეთ ოსეთის თავკაცად სხვას დააყენებენ..
- როგორ ფიქრობთ, ამ ადამიანს რუსული თუ ოსეური გვარი ექნება?
- საქმე იმაშია, რომ კოკოითი ერთადერთი იყო, ვისაც ოსური გვარი ჰქონდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში. პრემიერ - მინისტრი და ძალოვანები რუსები იყვნენ.
- როგორც იქნა ყველამ დაინახა, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე საუბარი არასოდეს ყოფილა . . .
- ოსეთის ძალოვანი სტრუქტურები არამარტო რუსეთის ძალოვანების წარგზავნილები, არამედ მოსკოვის კრიმინალური კლანების წარგზავნილებიც დახლდნენ. ეს ცხადი და აბსოლუტურად ყველასთვის გასაგები იყო. თუ ვისაუბრებთ აფხაზეთზე, უნდა გვესმოსდეს, რომ აფხაზეთის მმართველობა გარკვეულწილად დამოუკიდებელ თამაშს აწარმოებს, თუმცა, რასაკვირველია, სრულადაა დამოკიდებული რუსეთზე, მაგრამ მაინც. კოკოითის ხელისუფლებაში კი თავიდან მხოლოდ მარიონეტები იყვნენ და ამიტომაც ასე მალე გაქრნენ ომის ველიდან.
- ნუთუ შესაძლებელია კვლავ ჩეჩნური კარტის გათამაშება?
- საქართველო-რუსეთის ომის დაწყება ისეთივე პროვოკაციაა, როგორიც იყო ჩეჩნეთის ომის დასაწყოსი. მოსკოვი გაცნობიერებულად ეწეოდა ჩეჩნეთის ომს, ბასაევი შეტყუებული იყო დაღესტანში, რათა რუსეთს ომის დაწყების საბაბი მიეღო. ცხინვალში განვითარებული მოვლენები საქართველოში დიდი ომის დაწყების მიზეზი გახლდათ.
- როგორ ფიქრობთ, ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსეთს ომის წარმოება სწორედ ახლა რატომ აწყობდა?
- რუსეთის ეკონომიკა დამოკიდებულია ნავთობზე. ახლა ფასები საკმაოდ მაღალია და შეესაბამისად, ომის დაწყებაცაა შესაძლებლი. ფსიქოლოგიურად ეს დროული იყო, რადგანაც რუსული პროპაგანდა გაუთავებლდად დეკლარირებდა, რომ დაჩოქილი რუსეთი ფეხზე დგება, რომ იგი კვლავ დომინირებს პოსტსაბჭოთა საივრცეზე, აღადგენს გავლენის სფეროებს. ეს კი რუსი პოლიტიკოსებისთვის უფორ მეტია, ვიდრე ეკონომიკური მოსაზრებები.
- როგორ აფასებთ ამ ომის შედეგებს?
- ორშაბათს ბუში ძალიან მკაცრად გამოვიდა, გასაკვირად მკაცრად. სამშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა. მაგრამ ის შეთანხმება, რომლზეც სააკაშვილი იძულებული იყო ხელი მოეწერა, ფორმულირებულია მოსკოვური პირობების საფუძველზე. სამშაბათს (არ ვგულისხმობ ოთხშაბათის განცხადებას) კონდოლიზა რაისი გამოვიდა უფრო რბილად, ვიდრე ეს წინა დღეს ბუშმა გააკეთა. მე მინდა ვთქვა, რომ დასავლეთი არაა მზად წავიდეს რუსეთთან სერიოზულ კონფრონტაციაზე. სამშაბათს სარკოზის ქმედება ერთხელ კიდევ ადასტურებს ამ კონპლიქტში ევროპის პოზიციას. - - რას ნიშნავს მზად არ არის? როდის იქნება მზად?
- ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, ნავთობზე. გერმანია და საფრანგეთი, არსობრივად, არიან რუსული პოლიტიკის გამტარებლები. იტალიამ დაიჭირა განსკუთრებით პრომპოსკოვური და პროპუტინური მხარე. ბერლუსკონისა და პუტინს პირადი მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ. მე ვაშინგტონში ვმუშაობ და ვიცი, რომ მოსკოვის გავლენა აქ არაა დიდი. ასევე ბევრი რამ დამოკიდებულია არჩევნებზე. თუ მაკქეინი აირჩიეს პრეზიდენტად, იგი მართლაც რუსეთის მიმართ ძალიან ხისტ ანტიპუტინურ პოზიციას დაიკავებს. ამ შემთხვევაშიც კი მისი პოზიცია შერბილებულ იქნება ინგლისისა და საფრანგეთის მიერ. გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთის მიმართ ხისტი დამოკიდებულება წამყვანი პოზიცია არ იყოს. რასაკვირევლია, საქართველოს აქვს მხარდაჭერის პერსპექტივა. ორშაბათს კი იყო იმის საშიშროება, რომ ტანკები თბილისში შევიდოდნენ და, ფაქტობრივად, მხოლოდ ბუშის განცახდებამ შეაჩერა პუტინი ქალაქის აღებისგან. ეს არის მაქსიმუმი, რაც შეუძლია დასავლეთს. მაგრამ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, ფაქტობრივად, მთლიანად გადავიდა რუსეთის მმართველობაში და საქართველომ დაკარგა ის მცირეოდენი, რაც მას იქ ჯერ კიდევ ჰქონდა. ეს ფაქტია და ამ ფაქტს დასავლეთი არ შეეკამათება. იმას ვამბობ, რომ საქართველოს საბოლოო მოხრჩობის უფლებას არავის მისცემენ. ის, რისი მოწმენიც თქვენ ხართ, არის დასავლეთის დამოკიდებულების მოდელი. უბრალოდ დასავლეთი რუსებს თბილისის დანგრევის უფლებას არ მისცემს. რისი ნებართვაც მისცეს, ის თქვენც კარგად იცით.
- წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთს ერთ მშვენიერ Dდღეს ენერგომატარებლები ამოეწურა . . .
- დასავლეთისთვის საქართველო არაა ყველაზე მთავარი პრობლემა. ევროპა საერთოდ იმპოტენტია და იგი არ წარმოადგენს Mმთავარ მოთამაშეს. მოდით, ვისაუბროთ აშშ-ზე. რატომ გასდის პუტინს? იმიტომ, რომ იგი ამერიკის გარკვეულ სისუსტეს გრძნობს, ომია ერაყში, ავღანეთში. დაეცა ამერიკის ავტორიტეტი, არის ძალიან ბევრი შიდა დაპირისპირება. ამიტომაც იქცევა პუტინი ისე, როგორადაც იქცევა. არის რაღაც ზღვარი, რომელსაც დასავლეთი წითლად მოუხაზავს რუსეთს. მე მახსოვს ამერიკის განცხადებები, როცა ტანკები ჩეხოსლოვაკიაში შეიყვანეს. ეს იყო რუსეთის მიმართ ძალიან მკაცრი დამოკიდებულების გამოხატვის გაცხადებები. ახლა კი იყო ზუსტი ინფორმაცია, რომ რუსეთი აპირებდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაბომბვას. ბუშმა პირდაპირ უთხრა მედვედევს, რომ ეს აბსოლუტურად დაუშვებელია, რადგანაც ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვებოდა. ამერიკის გავლენა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რათა თბილისი მიწასთან არ გაესწორებინათ. კრემლში ხსხვადასხვა დაჯგუფებებია. არის დაჯგუფება, რომელიც მზადაა ბოლომდე გაანადგუროს საქართველო ანუ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს. ბუშის დამსახურებაა, რომ ეს არ მოხდა. მოხდა ის, რაც მოხდა. არავინ დაეხმარება საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნებაში.
- რა იგულისხმა ბუშმა სერიოზულ შედეგებში?
- ამის შესახებ ოფიციალურ დონეზე არაფერი უთქვამთ. მაგრამ . . . კრემლის ნაძირლებს საბანკო ანგარიშები დასავლეთის ბანკებში აქვთ და ეს თანხები მილიარდ დოლარებს ითვლის. ამის შესახებ დასავლეთის სპეცსამსახურებისთვისაა ცნობილი. თბილისის დაბომბვის მეორე დღეს ეს ანგარიშები გაიყინებოდა. მხოლოდ ამან გააჩერა პუტინი. ეს არის ის ძირითადი გავლენა და ბერკეტი, რომელიც დასავლეთს რეალურად აქვს.
- მთელს კრემლს, უკლებლივ, ძალოვანების ჩათვლით ანგარიშები მხოლოდ დასავლეთში აქვთ? ნახევრად ხუმრობით, სამშობლოში პრინციპულად არ აბანდებენ? . . .
- ყველას, აბსოლუტურად ყველას აქვს საბანკო ანგარიშები მხოლოდ დასავლეთში. მთელს რუსულ ელიტას. რუსეთში ვინ არიან პოლიტიკოსები? პასუხი: ძალოვანები. ყველამ კარგად იცის, რომ მთელი რუსული ნავთბის 60% -ის ექსპორტი ხდება შვეიცარული ფირმის “გუნვორ”- ის საშუალებით, რომელსაც, ფაქტობრივად, პუტინი მართავს.
- საბანკო ანაგარიშების გაყინვა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამო არ შეიძლება? თბილისი გადაარჩინა იმან, რომ ქალაქი სწრაფად შენდება და იქ უცხოელების დიდი ინვეტიციებია ჩადებული?
- დიახ. ისე, ეს კითხვა მე კი არა, დასავლეთს დაუსვით. ეტყობა, რომ არ შეიძლება. ბუში ძალიან კონკრეტულად ამბობდა. “ბლა, ბლა, ბლას” ბოდიალი არ დაუწყია. მან ძალიან კარგად დასვა მთავარი საკითხი.
- როცა ორშაბათს თბილისის დროით საღამოს სააკაშვილი ლამის დაგვემშვიდობა და ჩვენ გამოვიტირეთ საქართველო, ბუშმა ამის შემდგომ გააკეთა თავისი მკაცრი განცხადება. . .
- დიახ. ბუშის განცხადება გაკეთებულ იქნა მოსკოვის დროით სამშაბათს დილის 2 საათზე. ანუ სასოწარკვეთილი საუბარი საქართელოს პრეზინდენტსა და ბუშს შორის თბილისის დაბომბვის ინფორმაციის მიღების შემდგომ მოხდა და მხოლოდ ამის შემდგომ ბუშმა განცხადა ის, რაც განაცხადა.
- აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები არ ჩამოვიდნენ საქართველოში. . .
- ეს დიდი დარტყმაა თქვენთვის, განსაკუთრებით დიდი იმედგაცრუებაა ის, რომ ალიევი არ ჩამოვიდა. მაგრამ ის ფრთხილი პოლიტიკოსია და მას მოსკოვთან კონფრონტაცია არ აწყობს. არადა ეს პირდაპირ მას ეხება, იქ ხომ ნაბთობსადენია, რომელსაც რუსეთი ბომბავდა. აქაც შეუძლიათ ამერიკელებს თქვან, რომ ეს ნავთობსადენი წითელი ხაზია. ამავე დროს ამ ნავთობსადენს რუსები დიდად არ გაანადგურებენ, რადგანაც იქ თურქეთია. რუსებმა თავად გადაწყვიტეს ნავთობსადენი არ გაანადგურონ.
- გაეროს, ფაქტობრივად, ვეღარ მივმართავთ?
- ვერა. რუსეთი ვეტოს დაადებს. ეს არის აბსოლუტურად ცარიელი ინსტიტუტი. უშიშროების საბჭო არაფერს წყვეტს. რეზოლუცია არასდოროს მიიღება. მათ მხოლოდ იმ სახის რეზოლუცია შეუძლიათ მიიღონ, რომელსაც სააკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. სარკოზი ხომ იმას დათანხმდა, რაც მედვედევმა მიუთითა. იქ ფაქტობრივად, არა საუბარი საქათველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე.
- პრესკონფერენციაზე მოსკოვში ცნებაზე სუვერენიტეტი მსჯელობდნენ . . .
- ცნება სუვერენიტეტს ვისაც როგორ უნდა, ისე განსაზღვრავს. თქვენ სწორად აღნიშნეთ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთს არავინ გაუყინავს ანგარიშებს. . . თბილისის გამო - კი. მართალი გითხრათ, მე ამასაც არ ველოდი. მეორე Dდღეს თეთრი სახლიდან ბუშის პირველი გამოსვლის შერბილებას კონდოლიზა რაისი შეეცადა. მაგრამ სარკოზიმ სრულიად განსხავებული პოზიცია დაიჭირა.
- ამ ომამდე, კონფლიქტური ზონების მოწყობის საკითხში საქართველო ასე თუ ისე მაინც მონაწილეობდა. ახლა?
- პუტინს ხომ სააკაშვილის წასვლის ორგანიზება უნდოდა. რუსები თვქვენს პრეზიდენტს დამნაშავედ გამოაცხადებენ და იტყვიან, რომ ჩვენ “კრიმინალთან და სამხედრო დამნაშავესთან” საუბარს სულაც არ ვაპირებთო.
- სააკაშვილის ადგილას რას მოიმოქმედებდით?
- ნამდვილად არ ვისურვებდი ახლა სააკაშვილის ადგილას ყოფნას. საბედნიეროდ, ჯერ ჯერობით ამერიკა, როგორც გავლენის ფაქტორი, არსებობს. ბუშმა ის გააკეთა, რომ თბილისი არ დააბომბია რუსებს. ამერიკასთან ურთიერთობები უნდა გაამყაროთ და უნდა ისურვოთ, რომ არჩევნებზე ჯონ მაკქეინმა გაიმარჯვოს. მე იმის განცდა მაქვს, რომ ის მართლაც გაიმარჯვებს. ის, რომ მაკქეინმა გააკეთა კენედის ცნობილი ფრაზის “მე ბერლინელი ვარ” პერეფრაზი, თქვენთვის სასიკეთო ნიშანია. ეს ის ადამიანია, რომელიც ვიეტნამში ტყვეობაში იჯდა. მას სასტიკად აწამებდნენ. რუსეთიდან კაგაბეს წარმომადგენელები სპეცილაურად ჩამოვიდნენ მის საწმებლად. რუსებისადმი მისი დამოკიდებულება აბსოლუტურად გასაგებია.
- მაგრამ ამერიკელების 90 % -მა არ იცის, სადაა საქართველო . . .
- ეს 90% არ წყვეტს პოლიტიკას, წყვეტს პრეზიდენტი. ამიტომ თუ მაკქეინი მოვა, მისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ უფრო ხისტი იქნება.
- როგორ ფიქრობთ, მაკქეინის ადმინიტრაცია საქართველოს ტერიტორიული მთლინობის პრობლმას გადაწყვეტაში დაგვეხმარება?
- ჩვენი პრობლემა ჩეჩნეთთან დარეგულირდა? რუსეთი თავს იტყუებს, როცა ამბობს, რომ ჩეჩნეთში რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა. ახლა ჩეჩნეთი უფრო მეტადაა დამოუკიდებელი, ვიდრე ეს მასხადოვის დროს. ეს არის ძალიან რთული პრობლემების ერთობლიობა და მათი გადაწყვეტა რთულზე რთული საკითხია. ვერაფერს გეტყვით. ამ შემთხვევაში, მხოლოდ მაგალითით შეიძლება მათი დაბრუნება. აი, სააკაშილისთვის რუსეთს რომ ცოტა მაინც ეცლია, 2-3 წელიწადში საქართველო საგრძნობლად წინ წაიწევდა: თბილისი როგორ შეიცვალა, როგორ გალამაზდა აჭარა, როგორი მსოფლიო კურორტი გახდებოდა იგი. თქვენ ყველაფერს სწორად აკეთებდით, ავად თუ კარგად საქართველოს ეკონომიკა წესრიგდებოდა. აფხაზები კი თავად დაიწყებდნენ იმაზე ფიქრს, რომ ასეთ აყვავებულ ქვეყანის ქოლგის ქვეშ ეცხოვრათ. მხოლოდ ეკონომიკურად აყვავებულ საქართველოს შეუძლია ამ რეგიონების დააბრუნება.
"საქართველოს რესპუბლიკა"
16.08.08
No comments:
Post a Comment